Windows 7 22 ოქტომბერს გამოვა
Acer-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია Windows 7-ის 23 ოქტომბერს გამოსვლის შესახებ "თითქმის მართალი" აღმოჩნდა, Wall Streent Journal-მა გამოაქვეყნა MS-ისგან აღებული ინტერვიუს ნაწილი, რომელშიც ნათქვამია, რომ 22 ოქტომბრისთვის შესაძლებელი იქნება როგორც Windows 7-ით აღჭურვილი ბრენდ კომპების, ასევე ოპერაციული სისტემის ცალკე საინსტალაციო დისკის სახით შეძენა. არსებობს ინფორმაცია RTM თარიღზეც, სავარაუდოდ, ოპერაციული სისტემა პარტნიორებს ზაფულში, ივლისის შუა რიცხვებში უნდა მიეწოდოთ. როგორც წინა სიახლეში ვიტყობინებოდით, სისტემა დაახლოებით "დასვენების სეზონისთვის" უნდა გამოსულიყო და ახალი თარიღი, 22 ოქტომბერი თითქმის ორი თვით გვაახლოებს სისტემის გამოსვლასთან (კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - MS-ის ახალ ხელმძღვანელობას ნამდვილად კარგი კურსი აქვს არჩეული, Win7-ის ყველა რელიზი მოსალოდნელზე ადრე გამოვიდა, რაც ნამდვილად სასიამოვნოა). თუმცა ჯერჯერობით ისევ არაფერია ცნობილი ფასთა სქემაზე. ბეჭდვითი ვერსია | 03-06-2009, 09:33:00 | domen |
|
windows 7 beta 7100 ვერსიას პრობლემები აქვს არ გირჩევთ მის დაყენებას უკვე სამ სხვადასხვა სახის კომპიუტერზე გამოვცადე და კაპიკათ არ ვარგა თან ბევრი ფუნქციები აქვს დაკარგული. ჩემი აზრით windows 7 beta 7000 ეს ვერსია უფრო ჯობია