მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Gmail Inbox Preview
Gmail Inbox Preview

Gmail-მა ბოლო წლებში უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა, რაც რამდენიმე ფაქტორის დამსახურებაა. სისწრაფე, მეგობრული ინტერფეისი, ორგანიზების მშვენიერი შესაძლებლობები, საფოსტო ყუთის დიდი მოცულობა და ბოლოს, პატარ-პატარა ფუნქციები, რომლებიც Gmail Labs Feature-ის სახელითაა ცნობილი. Labs-ს ეკუთვნის ისეთი შესაძლებლობები, როგორიცაა Youtube-ის ვიდეო-რგოლების, Picasa-ს და Flickr-ის ალბომების წერილშივე ჩვენების ფუნქცია, წერილების ავტომატური თარგმნის ფუნქცია, Mouse Gestures-ს მხარდაჭერა თქვენს საფოსტო ყუთში და მრავალი სხვა.



ცოტა ხნის წინ კი Labs-ს კიდევ ერთი, ნელი შეერთების სიჩქარის მქონეებისთვის განსაკუთრებით საჭირო ფუნქცია, Inbox Preview დაემატა. იდეა მარტივია: მართალია, Gmail ძალიან სწრაფია, მაგრამ ის სწრაფია მას მერე, რაც თავისთვის საჭირო ყველა სკრიპტს ჩამოტვირთავს თქვენს კომპიუტერში (ფანჯარა Loading yourmail@gmail.com და Progress Bar, რომელიც ხანდახან ისე იქცევა, თითქოს ბოლომდე მისვლას არც არასდროს აპირებს). ყოველ ჯერზე ამ ჩამოტვირთვისთვის ლოდინი ჯერ მომაბეზრებელია, შემდეგ კი გამაღიზიანებელი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საფოსტო ყოთის შემოწმება გინდათ და გიწევთ ამ ფანჯრის ყურება რამდენიმე წუთის განმავლობაში მხოლოდ იმისთვის, რომ ნახოთ, რომ არაფერი ახალი მოსულა! მოკლედ, Gmail-ში ამაზეც იფიქრეს და ამ ახალი ფუნქციის მიხედვით, თქვენ საშუალება გექნებათ უბრალო ტექსტის სახით ნახოთ ბოლოს მოსული წერილები, სანამ თქვენი ფუნქციებით მდიდარი ელ-ფოსტის გარემო იტვირთება. ამ გზით შეგიძლიათ პირდაპირ ნახოთ, არის თუ არა რაიმე სიახლე თქვენს საფოსტო ყუთში და ამის მიხედვით ან დაელოდოთ სრული ვერსიის ჩატვირთვას, ან არა.

Gmail Inbox Preview by Techcrunch

Inbox Preview-ის გასააქტიურებლად თქვენი ელ-ფოსტიდან შედით ბმულზე Settings (ზედა მარჯვენა კუთხეში), შემდეგ Labs, მოძებნეთ Inbox Preview, მონიშნეთ Enable, ჩამოსკროლეთ გვერდის დასასრულამდე და დააჭირეთ ღილაკს Save Changes. შედეგის სანახავად გამოდით (Sign out) და თავიდან შედით თქვენს ყუთში.

ოფიციალური ანონსი Gmail Blog-ზე



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 24-05-2009, 13:07:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 3


გამოხმაურება

ჩავრთავ აუცილებლად
26-05-2009, 00:18:07 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.