მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Skype v4.1 Beta
Skype v4.1 Beta

გამოვიდა Skype-ის ახალი, 4.1 ვერსიის ბეტა, რომელიც იმდენად საიტერესო განახლებას გვთავაზობს, რომ მისი ყურადღების გარეშე დატოვება არ შეიძლება. ამ ვერსიიდან სკაიპს შეუძლია მოსაუბრესთან თქვენი ეკრანის გაზიარება (Screen Sharing), იგივე ფუნქცია, რომელიც ამდენხანს მხოლოდ Remote Desktop კატეგორიის სოფტში (Radmin, TeamViewer) იყო მისაწვდომი.



Skype v4.1 Beta Screenshot

მეთოდი მარტივია: სკაიპ კონტაქტებში ირჩევთ ერთ-ერთს, რომელიც ასევე v4.1 Beta-ს იყენებს > მარჯვენა კლიკი ამ კონტაქტზე > კონტექსტური მენიუდან ირჩევთ Share Your Screen > ირჩევთ სრული ეკრანის ან მისი ნაწილის გაშეარებას. ამის შემდეგ სკაიპი ურეკავს ამ კონტაქტს ვიდეო ზარით და ვებკამერის გამოსახულების ნაცვლად თქვენი ეკრანის მიმდინარე გამოსახულებას აჩვენებს.

აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდით შეუძლებელია მოსაუბრის კომპის კონტროლი, მხოლოდ დაკვირვებაა შესაძლებელი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს შესაძლებლობა უკვე კარგა ხანია მისაწვდომია სკაიპის Mac-ური ვარიანტის (v2.8) Beta-ში.

სხვა ახალი ფუნქციები მოიცავენ დაბადების დღის შემხსენებელს (Birthday Notifications), კონტაქტების იმპორტირება სხვადასხვა სერვისიდან (Gmail, Yahoo!, Hotmail, MSN, LinkedIn, Mail.ru და ა.შ.) და მოსაუბრისთვის კონტაქტების გაგზავნის ფუნქციას (პრინციპში ეს ფუნქცია დაბრუნდა, წინა ვერსიიდან ის რატომღაც ამოიღეს).

Skype v4.1 Beta-ს ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქიდან, ოფიციალური ანონსი კი აქ შეგიძლიათ იხილოთ.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-06-2009, 11:16:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

სკაიპის ყოველ ვერსიას სიამოვნებით ვიყენებ ხოლმე . გამისწორდა ეს ფუნქციაც თუ ექნება. ეხლავე დავაყენებ
01-07-2009, 19:57:11 | Gioma

აბა მეც ვნახო როგორია. თუმცა ვიცი რო კაი იქნება რადგან ამ საიტზე ცუდი არაფერი არ მინახია.
07-06-2009, 01:52:35 | giorgi22

დესკტოპის გაზიარების ფუნქცია 3.6 შიც იყო Extra უნდა და ეგაა
02-06-2009, 23:51:07 | classical

აი მესმის სიახლე. : )
შთამბეჭდავია, მაგრამ ფინალურს დაველოდები
01-06-2009, 20:19:29 | Plastic-6

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.