მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Microsoft Windows Vista SP2, Server 2008 SP2 როგორც იქნა, ხელმისაწვდომია!
Microsoft Windows Vista SP2, Server 2008 SP2 როგორც იქნა, ხელმისაწვდომია!

Microsoft Windows Vista-მ ოფიციალურად შეაბიჯა თავის SP2-ის ხანაში. წინა თვეებში იტესტებოდა Service Pack 2-ის ბეტა და Release Candidate ვერსიები, შემდეგ მივიღეთ RTM და ფინალური ვერსიებიც. SP2-ში საკმაოდ ბევრი ბაგია გასწორებული. ასევე ინტეგრირებული ახალი ტექნოლოგიები, მათ შორის აღსანიშნავია Bluetooth v2.1-სა და Blu-ray დისკების ჩაწერის შესაძლებლობა.

Vista-სთან ერთად გამოვიდა Server 2008 SP2-იც. ორივე ინსტალერი გაერთიანებულია და მომხმარებლების მათი ჩამოტვირთვა შეუძლიათ Microsoft-ის საიტიდან:

32 ბიტიანი ვერსია და 64 ბიტიანი ვერსია.

თუმცა, ზოგიერთი მომხმარებელი, რომელიც Vista-ს საინსტალაციო პაკეტის რედაქტირებისთვის პროგრამა vLite-ს იყენებდა, შესაძლოა, გარკვეულ პრობლემებს წააწყდეს. კერძოდ, vLite-ს შესაძლოა ამოცლილი ჰქონდეს თქვენი სისტემიდან SP2-ის ინსტალაციისთვის საჭირო კომპონენტები. პრობლემის გადაჭრისთვის, Microsoft-მა საიტზე შესაბამისი ინსტრუქციაც დადო.

რაც შეეხება განახლებების Windows Update-ში გამოჩენის თარიღს, ეს დაახლოებით ერთ კვირაში მოხდება. მანამდე კი შეგიძლიათ გადმოქაჩოთ ახალი პაკეტი და თქვენს ოპ. სისტემას ახალი სული შთაბეროთ.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 30-05-2009, 19:11:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


გამოხმაურება

მე როგორც მახსოვს XP sp3 რომ გამოვიდა მაგ პაკის დაინსტალირებას რაღაც პრობლემები მოჰყვებოდა და ალბათ ამასთანაც არ იქნება ყველაფერი სუფთად ალბათ აჯობებს ახალი სისტემა დააყენოთ და არა განაახლოთ
31-05-2009, 06:39:10 | fashisti

უკვე გამოჩნდა Windows Update-ში 3 დღეა და დავაყენე კიდევაც!
30-05-2009, 23:45:24 | dato309

ჩემ სისტემაში ერთი-ორი ფაილი მაქვს ამოცლილი (აქტივაციის გვერდით ასავლელად) და დაყენდება ნეტავ? არც მიცდია :D
თან 6 თვეა თითქმის უკვე რაც არ გადამიყენებია და უკვე ვგრძნობ წარმადობის შემცირებას და sp2-ის დაყენება რას უზამს?
ჯობია ჩაინტეგრებულ ვერსიას დაველოდო და ისე დავაყენო...
30-05-2009, 21:43:57 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.