მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Dell Latitude 2100 - ნეტბუქი მოსწავლეებისთვის
Dell Latitude 2100 - ნეტბუქი მოსწავლეებისთვის

დღეს კომპიუტერების ერთ-ერთმა უდიდესმა მწარმოებელმა Dell-მა ოფიციალურად წარუდგინა საზოგადოებას პირველი 10.1 დუიმიანი ნეტტოპი, რომელიც განკუთვნილი იქნება განათლების სფეროსთვის. ნეტტოპის სახელია Latitude 2100, რომლის დიზაინიც მაქსიმალურადაა მორგებული მოსწავლეების მოთხოვნებსა და საჭიროებებს. Dell-ის განცხადებით, ნეტბუქი აღჭურვილია თაჩსკრინით, რომელიც ამ კლასში ასევე ინოვაციას წარმოადგენს.

წინა პანელზე Latitude 2100-ს განთავსებული აქვს LED ნათურა, რომელიც ციმციმებს მაშინ, როცა მომხმარებელი ინტერნეტს იყენებს. ეს ფუნქცია მასწავლებლებს მოსწავლეების კონტროლის საშუალებას უადვილებს მაშინ, როცა კონკრეტული დავალებისთვის მათ ინტერნეტის გამოყენება ეკრძალებათ. ნეტტოპი 5 ფერში იქნება ხელმისაწვდომი. ფერების ოფიციალური სახელებია: School Bus Gold, Chalkboard Black, Ball Field Green, Blue Ribbon და Schoolhouse Red.

Latitude 2100 დაფარულია რეზინის საფარით, რაც მას უფრო გამძლეს ხდის მოსწავლის ხელებში. ასევე, ნეტტოპებში ჩაშენებულია მართვის სპეციალური ფუნქციები, რომელიც საშუალებას იძლევა ერთდროულად 24 ასეთი ნეტბუქი იმართოს და მიეწოდოს ქსელის რესურსები. დამატებით ფუნქციებში შედის ანტიბაქტერიული კლავიატურა, SSD-ები, მხარზე გადასაკიდი ზონარი და სახელური და ვებ-კამერა.

Dell-ის პრეზიდენტის პოლ ბელის განცხადებით Latitude 2100-ის საშუალებით კომპანია აგრძელებს განათლების სექტორის მხარდაჭერას. ახალი ნეტტოპი მოსწავლეებსა და სტუნდენტებს საშუალებას მისცემს უკეთ აღჭურვილში შეეგებონ ციფრულ სამყაროს.

Latitude 2100-ში გამოყენებულია Intel Atom N270 პროცესორი, იგი იწონის 2.91 ფუნტს (მიახლოებით 1200 გრამი) 3-ელემენტიანი ბატარეით და შესაძლებელია მათი აღჭურვა დამატებითი გარე ოპტიკური დრაივით. ნეტბუქისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ 6-ელემენტიანი ბატარეაც. რაც შეეხება ოპ. სისტემებს, აქ არჩევანი ფართოა. მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ Windows XP Home, Vista Basic ან Linux-ი.

და ბოლოს, ყველა საინტერესო - Dell Latitude 2100 უკვე იყიდება და მისი ფასი 369 მარადმწვანიდან იწყება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-05-2009, 11:50:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.