COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Windows 7 Starter-ს სამი პროგრამის შეზღუდვა აღარ ექნება!

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2088


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows 7 Starter-ს სამი პროგრამის შეზღუდვა აღარ ექნება!
Windows 7 Starter-ს სამი პროგრამის შეზღუდვა აღარ ექნება!

როგორც ვიტყობინებოდით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ MS Windows 7 Starter-იდან სამპროგრამიანი შეზღუდვის ამოღებას გეგმავდა, სულ ცოტა ხნის წინ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა Windows Team Blog-ზე. დეველოპერებმა გამოაქვეყნეს პოსტი, რომელშიც სიტყვა-სიტყვითაა აღწერილი, რომელი შესაძლებლობები ამოაკლდება Windows 7 Starter-ს. ესენია:



  • ეფექტი Aero Glass, ანუ Starter-ის მომხმარებლებს მოუწევთ Windows Basic ან სხვა გაუმჭვირვალე თემების გამოყენება;
  • ნაკლები პერსონალიზაცია - Starter-ში არ იქნება დეკსტოპის ფონის, ფანჯრების ფერის და ხმოვანი სიგნალების ნაკრებების ცვლა;
  • არანაირი Switch User, ერთდროულად მხოლოდ ერთი სამომხმარებლო ანგარიში (user) შეიძლება იყოს ჩართული;
  • მრავალი მონიტორის მხარდაჭერა;
  • DVD დისკების დაკვრის შესაძლებლობა Media Player-ში (თუმცა ეს მოგვარებადია სხვა პლეერების გამოყენებით);
  • Windows Media Center;
  • Remote Media Streaming;
  • დომეინის მხარდაჭერა;
  • XP Mode;

როგორც ხედავთ, ამ სიაში სამპროგრამიანი შეზღუდვა არ ფიგურირებს. MS-მა გადადგა სწორი ნაბიჯი Netbook-ების ბაზრის ათვისების საქმეში, ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობების უქონლობა ბევრს ვერ დაამწუხრებს, ზომიერი საფასურის სანაცვლოდ კი ბევრი არ იტყვის უარს ნაცნობ გარემოში მუშაობაზე.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-06-2009, 14:29:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.