მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ვბლოკავთ რეკლამებს
ვბლოკავთ რეკლამებს

რეკლამები არავის გვიყვარს, მით უმეტეს, თუ ძალიან არასასიამოვნო ადგილებშია განთავსებული - მაგალითად, ფორუმის პოსტებს შორის, სიახლის ტექსტში საიტებზე და სხვა ისეთ ადგილებში, სადაც მისი ყოფნა ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციის წაკითხვას ან ნავიგაციას ართულებს. მოკლედ, რეკლამების მოშორება საიტის მფლობელის მეტს ყველას უხარია და თუ მაინცდამაინც სენტიმენტალური გრძნობები არ გაქვთ ამ უკანასკნელის და მისი შემოსავლის მიმართ, დაიკაპიწეთ ხელები და გავეცნოთ, რა საშუალებები აქვს Opera-ს რეკლამების დასაბლოკად.



პირველ რიგში მიმოვიხილოთ კონტენტის ბლოკერი თითოეული საიტისთვის. რეკლამის დასაბლოკად შედით რომელიმე რეკლამების შემცველ საიტზე, სადმე არააქტიურ ადგილას მიამარჯვენაკლიკეთ და აირჩიეთ Block Content. მთელი ტაბი გაბუნდოვნდება და გვერდის დასაწყისში გაჩნდება ყვითელი ხაზი მცირე ინფორმაციით და სამი ღილაკით: "Done", "Cancel", "Details".

Opera Block Content

ბლოკირება მარტივია, მიიტანეთ დასაბლოკ ობიექტთან კურსორი და მიაკლიკეთ, ობიექტზე დაიწერება "Blocked Content" (განსაბლოკად კიდევ ერთხელ დააჭირეთ ობიექტს). შეამჩნევთ, რომ ხანდახან ერთი ობიექტის დაბლოკვისას ავტომატურად რამდენიმე სხვაც იბლოკება. ეს იმიტომ ხდება, რომ Opera ცდილობს, ავტომატურად ამოიცნოს დაბლოკილი ობიექტის მსგავსი სხვა ობიექტებიც (მათი მისამართის და განთავსების ადგილის მიხედვით) და ამით შრომა შეგიმსუბუქოთ, თუმცა სრულყოფილი არაფერია და შეცდომები ხანდახან ამ ალგორითმსაც მოსდის, ამიტომ არსებობს ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ობიექტის დაბლოკვის შესაძლებლობაც - თუ ობიექტზე დაკლიკებისას Shift-საც დააჭერთ, Opera აღარ ეცდება მსგავსი ობიექტების დაბლოკვას.

Blocked Image - Opera Block Content

როცა მორჩებით წმენდას, დააჭირეთ ღილაკს Done და იხილავთ გვერდს, რომელზეც რეკლამები აღარ იქნება, თვითონ ნახავთ, რა სასიამოვნოა :-) ხანდახან ძველი ბლოკირებების მოხსნაც შეიძლება დაგჭირდეთ, ამისთვის იმავე Block Content-ში შესვლის შემდეგ უბრალოდ მიაკლიკეთ ბლოკირებულ ობიექტს ან დააჭირეთ ღილაკს Details, გამოვა ფანჯარა ყველა ბლოკის ჩამონათვალით, იქვეა შესაძლებელი მათი რედაქტირება ან წაშლა.

გასათვალიწინებელია, რომ ამ მეთოდით javascript რეკლამებს ვერ დაბლოკავთ.

მეორე გზა გრაფიკულ ინტერფეისს აღარ მოიცავს, მაგრამ უფრო ეფექტურია. როგორც შეამჩნევდით, პირველი მეთოდით მხოლოდ ცალკეულ საიტებზეა შესაძლებელი რეკლამების დაბლოკვა, თუმცა ძალიან ბევრგან შეგხვდებათ Google-ის, DoubleClick-ის, AdBrite-ის და სხვა რეკლამების პროვაიდერების რეკლამები. მეორე მეთოდი საშუალებას მოგვცემს, ყველა ცნობილი რეკლამის პროვაიდერი ერთიანად, ყველა საიტზე დავბლოკოთ.

