COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Microsoft Bing

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2089


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Microsoft Bing
Microsoft Bing

კარგი საძიებო სისტემა დღეს ყველაფერია, ამას Google თვალნათლივ აჩვენებს. მისი თითქმის ყველა დანარჩენი პროდუქტი რაღაც დოზით ეყრდობა შესანიშნავ საძიებო ძრავს და უზარმაზარ მონაცემთა ბაზას, ბევრი პროდუქტი კი მის გარეშე უბრალოდ არც იარსებებდა. ეს არც Microsoft-ს გამორჩენია, მაგრამ მისი საძიებო სისტემა Live Search საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა Google-ის იმავე სერვისთან შედარებით - თუ შარშანდელი მონაცემებით Google საძიებო ბაზრის 81%-ს ფლობდა, Live Search მხოლოდ 2.5%-ის დაკავებას ახერხებდა. რაღა თქმა უნდა, ეს MS-ს არ აწყობს და ბოლო დროს ამ მიმართულებით სულ უფრო და უფრო აქტიურად მუშაობდა, ისმოდა ხმები რებრენდინგის (ამბობდნენ, რომ საძიებო სისტემის სახელი Kumo-ზე შეიცვლებოდა) და ძრავის განახლების თაობაზე და ცოტა ხნის წინ ყველაფერი დადასტურდა, MS მართლაც მუშაობდა ახალ საძიებო სისტემაზე, სახელად Bing, დაიდო მისი დემო ვიდეოკლიპები და სატესტო გაშვების დღედ ოთხშაბათი, 3 ივნისი დაითქვა, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზის სახით (რითაც MS ამ ბოლო დროს ნამდვილად გვანებივრებს) Bing დღეს, ადრე დილით გაეშვა.



Bing-ის დემო ვიდეოკლიპი

პირველ რიგში, ინტერფეისი აშკარად გაუმჯობესებულია. ყოველ გვერდს აქვს მარცხენა პანელი, რომელშიც გამოისახება ბმულები, რომლებიც (სისტემის აზრით) უნდა დაგეხმარონ უკეთ ძიებაში და თქვენი ძების ისტორია უკანასკნელი ხუთი საძიებო ფრაზის სახით (თუმცა მისი გამორთვა შეიძლება). შედეგებზე თაგვის გადატარებისას შედეგს უჩნდება პატარა ფანჯარა, რომელშიც გამოტანილია გვერდის შიგთავსის ნაწილი და დამატებით საინტერესო ბმულები იმავე საიტიდან.

Compinfo @ Bing

როგორც ჩანს, MS ამჯერად თავით აკეთებს საქმეს - Bing ცდილობს დაიკავოს ნიშები, რომლებიც დღევანდელ საძიებო სისტემებს (ანუ Google-ს) გამორჩათ. მაგალითად, Bing Travel-ს შეუძლია აგირჩიოთ ფრენის ყველაზე იაფი მარშრუტი მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორემდე ჩასვლა-ჩამოსვლის თარიღების და კლასის (ეკონომი, ბიზნესი და პირველი კლასი) გათვალისწინებით, თუნდაც ეს მარშრუტი თვითმფრინავების გამოცვლას(!) ითვალისწინებდეს. სერვისს ასევე შეუძლია სასტუმროების შემოთავაზებაც იმ ქალაქში, რომელში ჩასვლასაც აპირებთ. ასევე არსებობს Bing Shopping, რომელიც ნებისმიერი (ყოველ შემთხვევაში, MS ასე ირწმუნება, თუმცა რეალობა განსხვავებულია) პროდუქტისთვის მოგიძებნით საუკეთესო ფასებს, შედარების ცხრილებს, განხილვებს, შემკეთებელი კომპანიების მისამართებს და ა.შ.

Bing Travel - Tbilisi to Bodrum

Bing Shopping

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირდაპირ Bing.com-იდან ეს სიამოვნება მისაწვდომი არ არის, Bing Travel-სთვის სპეციალურად უნდა შეხვიდეთ Bing.com/travel-ზე, Shopping-ისთვის კი Bing.com/shopping-ზე (ან უბრალოდ მიჰყევით ზემოთ მოცემულ ბმულებს).

საერთო ჯამში, პროდუქტი საკმაოდ კარგია და თუ MS ჯერჯერობით Google-ს მთლიანობაში ვერ აჯობებს, წვრილ-წვრილ (მაგრამ არც ისე პატარა) მიმართულებებში მაინც გაუწევს კონკურენციას და ორივე ერთად კიდევ უფრო განავითარებენ საძიებო სისტემებს. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ MS-მა $80-100 მილიონიანი სარეკლამო კამპანია დაგეგმა Bing-ის (მეტოქეებთის ფონზე) უპირატესობების გამოსაკვეთად (მის რეკლამებს ინტერნეტში, სატელევიზიო არხებზე, რადიოში და გაზეთებშიც კი შეიძლება შეხვდეთ!), ბრძოლა მხოლოდ იწყება.

დეტალებისთვის გირჩევთ ეწვიოთ საინფორმაციო საიტს Dicsover Bing შესაძლებლობების სრული ნუსხის გასაცნობად.

P.S. როგორც ჩანს, Live Search-ისგან არც ისე ტკბილი მოგონებების მეტი არაფერი დარჩება - Live.com უბოდიშოდ მისამართდება Bing.com-ზე.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-06-2009, 22:36:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

Shako ვაა ეხლა დავაკვირდი მაგარია
03-06-2009, 15:49:49 | NetDevil

ვაი, თქვენ შეამჩნიეთ? სურათების ძებნის დროს 1 გვერდი გამოაქვს და ძირი არ უჩანს!!! ჩადიხარ - ლიფტი წვრილდება და წვრილდება
სიტყვა Rabbids შედეგი ბინგში

+1 ბინგის სასარგებლოდ!
03-06-2009, 15:13:29 | Shako

მეტი info ჩვენ მეტი ფული ბილი ბიძიას...
მაგრამ ჯერჯერობით არამგონია გაუწიოს დიდი კონკურენცია Googe-ს
02-06-2009, 22:32:45 | gio_88

ვაა მაგარი რაღაცაა
02-06-2009, 18:34:35 | NetDevil

ესეც ესე, ახალი default სერჩ პროვაიდერი მაქვს IE-ში
01-06-2009, 23:41:28 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.