მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Google Chrome 2.0
Google Chrome 2.0

წელიწად-ნახევრის წინ Google-მა არც ისე არათანმიმდევრული ნაბიჯი გადადგა და გამოუშვა საუკთარი ბრაუზერი, Google Chrome. ბრაუზერი თავიდანვე გამოირჩეოდა სისწრაფით და სიმარტივით, მაგრამ ისევე, როგორც ყველა ახალ პროდუქტს, აკლდა "სიმწიფე" - პატარ-პატარა დეტალები, რომლებიც წლების მანძილზე იდება პროდუქტში და უფრო სასიამოვნოს და სასარგებლოს ხდის მას.



წელიწად-ნახევრის შემდეგ კი Google არ წყვეტს და არც ანელებს საკუთარი ბრაუზერის განვითარებას და მის მომხმარებლებს უკვე 2.0 ვერსიით შეუძლიათ დატკბნენ. საკვანო შესაძლებლობად ახლაც სიჩქარე რჩება და, როგორც Google აცხადებს და დამოუკიდებელი ექსპერტებიც ეთანხმებიან, Chrome-ის ჯავასკრიპტის დამამუშავებელი ძრავი წარმადობის 30%-იან ზრდას აჩვენებს! შეუიარაღებელი თვალითაც კი შეიძლება იმის დანახვა, რომ ბრაუზერი მართლაც შეუდარებლად სწრაფია ე.წ. "მძიმე", ანუ ჯავასკრიპტით გაჯერებულ გვერდებზე.

V8 Benchmark

ძველი და ახალი ჯავასკრიპტის დამამუშავებელი ძრავების შედარება, ოფიციალური ტესტი

Google ასევე აცხადებს, რომ გაასწორა 300-მდე შეცდომა ბრაუზერში, რაც, რაღა თქმა უნდა, საგრძნობლად დაეტყობა ბრაუზერის სტაბილურობის საერთო სურათს.

რაც შეეხება ინტერფეისთან დაკავშირებულ სიახლეებს, აქ განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ რაც არის, ნამდვილად დასამატებელი იყო - Google Chrome დღეიდან აქვს Full Screen რეჟიმი (არც ვიცოდი, თუ არ ჰქონდა!), სრულყოფილი Page Zoom (აქამდე Zoom-ისას მხოლოდ ტექსტის ზომა იცვლებოდა, სურათები და სხვა ობიექტები უცვლელნი რჩებოდნენ) და Form AutoFill, ანუ ფორმებში შეყვანილი ინფორმაციის დამახსოვრების და გახსენების უნარი.

Google Chrome 2.0 - ოფიციალური ანონსი

ბმულების ნაკრები:

Google Chrome - ჩამოტვირთვის გვერდი

Google Chrome 2.0 - ოფიციალური ანონსი Google-ის ბლოგზე

Google Chrome - ოფიციალური გვერდი



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 23-05-2009, 21:22:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

რამდენიმე დღეა ვიყენებ და ყველაფერში უპრობლემოა. ძალიან მომწონს. :)
29-05-2009, 08:10:18 | Plastic-6

ა (როგორც Opera-შია Speed Dial-ი) უკეთესი იქნებოდა! საჭიროა ამ ბროუზერის მე-3, მე-4 და მე-5 ვერსიები რათა რეალურად მუშა და კომფორტული ბროუზერი მივიღოთ!
24-05-2009, 22:55:30 | Giena_old

მიყვარდა ეს ბროუზერი და მიყვარს ისევ, უბრალოდ ბევრი ნაკლი ქონდა, მაგალითად ზუსტად ის Page Zoom ფუნქცია, რომელიც რეალურად ნერვებს მიშლიდა :-) კიდე Form AutoFill ფუნქციის უქონლობა ძალიან სუსტი მაჩვენებელია ბროუზერისთვის! ასევე ჩამოტვირთვის მენეჯერი იყო არასრულყოფილი, რადგან რეალურად ვერ აგრძელებდა ჩამოწერას დაპაუზების შემთხვევაში. ამ ვერსიაში ეს ყველაფერი გამოასწორეს თუმცა ჩამოქაჩვების მენეჯერი ისევ დაუსრულებელია ჩემის აზრით, რადგან არ არის თითოეული ჩანაწერის წაშლის შესაძლებლობა რაც პირველ ვერსიაში იყო, თუმცა პირველ ვერსიას არ ქონდა ჩანაწერების სრული წაშლის საშუალება რაც ყოველთვის დისკომფორტს მიქმნიდა! არ მომწონს ასევე thumbnail-ების სრული მოშორების შესაძლებლობა მის მაგივრად რომ ყოფილიყო მოდიფიცირების შესაძლებლობ
24-05-2009, 22:43:49 | Giena_old

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.