მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Project Natal
Project Natal

ალბათ გაგიგონიათ Wii-ს შესახებ, მისი პოპულარობა მთლიანად განპირობებულია იმით, რომ გააჩნია რამდენადმე "ბუნებრივი" კონტროლერი, მაგალითად, შეიძლება ჯოისტიკის აქეთ-იქით ქნევა ან გვერდზე გადახრა და კონსოლი ამ  ყველაფერს გაიგებს! ეს დიდ შესაძლებლობებს იძლევა თამაშისას, მაგალითად, შეიძლება ჯედაის როლი მოირგოთ და თქვენი ვირტუალური ხმალი მთლიანად გაიმეორებს ჯოისტიკის მოძრაობას ან კიდევ ბეისბოლის მატჩი ითამაშოთ ისევ ბუნებრივი მოძრაობით - ჯოისტიკი ამჯერად ბეისბოლის კეტის როლს შეასრულებს. მაგრამ მიუხედავად მთელი ეფექტისა, Wii-ს მხოლოდ თქვენი ხელის მოძრაობის დაჭერა შეუძლია (ამ დროს ჯოისტიკი ხელში უნდა გეჭიროთ), სხეულის სხვა ნაწილების გაკონტროლება მას არ შეუძლია.

ის, რაც ახლა უნდა ნახოთ, Wii-ს მოძველებულ და უსარგებლო ნივთად მოგაჩვენებთ! გაიცანით Natal, XBOX-ის დამატება, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ითამაშოთ ყველანაირი კონტროლერის გარეშე, მხოლოდ საკუთარი სხეულის, ხმის და ჟესტების დახმარებით!



სადემონსტრაციო კლიპში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ თამაშობს მთელი ოჯახი ფორმულა 1-ის ჩემპიონატს (გოგო ატარებს მანქანას, მამა პიტ-სტოპებზე საბურავებს ცვლის, დანარჩენები გულშემატკივრობენ :-)), როგორ ებრძვის ბიჭი ვირტუალურ კარატისტს, როგორ თამაშობს ორი ოჯახი თამაშს "რვანი" (ჰმ, იმათაც ჰქონიათ) ერთმანეთის წინააღმდეგ და როგორ თამაშობს დედა-შვილი პენალტების სერიას ერთი დამრტყმელის, მეორე კი მეკარის როლში და ეს ყველაფერი ჯოისტიკის გარეშე!

Natal-ს სახის ამოცნობაც შეუძლია. ზუსტად ესაა ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა - იმისთვის, რომ თქვენს XBOX პროფილში შეხვიდეთ, მხოლოდ Natal-ის სენსორის (შავი გრძელი ყუთი სურათზე) წინ დადგომაა საჭირო. მოწყობილობა ავტომატურად ამოიცნობს თქვენს სახეს და ავტორიზაციას გაგატარებთ სისტემაში.

Natal

ჯერჯერობით უცნობია Natal-ის გაშვების თარიღი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Project Natal-ის გვერდს XBOX-ის საიტზე.

P.S. და თუ მაინც ვერ წარმოგიდგენიათ ბოლომდე, რისი გაკეთება შეიძლება Natal-ის დახმარებით, იხილეთ მაილო (Milo), ვირტუალური ბიჭუნა:



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 03-06-2009, 14:28:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

ეს რა იყო ტო
24-07-2009, 21:09:18 | pinturichio

როგორც ახალი ტექნოლოგია ძალიან კარგი და საინტერესო გამოგონებაა!!!
24-06-2009, 13:19:46 | alecoder

აწი მატრიცის დონის ვირტუალურ რეალობას შემოგვთავაზებენ
04-06-2009, 14:23:04 | Gio_kiborg

დიდი არაფერი

...მარა მაინც ვერ გავიგე ჩაკნორისი რამდენ აზიდვას აკეთებს

03-06-2009, 15:38:58 | NetDevil

დიიდუ! ეს რა გამაოგნებელია, ნახე რააა
03-06-2009, 14:55:53 | Shako

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.