მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows 7 Starter-ს სამი პროგრამის შეზღუდვა აღარ ექნება?!
Windows 7 Starter-ს სამი პროგრამის შეზღუდვა აღარ ექნება?!

ჩვენ ცოტა ხნის წინ მიმოვიხილეთ Windows 7 Starter და დავასკვენით, რომ სამპროგრამიანი შეზღუდვა (მით უმეტეს ნეტბუკებისთვის) არც ისე მძიმე ასატანია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, იდეაში უბრალო მომხმარებელი შეიძლება საერთოდ ვერც კი წააწყდეს ამ ბარიერს. CNet-ელმა Ed Bott-მა დაამტკიცა ეს, Lee Mathews-მა DownloadSquad-იდან კი განაცხადა, რომ მან გაუშვა Firefox, Internet Explorer, TeamViewer, ImgBurn, Pidgin, Avast, FastStone Capture და uTorrent Win7 Starter-ზე ისე, რომ სისტემას ერთი არ დაუჩივლია.



Windows 7 Starter 3 program limitation

ამასობაში კი გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც Microsoft-მა სამპროგრამიანი შეზღუდვა საერთოდ ამოიღო Win7 Starter-იდან. კიდევ ერთხელ - ინფორმაცია დაუზუსტებელი და ბუნდოვანია, მაგრამ მთავარია, რომ არის.

ინფორმაციის წყარო: Paul Thurrott (Winsupersite.com)

ჩვენ თვალს ვადევნებთ ინფორმაციის ნამდვილობის დაზუსტების პროცესს და შედეგებს უახლოეს მომავალში გაცნობებთ.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 23-05-2009, 21:52:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

მდაას... ან უბრალოდ ბექგრაუნდში მომუშავეები არ ითვლებიან :) ღმერთმა იცის ჯერ და MS-მა :)
23-05-2009, 23:45:01 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.