COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Intel Moblin 2.0 ოპ. სისტემა ნეტბუქებისთვის უკვე ხელმისაწვდომია!

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2077


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Intel Moblin 2.0 ოპ. სისტემა ნეტბუქებისთვის უკვე ხელმისაწვდომია!
Intel Moblin 2.0 ოპ. სისტემა ნეტბუქებისთვის უკვე ხელმისაწვდომია!

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა, ალბათ, Windows 7-ია და ყურადღების ცენტრშიც სწორედ ისაა, საკიმაო ინტერესს იმსახურებს Intel-ის პირმშოც. დიახ, დიახ, არ გეშლებათ, პროცესორების უდიდესმა მწარმოებელემა ოპერაციული სისტემა გამოუშვა. Intel-ის Moblin 2.0 Beta ოპ. სისტემა ლინუქსზეა ბაზირებული და განკუთვნილია სპეციალურად ნეტბუქებისთვის. სისტემა საკმაოდ მსუბუქია, მორგებული ნეტბუქების წარმადობაზე და ამასთანავე საკმაოდ ფუნქციონალურიც.


Intel Moblin 2.0-ის ინტერფეისი. მარტივი, სადა, ძალიან ლამაზი და ფუნქციონალური

Moblin 2.0-ის ტექნიკურ მოთხოვნებში შედის მხოლოდ Intel-ის გრაფიკულ ადაპტერზე ბაზირებული ლეპტოპის ქონა. თუმცა, წესით მისი ჩაწერა დესკტოპ კომპიუტერზეც არ უნდა იყოს პრობლემა, დრაივერის გადმოწერა შესაძლებელი იქნება დესკტოპ გრაფიკული ადაპტერისთვის. ერთი შეხედვით Moblin-ი საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც საპრეზენტაციო ვიდეო კლიპშია ნაჩვენები, Moblin 2.0-ს მრავალი ტიპის ქსელების მხარდაჭერა აქვს დამატებული და უზრუნველყოფს თქვენი ნეტტოპის სრულ ინტეგრაციას ქსელებში.

საპრეზენტაციო ვიდეოსა და გადმოსაწერი ლინკების სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.



გთავაზობთ Intel Moblin 2.0-ის საპრეზენტაციო ვიდეო კლიპს:

Moblin-ის ოფიციალური ვებ-საიტი
Moblin-ის ღია Beta ტესტირებისადმი მიძღვნილი ნიუსი (აუცილებლად წაიკითხეთ, წინ საჭირო ლინკები და ინსტრუქციები გელით)
Moblin-ის გადმოწერების გვერდი

ლინკი CompInfo-ს ფორუმზე, Moblin 2.0-ის განხილვა/ტესტირების თემაზე

წარმატებულ ტესტირებას გისურვებთ. გთხოვთ, თქვენი შედეგები და აზრები დააფიქსიროთ ფორუმზე, შესაბამის თემაში.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-05-2009, 11:52:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

VSC-ის ლაბორატ კომპზე ჩვენც გავტესტავთ. და ვნახავთ სად როგორი პრობლემები აქვს ამ სისტემას მემგონი უკვე ვუპოვე ამ ვიდეოდან ერთი უარყოფითი მასზე მგონი ცნობილი მესინჯერები და პროგრამები არ კენდება
27-05-2009, 07:20:06 | vena90

ვიცი ხო, მეც ვიწერდი და შემეფეთა 666 :D

კი, eee pc-ზე უნდა იმუშავოს უპრობლემოდ. ერთი PC-ებზე იქნება პრობლემა, დრაივერებთან. დღეს მეც მივატესტავ.
26-05-2009, 13:13:46 | Power_VANO

კარგია, იმედია EEE PC-ზე იმუშავებს
ცრურწმენების არ მჯერა, მაგრამ ცნობისათვის იმიჯი 666მბ-ს იწონის
26-05-2009, 12:55:47 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.