მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
BB FlashBack Express
BB FlashBack Express

წინა სიახლეში მიმოვიხილეთ Faststone Capture, სკრინშოტების მომხსნელი პროგრამა, და რადგანაც ხანდახან მხოლოდ სტატიკური სურათები საკმარისი არაა, ახლა შემოგთავაზებთ ერთ-ერთ საუკეთესო უფასო პროგრამას, რომელსაც ეკრანის ვიდეო ჩანაწერის გაკეთება შეუძლია, გაიცანით BB Flashback Express.



BB Flashback Express main page

პროგრამის Startup ფანჯარა

BB Flashback Express-ის შესაძლებლობებში შედის ეკრანის ნაწილის, მხოლოდ ერთი ფანჯრის ან მთელი ეკრანის გადაღება, სპიკერებში გამოსული და მიკროფონიდან შესული ხმის ჩაწერა (რაც მას ტუტორიალების შესანიშნავ შემქმნელად ხდის), ვებ-კამერის გამოსახულების ჩაწერა და მისი დადება ჩანაწერზე, თაგვის ისრის და კლიკის აღნიშვნა, კლავიატურიდან შეტანილი ინფორმაციის აღქმა, Vista-ს (და Windows 7-ის, შესაბამისად) Aero ეფექტების სრულად ჩაწერა, გადაღების მიმდინარეობისას დროებით ეკრანის გაფართოების შეცვლა, გრაფიკული ეფექტების გაუქმება, დესკტოპზე ხატულების გაქრობა და შპალერის უბრალო ერთფეროვანზე შეცვლა, ლიმიტის დაყენება გადაღების ხანგრძლივობაზე დროის და გადაღებულის ზომის მიხედვით, "ცხელი კლავიშების" (HotKeys) დაყენება და ა.შ.

BB Flashback Express webcam

ვებ-კამერის გამოსახულება ვიდეოკლიპზე

გადაღების შემდგომი დამუშავება პროგრამას ფაქტობრივად არ აქვს (ეს მისი ფასიანი ძმების პრეროგატივაა), პლეერი, რომელშიც იხსნება გადაღებული ვიდეო (ვიდეო ინახება სპეციალურ .fbr ფორმატში) ბუტაფორიას წარმოადგენს, მისი საშუალებით მხოლოდ ვიდეოს ექსპორტირება და ონლაინ სერვისებზე ატვირთვაა შესაძლებელი (თუ არ ჩავთვლით ერთი-ორ დამატებით აღნიშვნის არც ისე ღირს შესაძლებლობას). რაც შეეხება ამ ორს, BB Flashbac Express-ს გადაღებულის ექსპორტირება ორნაირად, avi ფორმატში და Flash როლიკად შეუძლია. სასიამოვნო შესაძლებლობაა Flash-ში ექსპორტისას პირდაპირ ვებ-გვერდში გასაბლანდი (embed :-)) ვიდეოს მოცემა, რომელსაც თავისი კონტროლერები პირდაპირ მოცემული აქვს. ორივე ფორმატში ექსპორტისთვის მისაწვდომია სრული კონფიგურაცია, ძალიან სასიამოვნო დეტალია.

BB FlashBack Express flash movie

Flash-ში ექსპორტირებული სატესტო ვიდეოკლიპი თანდართული კონტროლერით

ასევე შესაძლებელია გადაღებულის სხვადასხვა video-sharing საიტზე ატვირთვა, მხარდაჭერილია YouTube, Blip.tv, Viddler, Revver, Coggno და ნებისმიერი FTP სერვერი. გთავაზობთ სატესტო ვიდეოკლიპს, რომელიც გადაღებულია BB Flashback Express-ით და მისივე საშუალებითაა ატვირთული Youtube-ზე (ხმაური, რომელიც ვიდეოკლიპს ახლავს, არის Coldplay-ს სიმღერის, Clocks-ის დასაწყისი):

საკმარისი ითქვა, გადავიდეთ საქმეზე: პროგრამის ჩამოტვირთვა შეიძლება ოფიციალური საიტიდან (მიმდინარე ვერსიაა 2.6.1), მისი ოფიციალური გვერდის მონახულება კი აქ შეგიძლიათ.

P.S. პრაქტიკულად ერთადერთი მინუსი, რომელიც პროგრამას აქვს, ისაა, რომ საჭირო უფასო რეგისტრაციის გავლა, დაურეგისტრირებლად პროგრამა მხოლოდ 30 დღე იმუშავებს.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 09-06-2009, 21:26:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.