მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Opera 10 Beta 1
Opera 10 Beta 1 სულ ორი დღის წინ გაცნობეთ Opera-ს ახალი ალფა ბილდის შესახებ, რომელშიც Opera Software-მა ახალი გარსი შემოგვთავაზა, დღეს კი უკვე Opera 10 Beta 1 გამოჩნდა და მოიტანა კიდევ რამდენიმე განახლება, ნამდვილად ინოვაციური, მაგრამ გამოყენების მხრივ საკმაოდ საკამათო.

პირველი, როგორც იქნა, Speed Dial ფანჯარაში გაჩნდა ღილაკი Configure Speed Dial, რომელიც საშუალებას იძლევა, Speed Dial-ების რაოდენობა .ini ფაილების ჩიჩქნის გარეშე შევცვალოთ (თუმცა თქვენს გემოზე ვერ დააყენებთ, წინასწარ განსაზღვრული სიიდან მოგიწევთ არჩევა) და Speed Dial-ს ნებისმიერი ფონი (background) ავაკრათ.



Configure Opera Speed Dial

მეორე და მთავარი შესაძლებლობა - "ვიზუალური ტაბები", ანუ ყოველი ტაბი აჩვენებს მისი შესაბამისი ვებ-გვერდის thumbnail-ს, დაახლოებით ისე, როგორც Speed Dial-შია.

Opera Visual Tabs Feature

თუმცა ეს სიამოვნება ძალიან ბევრი პიქსელი ჯდება და არც ისე სავარაუდოა, რომ ვინმემ აქტიურად გამოიყენოს (თუ ეს ვინმე ძალიან დიდი ეკრანის მფლობელი არაა, დაახლოებით 21-24''-ის ფარგლებში). ამაზე, ეტყობა, Opera Software-შიც იფიქრეს და ეს ახალი შესაძლებლობა ახლადდაყენებულ ბრაუზერში გამორთულია. მისი ჩართვა ძალიან მარტივად შეიძლება - წაავლეთ ხელი Address Bar-ის ზედა საზღვარს და დაბლა დასწიეთ, ძველი სტილის, მხოლოდ საიტის სათაურიანი ტაბები გაიზრდებიან და ვიზუალურ ტაბებად გადაიქცევიან. პირდაპირ ზღვრული ვარიანტებს - ძველი სტილის ტაბებს და მაქსიმალური ზომის ვიზუალურ ტაბებს შორის ცვლა შეიძლება Address Bar-ის ზედა საზღვარზე თაგვის შუა ღილაკის დაწკაპუნებით.

Opera 10 Beta 1-ის პირდაპირ ქართული სარკედან ჩამოტვირთვა შეიძლება ამ მისამართიდან (აქ შეგიძლიათ იხილოთ სარკეების ჩამონათვალი). ამ მისამართზე შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალური ანონსი (პოსტი DesktopTeam-ის ბლოგზე), აქ კი Opera 10 Beta-ს ოფიციალური ვებ-გვერდის დათვალიერება შეგიძლიათ.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 03-06-2009, 22:53:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

domen

:)))
06-06-2009, 14:15:17 | Plastic-6

Plastic-6
ბოდიშს ვიხდი, გამეწელა, დიდი მასალაა და კარგი ჩაჯდომა უნდა :) ამ შაბათ-კვირისთვის მექნება, იმედია :)
05-06-2009, 22:19:52 | domen

აუცილებლად გადმოვწერ ამ დღეებში. ვინ იცის, იქნებ მომდევნო ბილდმაც მომისწროს.

დომენ, ველოდები(თ) სტატიას GooGle Wave-ზე.
05-06-2009, 19:21:54 | Plastic-6

ოოო, ბეტას გადმოვწერ უკვე....
ნეტავ 19'-იან ფართოფორმატიანზე ვიზუალური ტაბები როგორ წავა? თუმცა მე მაინც ვერ ვეგუები დიდხანს ვიზუალურ გაფორმებას
04-06-2009, 14:18:41 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.