ATI Stream ტექნოლოგია ვიდეო კოდირების დროს ორჯერ ამცირებს!
უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც AMD-ს გრაფიკული ქვედანაყოფი ATI თავისი Stream GPGPU ტექნოლოგიის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე მუშაობს. იმის გამო, რომ ATI AMD-ს შემადგენლობაში შედის, Stream-ი მუშაობს არა მხოლოდ GPU-ს რესურსების გამოყენებით. იგი აქტიურად იყენებს CPU-საც, როცა ამას საჭიროება მოითხოვს. მაგ, ვიდეო დაფების გამოთვლითი სიმძლავრე უკვე აქტიურად გამოიყენება ისეთ საქმიანობაში, როგორიცაა ფინანსური ანალიზი და პროტეინების მოდელირება.

თუმცა, ნელ-ნელა GPU-ს რესურსების გამოყენება უფრო პრაქტიკული საქმიანობისთვისაც დაიწო. როგორც ATI-ს, ასევე NVIDIA-ს გრაფიკული ადაპტერების გამოყენებით ამჟამად უკვე შესაძლებელია ვიდეო ფაილების კონვერტაცია. თუმცა, ორივე მწარმოებლისთვის განსხვავებული პროგრამული უზრუნველყოფაა საჭირო. NVIDIA-ს CUDA ტექნოლოგიას მხარს Badaboom-ის ვიდეო კონვერტორი უჭერს. რაც შეეხება ATI Stream-ს, თავიდან კომპანიამ საკუთარი კონვერტორი გამოუშვა სახელით ATI Video Converter, შემდეგ კი ATI Stream დაინერგა ისეთი მწარმოებლის პროგრამულ უზრუნველყოფაში, როგორიცაა CyberLink-ი. კერძოდ კი, აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია CyberLink MediaShow Espresso-სა (კონვერტაცია) და PowerDirector 7-ში (ვიდეო რედაქტირება).
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

ATI-ს შიდა ტესტების მიხედვით, ვიდეოების კონვერტაცია საშუალო დონის ვიდეო დაფის დახმარებით მინიმუმ ორჯერ უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მიახლოებით იმავე კლასის პროცესორზე. ATI Stream-ის სკალირება შესაძლებელია როგორც მაღალი სიმძლავრის ვიდეო დაფებზე, ასევე CrossFire კონფიგურაციაში, რაც ძალიან დიდ გამოთვლით სიმძლავრეს მოგვცემს.

ამჯამად UVD2 Fast Decode-სა და GPU Scaling-ის მხარდაჭერა დამატებულია Catalyst 9.5-ში, 8.612.3 RC2 ჰოტფიქსით. სრულყოფილი მხარდაჭერა კი ჩაიდება Catalyst 9.6-ში.
ბეჭდვითი ვერსია | 29-05-2009, 16:22:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
რა საცოდავი ჩანს არა nVIDIA და CUDA?
იდეაში ამის დაწერა მინდოდა..... იმ სკრიპტის მკვდარი და ცოცხალი LINE BREAKER და SPACE რო არ ესმის