მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows 7-ის ფასთა სქემა ცნობილია!
Windows 7-ის ფასთა სქემა ცნობილია!

როგორც ვწერდით, Win7-ის შესახებ მხოლოდ ფასთა სქემა რჩებოდა გაურკვეველი და სულ ცოტა ხნის წინ მასაც ნათელი მოეფინა. Engadget-ელებმა გამოაქვეყნეს ძალიან საინტერესო ჩანაწერის სკრინი, რომელიც დაწერილია Best Buy-ს თანამშრომლის მიერ და ეხება კომპანიის Windows 7-ის სხვადასხვა ვერსიების გაყიდვის სტრატეგიას.



Best Buy's Plan for the Windows 7 Launch

თუ ამ სურათის მიხედვით ვიმსჯელებთ, Windows 7 დაუჯერებლად დაბალ ფასებში გაიყიდება, 26 ივნისიდან Best Buy თავის მომხმარებლებს შესთავაზებ Win7-ის Vista-დან Win7-ზე განახლების (upgrade) წინასწარ ყიდვას, Home Premium ვერსიის ფასი იქნება $49.99 (იგივე განახლება XP-დან Vista-ზე $129.95 ღირდა), Professional-ის კი - $99.99 (Vista-ზე იყო $199.95). ეს კი 50-60%-იანი კლებაა.

Long Zheng-მა istartedsomething-იდან გამოთვალა Win7 Retail-ის ფასები Vista-ს განახლების და Retail ფასების მიხედვით და ამ გამოთვლებით (თუ Win7-ის განახლების და Retail ფასებს შორის იგივე პროპორცია იქნა, რაც Vista-სი) Home Premium $99.99 უნდა ღირდეს (იგივე Vista ღირდა $269.99), Professional კი - $149 (Vista - $299).

ჩანაწერში ასევე მითითებულია, რომ 26 ივნისიდან 22 ოქტომბრამდე (Win7-ის გაშვების დღე) Best Buy-ში კომპის ყიდვისას მყიდველები უფასოდ მიიღებენ ოპერაციული სისტემის კოპიას, სავარაუდოდ, Home Premium ვერსიას.

რაღა ვთქვათ - ვაჰ!



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 05-06-2009, 23:54:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

beka_sh
გვყავს ოფიციალური წარმომადგენელი (UGT) უკვე, აქვე შეგიძლია შეუკვეთო :)
11-06-2009, 16:56:21 | domen

ხო რა კარგი იქნება თუ შეკვეთას შევდზლებთ
07-06-2009, 12:10:31 | xmaltevza

ერთი რა მაინტერესებს იცით, შესაძლებელია საქართველოდან Microsoft-ში დისკის შეკვეთა? ანუ რომ ვიყიდო და აქ ჩამომივიდეს
06-06-2009, 23:57:57 | beka_sh

ხოდა შეიძლება ყიდვაზე აფიქრება....
06-06-2009, 13:04:52 | Gio_kiborg

რაღაც ზედმეტად გვახარებს microsoft-ი რაშია საქმე?
06-06-2009, 05:46:31 | fashisti

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.