მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Sony Ericsson Satio
Sony Ericsson Satio

კორპორაცია Sony Ericsson-მა ლონდონში მიმდინარე კონფერენციაზე საზოგადოებას ახალი მობილური ტელეფონი - Satio წარუდგინა და განაცხადა, რომ იგი ყოფილი Idou-ა, რომელიც თებერვალში იქნა ანონსირებული. როგორც მიხვდით, მხოლოდ სახელი შეიცვალა. Satio სათავეში ჩაუდგება Entertainment Unlimited მოდელების ხაზს და ბაზარზე ოქტომბერში გამოვა, სამფეროვანი შესრულებით.

თაჩფონი აღჭურვილია 3.5 დუიმიანი ეკრანით, რომლის შეფარდებაც 16:9-სთანაა, გარჩევადობა კი 640 х 360 წერტილს შეადგენს. 12.1 მეგაპიქსელიან კამერას აქვს ქსენონის განათების, სახის ამომცნობის, თაჩ-ფოკუსისა და ღიმილის "დამჭერის" მხარდაჭერა. რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, იგი ბაზირებული იქნება Symbian Foundation-ზე.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



Satio ორ ვერსიაში გამოვა, ერთი ამერიკისთვის იქნება განკუთვნილი, მეორე კი ევროპისა და აზიისთვის. სხვაობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ მხარდაჭერილ ქსელებში იქნება. ორივე ვერსიას მოყვება 8 გბ-იანი microSD მეხსიერების ბარათი.

ესეც Sony Ericsson Satio-ს ტექნიკური მახასიათებლები:

  • GSM/GPRS/EDGE (850/900/1800/1900 მჰც), WCDMA/HSDPA (850/1900/2100 მჰც);
  • Symbian S60 5th Edition;
  • 3,5-დუიმიანი თაჩსკრინი, 640 х 360 წერტილი;
  • 12,1-მპ კამერა, ქსენონის განათება, თაჩ ფოკუსი, სახის ამომცნობი, ღიმილის "დამჭერი", გეოტეგინგი;
  • 128 მბ შიდა მეხსიერება, 8 გბ microSD;
  • Wi-Fi;
  • Bluetooth, A2DP;
  • FM-რადიო RDS-ის მხარდაჭერით;
  • A-GPS;
  • ზომები: 112 х 55 x 13,3 მმ;
  • წონა: 126 გრამი.


  • ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 31-05-2009, 17:53:00 | Power_VANO
       
    თემატური სიახლეები

    სტატიის შეფასება
    ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

    შეფასება: 1
    შეფასება: 1


    გამოხმაურება

    ოფოფები ააფრინეს აიიი :D
    31-05-2009, 23:59:10 |

    ძირს XPERIA
    31-05-2009, 22:45:43 | domen

    12,1-მპ კამერა, ქსენონის განათება, თაჩ ფოკუსი, სახის ამომცნობი, ღიმილის "დამჭერი", გეოტეგინგი;

    აეე რა გეიგო ჩემმა ყურებმა 12,1 მეგა პიქსელი აქ ამ ტელეფონს ტოო ჩემ ციფრულზე თითქმის ორჯერ უფრო დიდი აუ რა მაგარია.


    რა ეღირება ნეტა დაახლოებით ? :-)
    31-05-2009, 21:30:58 | classical

    კომენტარის დატოვება
    თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.