Faststone Capture
კომპ. მანიაკის ცხოვრებაში არც ისე იშვიათია მომენტი, როცა საკუთარი ეკრანის გადაღება გვჭირდება, Vista-დან მოყოლებული ამას MS-იც მიხვდა და Snipping Tool, სკრინშოტის მომხსნელი პატარა გრაფიკული პროგრამა ჩაამატა ოპერაციულ სისტემაში. მაგრამ რა უნდა ქნან XP-ზე დარჩენილებმა ან მათ, ვისაც ცოტა მეტი ფუნქციონალობა სურს?
ამ უკანასკნელთათვის მრავალი პროგრამაა შექმნილი, დაწყებული დიდი და ფასიანი Snagit-იდან, დამთავრებული პატარა და უფასო Lightscreen-ით, რომელიც მიმდინარე (მაისის) CompinfoPack-ში შედის. მაშ, რომელია მათგან საუკეთესო სიმარტივის და ფუნქციონალობის მხრივ და თან უფასო? წარმოგიდგენთ Faststone Capture-ს.
თუმცა აქ მცირე ახსნა-განმარტებაა საჭირო - Faststone Capture ახლა უკვე shareware ტიპის, ანუ ფასიან პროგრამას წარმოადგენს, მისი ბოლო უფასო ვერსია v5.3 გახლავთ, რომეილც უკვე საკმაოდ მოძველდა (მიმდინარე ვერსიაა v6.3), მაგრამ ეს ვერსია იმდენად მეტ შესაძლებლობებს შეიცავს კონკურენტებთან შედარებით, რომ გადავწყვიტეთ, ყურადღება მასზე შეგვეჩერებინა.
პროგრამის გაშვების შემდეგ ამ პატარა ფანჯარას დაინახავთ, რომელზეც მოცემულია გადაღების სხვადასხვა რეჟიმები: ეკრანის კვადრატული ნაწილის, რომელიმე ფანჯრის, აქტიური ფანჯრის, ეკრანის ნებისმიერი მოხაზულობის ნაწილის და, რაც მთავარია, სკროლიანი ფანჯრის (მაგალითად, გრძელი ვებ-გვერდების) გადაღების ფუნქცია. სხვა, შედარებით არათემატური შესაძლებლობებია ეკრანის გადიდების და ეკრანზე გამოსახული ნებისმიერი ობიექტის ფერის კოდის მოხსნის შესაძლებლობები (მისაწვდომია ბოლო ღილაკის შესაბამის მენიუში), ასევე შეიძლება პროგრამის ფანჯრისთვის გარსების (სკინების) ცვლა, სულ ოთხი გარსია მისაწვდომი. სკრინშოტის მოხსნას FSCapture ფოტოაპარატის საკეტის ჩხაკუნის მსგავსი ხმით აღნიშნავს.
რაც შეეხება გადაღების შემდგომ დამუშავებას, FSCapture-ს შეუძლია გადაღებულის ნაწილის მონიშნვა (Highlight), ისრების და ტექსტის დადება მეტი ინფორმაციულობისთვის, მართკუთხედების და წრეწირების მიხატვა საჭირო ადგილების გამოსაყოფად, watermark-ის დადება და სკრინშოტის გვერდისთვის დაგლეჯილი ქაღალდის ეფექტის მიცემა.
ესეც სადემონსტრაციო სურათი:
მოკლედ, სრულყოფილი პროგრამაა სკრინშოტების მოხსნისთვის და რაც მთავარია, აბსოლუტურად უფასოა.
გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან (სარკე საზღვარგარეთულ ჰოსტზე).
ბეჭდვითი ვერსია | 08-06-2009, 23:01:00 | domen
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
sikvdila
წაიკითხე ტექსტი? :)
თუმცა აქ მცირე ახსნა-განმარტებაა საჭირო - Faststone Capture ახლა უკვე shareware ტიპის, ანუ ფასიან პროგრამას წარმოადგენს, მისი ბოლო უფასო ვერსია v5.3 გახლავთ, რომეილც უკვე საკმაოდ მოძველდა (მიმდინარე ვერსიაა v6.3), მაგრამ ეს ვერსია იმდენად მეტ შესაძლებლობებს შეიცავს კონკურენტებთან შედარებით, რომ გადავწყვიტეთ, ყურადღება მასზე შეგვეჩერებინა.
ახალი და გატეხილი ვერსიები დაგუგლე და ნახავ, ყრია. :)