მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Google Street View
Google Street View

თქვენც გაძალებდათ გეოგრაფიის მასწავლებელი „გონებით მოგზაურობის“ მოწყობას და მასზე თემების წერას? დაახლოებით ასეთ სტილში: „დღეს ჩვენ გონებით ვიმოგზაურეთ მდინარე რაინზე, ვნახეთ შესანიშნავი ქალაქები დიუსელდორფი, კიოლნი და სტრასბურგი“ (მონდომებულებს შეეძლოთ მეტი ჩამოეთვალათ), შემდეგ იწყებოდა ამ ქალაქების აღწერა, გადადიოდა რაინის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიების აღწერაში და ეს ბედნიერება ჩრდილოეთის ზღვაში მთავრდებოდა. ახლაც მიკვირს, რატომ ითვლებოდა ეს საქმიანობა საინტერესოდ და სახალისოდ.

სულ რამოდენიმე წლის შემდეგ კი Google Maps-ის და მისი ერთ-ერთი სერვისის, Street View-ის წყალობით უკვე შეგვიძლია აღარ ვაწვალოთ ბავშვები „გონებით მოგზაურობით“ და მათ მართლა სახალისო რამ, „ვირტუალური მოგზაურობა“ შევთავაზოთ.



იდეა შემდეგია: Google-ის კუთვნილი სპეც. მანქანები დადიან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში და იღებენ შემოგარენის სურათებს, რომლებიც შემდეგ ერთ მთლიანობად იკვრება და შესაძლებელი ხდება მათში ნავიგაცია ისე, თითქოს მართლა დააბიჯებდეთ ქუჩებში, ანუ შეგიძლიათ გაუყვეთ გზას, შემობრუნდეთ, აიხედოთ ან დაიხედოთ, მიუახლოვდეთ საინტერესო ნაწილს და ასე შემდეგ. ჩემს გეოგრაფიის მასწავლებელს ეს ნამდვილად მოეწონებოდა.

ამ საოცრებასთან წვდომა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი კომპიდან, რომელსაც აქვს ჯავასკრიპტის დამუშავების უნარის მქონდე ბრაუზერი, მისამართზე maps.google.com, აირჩიეთ სასურველი ადგილი (გაითვალისწინეთ, დიდი ქალაქების და ღირსშესანიშნაობების მეტს Google Street View-ში იშვიათად შეხვდებით), მოჰკიდეთ ზუმის შკალის თავზე მოთავსებულ ნარინჯისფერ კაცუნას თაგვი, გადაათრიეთ და დააგდეთ სასურველ ადგილზე, გააქტიურდება Street View რეჟიმი და თქვენ მოვლენების შუაგულში აღმოჩნდებით.

(იმის გარკვევა, შეიძლება თუ არა სასურველ ადგილას Street View-ის ჩართვა, ადვილია კაცუნას ფერის მიხედვით - ნარინჯისფერი ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ნაცრისფერი პირიქით)

Google Street View - Eiffel Tower

Street View-ში ორიენტირებაც არაა ძნელი, ვისაც Google Earth ერთხელ მაინც გამოუყენებია, ნაცნობ ინტერფეისს ნახავს, ვისაც არა, უცებ გაარკვევს, რომ ზედა მარცხენა კუთხეში მოთავსებული წრის ტრიალით ხდება მობრუნება სივრცეში, მის ქვემოთ მოთავსებული პლიუს-მინუს ღილაკები კი გადიდება-დაპატარავებას ემსახურება. ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებული X ღილაკით შეგეძლებათ Satellite View-ში დაბრუნება, მის გვერდით მოთავსებული ღილაკით კი Full Screen რეჟიმში გადასვლა. ქვედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებული რუკით კი სწრაფად ადგილის ცვლა შეგიძლიათ (იგივე მეთოდით - მოჰკიდეთ კაცუნას თაგვი და გადაათრიეთ სასურველ ადგილას).

გზის გასწვრივ გადაადგილება კიდევ უფრო მარტივია: მიაკლიკეთ ჰაერში გამოკიდებულ მახვილ კუთხეებს (ერთი წინ წაგიყვანთ, მეორე უკან) ან სურათზე ნებისმიერ ადგილას მიიტანეთ თაგვი, გაჩნდება ნახევრადგამჭვირვალე პატარა წრეწირი, რომლის ზომაც ადგილის სიშორესთან ერთად იცვლება და ორმაგი კლიკი პირდაპირ ამ ადგილას გადაგიყვანთ (ეს, სხვათა შორის, სულ ცხელ-ცხელი ფუნქციაა, დღეს დაემატა). შენობებსა და სხვა გზის გარეთ მდებარე ობიექტებზე თაგვის მიტანისას კვადრატს დაინახავთ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ორმაგი კლიკი უბრალოდ სურათის ამ ნაწილს გაადიდებს, სივრცეში გადაადგილება არ მოხდება.

შეამჩნევთ იმასაც, რომ ადამიანთა სახეები და მანქანის ნომრებია გაბუნდოვნებულია, ეს Google-ის პირადულობის დაცვის პოლიტიკის ნაწილია. ბევრს არ უნდა, ყველამ იცოდეს, სად იყო და რას აკეთებდა ის რომელიმე განსაზღვრულ დროს.

მოკლედ, მშვენიერი სერვისია, საინტერესო და სახალისო. წარმატებებს გისურვებთ მოგზაურობაში :-)



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 05-06-2009, 21:31:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

სანამ ხელით არ შევეხები, ვერ დავიჯერებ. ეს ხუმრობით.

ისე, რა უნდა დავამატო მეტი? just another google idea :-)
08-06-2009, 04:05:26 | Plastic-6

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.