Sony Ericsson Satio
კორპორაცია Sony Ericsson-მა ლონდონში მიმდინარე კონფერენციაზე საზოგადოებას ახალი მობილური ტელეფონი - Satio წარუდგინა და განაცხადა, რომ იგი ყოფილი Idou-ა, რომელიც თებერვალში იქნა ანონსირებული. როგორც მიხვდით, მხოლოდ სახელი შეიცვალა. Satio სათავეში ჩაუდგება Entertainment Unlimited მოდელების ხაზს და ბაზარზე ოქტომბერში გამოვა, სამფეროვანი შესრულებით. თაჩფონი აღჭურვილია 3.5 დუიმიანი ეკრანით, რომლის შეფარდებაც 16:9-სთანაა, გარჩევადობა კი 640 х 360 წერტილს შეადგენს. 12.1 მეგაპიქსელიან კამერას აქვს ქსენონის განათების, სახის ამომცნობის, თაჩ-ფოკუსისა და ღიმილის "დამჭერის" მხარდაჭერა. რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, იგი ბაზირებული იქნება Symbian Foundation-ზე. დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს. Satio ორ ვერსიაში გამოვა, ერთი ამერიკისთვის იქნება განკუთვნილი, მეორე კი ევროპისა და აზიისთვის. სხვაობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ მხარდაჭერილ ქსელებში იქნება. ორივე ვერსიას მოყვება 8 გბ-იანი microSD მეხსიერების ბარათი. ესეც Sony Ericsson Satio-ს ტექნიკური მახასიათებლები: ბეჭდვითი ვერსია | 31-05-2009, 17:53:00 | Power_VANO |
|
ოფოფები ააფრინეს აიიი :D