ვხსნით მრავალ Skype-ს ერთდროულად
ქართულ და, ზოგადად, მსოფლიო ინტერნეტ-სივრცეში ხშირია შემთხვევა, როცა გვჭირდება მრავალი მესინჯერის ან ერთი მესინჯერის მრავალი სამომხმარებლო ანგარიშის (user accounts) ერთად ჩართვა. საბედნიეროდ, არსებობს მულტიპროტოკოლური მესინჯერები, ისეთები, როგორიცაა Pidgin, Digsby (შესულია CompinfoPack-ში) ან Meebo, მაგრამ ყველა მათგანს აქვს ერთი უსიამოვნო შეზღუდვა - ისინი მხარს არ უჭერენ Skype-ს.
მართალია, არსებობს Skype Launcher, რომლითაც შეიძლება ერთდროულად რამდენიმე Skype-ის ეგზემპლარის გაშვება, მაგრამ მისი ძველი ვერსიები, რბილად რომ ვთქვათ, კორექტულად ვერ მუშაობენ პროგრამის ახალ, მე-4 ვერსიასთან, Launcher-ის ახალი ვერსია კი ზედმეტ და ბევრისთვის რთულ კონფიგურირებას მოითხოვს. ამასობაში კი უმრავლესობამ არ იცის, რომ მე-4 ვერსიიდან Skype-ს საკუთარი ძალებით შეუძლია გაუშვას იმდენი ახალი ეგზემპლარი, რამდენსაც მოისურვებთ და ამის გაკეთება არავითარ სირთულესთან და ზედმეტ პროგრამასთან არ არის დაკავშირებული.
უბრალოდ შექმენით Skype-ის გამშვების (უმეტეს შემთხვევაში მოთავსებული იქნება მისამართზე C:/Program Files/Skype/Phone/Skype.exe ან იქ, სადაც დააინსტალირეთ) შორტკატი და Target ველში ჩაწერეთ
"C:/Program Files/Skype/Phone/Skype.exe" /secondary
და შეინახეთ ცვლილებები. შორტკატზე ყოველი ორმაგი კლიკი Skype-ის ახალი ეგზემპლარის გახსნას გამოიწვევს. წარმატებებს გისურვებთ :)
ბეჭდვითი ვერსია | 07-06-2009, 00:01:00 | domen
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
შეფასება: |
7 |
შეფასება: |
1.6 |
|
|
ძაან მაგარია გაიხარეთ