პირველ რიგში შევდივართ პროფილში (პროფილის მისამართი იხილეთ აქ, თუ Opera-თი ხართ შემოსული) და ვხსნით ფაილს urlfilter.ini. თუ ასეთი ფაილი ვერ იპოვეთ, შექმენით და ჩაწერეთ შემდეგი (გაითვალისწინეთ, ამ დროს Opera უმჯობესია გამორთული იყოს):

Opera Preferences version 2.1
; Do not edit this file while Opera is running
; This file is stored in UTF-8 encoding

[prefs]
prioritize excludelist=1

[include]
*

[exclude]

[exclude]-ის ქვევით ვწერთ შემდეგს (თუ უკვე წერია რამე, არ წაშალოთ):

*-ad.cgi*
*-ads/*
*.2o7.net*
*.ad-*
*.ad.*
*.adbrite.*
*.adrevolver.*
*.ads.*
*.adserver.*
*.adtomi.*
*.advertising.*
*.atdmt.*
*.banner*
*.blogads.*
*.casalemedia.*
*.click*
*.doubleclick.*
*.fastclick.*
*.google.*/adfetch*
*.googleadservices.*
*.googlesyndication.*
*.kontera.*
*.linkbuddies.*
*.mochibot.*
*.overture.*
*.pheedo.com*
*.qksrv.*
*.quantserve.*
*.roar.*
*.slickkicks.*
*.tradedoubler.*
*.tradepub.com*
*.trafficzap.*
*.tribalfusion.*
*/accresults.*
*/ad.*
*/ad/*
*/ad_*
*/adbot.*
*/adc_*
*/adclient.*
*/adcouncil/*
*/adframe.*
*/adgifs/*
*/adgraph/*
*/adimages/*
*/adinfo*
*/adlog.*
*/adlog/*
*/adrotator.*
*/ads.*
*/ads/*
*/ads_*
*/advert*
*/adview.*
*/affiliates/*.js
*/banner/*
*/banners/*
*/hotfreebies.html*
*/housead/*
*/liveads/*
*/pagead/*
*/phpads/*
*/pop.cgi*
*/pop.htm
*/pops/*
*/poptest.*
*/popup/*
*/printads/*
*/redir.asp*
*/skyscraper/*
*/softad/*
*/sponsor/*
*/sponsors/*
*/tw/adt*
*120x240*
*120x600*
*120x90*
*160x600*
*234x60*
*336x280*
*468x60*
*728x90*
*_ad.js
*_ad_*
*_ads.js
*_ads_*
*_advert*
*_adx_*
*_banner_*
*_borders/*
*_superad*
*a.p.f.qz.*
*a.r.tv.*
*ad-flow*
*ad.trafficmp.*
*ad_type*
*adbot*
*adclick*
*adclix*
*adclub*
*adcycle*
*adflight*
*adframe*
*adimage*
*adknowledge*
*adlink*
*adlogix.*
*admaximize*
*admex*
*admonitor*
*adpulse*
*adrunner*
*adserv*
*adsoftware*
*adswap*
*adtomi.*
*aureate*
*avenuea*
*banner.*
*banners.*
*bluestreak.*
*burstmedia*
*burstnet*
*clickxchange*
*darkblue.*
*darkbluesea.*
*dbbsrv.*
*exitpopup*
*flycast*
*focalink*
*headerpopup*
*hitexchange*
*hitlist*
*hitsites*
*houseads_*
*i.us.rmi.yahoo.*
*imaginemedia*
*intellitxt*
*jsads*
*linkads*
*linkexchange*
*linkpopup*
*linkshare*
*linksynergy*
*media.fastclick*
*paypopup*
*popieen.*
*popme.*
*popunder*
*popupad*
*ps.interpolls.*
*radiate*
*secure.webconnect*
*smartsize_*
*spinbox.versiontracker.*
*spylog*
*subs.timeinc.*
*toolbar.google.*
*trafic.ro/*
*us.a1.yimg.*
*us.f.yahoofs.*
*valueclick*
*x.mycity.*
*z.about.*
*zdmcirc*

შეინახეთ ფაილი და ჩართეთ Opera. შედით რომელიმე რეკლამების შემცველ საიტზე და იგრძენით განსხვავება :-)

ეს მეთოდი რეკლამებს ბლოკავს რეკლამების მომწოდებელი კომპანიების ვებ-გვერდების დაბლოკვის გზით, ასე რომ, მეთოდის გამოყენებისას ვერც ამ რეკლამის მომწოდებელი კომპანიების ვებ-გვერდებზე შეხვალთ. ასევე, მეთოდი ითვალისწინებს გარკვეულ "პროაქტიულ" დაბლოკვას (სურათის ზომის, სახელის და მდებარეობის მიხედვით) და შეიძლება ხანდახან ისეთი ობიექტებიც დაბლოკოს, რომლებიც რეკლამას არ შეიცავენ (თუმცა ეს დიდად მოსალოდნელი არაა, თვითონ ავტორი დიდი ხანია იყენებს ამ ფილტრს და ჯერ პრობლემას არ წასწყდომია).

ფილტრის მართვა შესაძლებელია გრაფიკული ინტერფეისიდან, მისამართზე Tools > Preferences > Advanced > Content > Blocked Content.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 24-05-2009, 20:04:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


გამოხმაურება

აუ ხალხო და მე რამაინტერესებს. აი მანჩერის ფილტრები რომ დავაკოპირო და ოპერაში რომ ჩავსვა იმუშავებს? ისა მანჩერს ამწუთას 7829 ფილტრი აქ და ძალიან კარგი იქნებოდა ოპერასაც მაგდენ ან უფრო მეტი რომ ჰქონდეს
21-07-2009, 20:03:01 | fashisti

მაგარია და ძალზე მარტივიც,
Opera Anti Baner მეყენა მეც, მაგრამ Toutube-ს და მსგავსი სერვერების ვიდეოებიც მიმიბლოკა.. :(
თორემ ADMuncher-ს გავდა
25-05-2009, 18:29:30 | Gio_kiborg

მაგარია რაააა....
25-05-2009, 18:04:45 | oligarqi

JohnDoe
კაცია და გუნება :) ზოგს FF მოსწონს, ზოგს Opera, ზოგს Flock, ზოგს Avant და ზოგს საერთოდ "ალია" ურჩევნია ყველაფერს. როგორღაც მოხდა ისე, რომ ჩვენი საიტის მომხმარებლების ნახევარი Opera-ს ანიჭებს უპირატესობას, ამიტომაც ვწერთ რჩევებს ოპერასთვის.

"FF ჯობია თუ Opera" ტიპის დისკუსიებს აქ ნუ მოაწყობ, თუ მაინცდამაინც გაწყხებს ეგ ამბავი, ფორუმზე შემოგვიარე და იქ ვისაუბროთ მაგაზე :)
25-05-2009, 16:27:03 | domen

mozilla არ ჯობაი ხალხო?
ყველაფერი მაგის addon-ები მიყენია + კიდე ბევრი რაღაცაა
25-05-2009, 14:57:29 | JohnDoe

fashisti
ანტიბანერზე არაფერი გამიგია, გადავხედე ახლა და UserJS-ების ნაკრებია, როგორც ჩანს. დრო რომ მექნება, კარგად დავათვალიერებ.

File.ge-ზე რა სცადე? ამ ფილტრით შევედი და ყველა რეკლამა გამქრალია :) კარგად ნახე, აბა.
25-05-2009, 10:25:15 | domen

ეს ყველაფერი კი კაია მარა მე ad muncherი მიყენია და რამე ცვლილება იქნება? (არამგონია) და სპეციალურად ოპერასთვის რეკლამის დამბლოკველი როა მაგაზე რასიტყვით? anti banner ჰქვია თუარვცდები თუმცა ესაც კარგი ხერხია ზეპირად თუ გეცოდინება file.ge ზე ვცადე და არაფერი არ გამომივიდა მანდ მანჩერიც ვერ ბლოკავს რეკლამებს აი ოპერას ანტიბანერი კი ოოო ასუფთავებს იქაურობას თუმცა საჭირო რაღაცეებსაც ბლოკავს ხშირად (მომხმარებელს გააჩნია)
25-05-2009, 05:56:07 | fashisti

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.