COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » iPhone 3G S

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2101


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
iPhone 3G S
iPhone 3G S

WWDC-მდე რამდენიმე დღით ადრე მიმომხილველ ონლაინ-ჟურნალებსა და ბლოგებზე ატეხილ აჟიოტაჟში ერთი რამ ისმოდა მკაფიოდ - Apple წარმოადგენდა ახალ iPhone-ს, ამაში თითქმის ყველა თანხმდებოდა. და ასეც მოხდა. ორშაბათს გამართულ WWDC 2009-ზე Apple-მა ერთ-ერთი მთავარი სიახლე, iPhone 3G S, იგივე iPhone 3G Speed წარმოადგინა. ეს რიგით მესამე iPhone გახლავთ.



iPhone 3G S

მაგრამ, იგივე ბლოგერთა და ჟურნალისტთა დიდი მოლოდინი არ გამართლდა, iPhone-მა ოდნავადაც არ შეიცვალა გარეგანი მხარე (ფერი, ზომა და ლამის წონაც კი უცვლელია), არც რკინეულობის და არც სოფტის დონეზე გარდა ერთისა - უკანა მხარეს სმარტს ემჩნევა პატარა წარწერა - 32GB (თუმცა ამაზე ქვემოთ). არანაირი OLED ეკრანი (რომელიც Zune HD-ს აქვს და რომლითაც Engadget-ის გუნდი აღფრთოვანებული დარჩა) და მეორე კამერა მესამე თაობის ზარებისა და iChat-ის ვიდეო ზარებისთვის.

დავანებოთ თავი იმედგაცრუებებს და ვნახოთ, რა მოგვიტანა ახალმა iPhone-მა:

  • პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ახალი iPhone გაიყიდება ორ, 32GB და 16GB ვარიანტში.
  • როგორც იქნა, Apple-მა მოაბა თავი ვიდეო კამერას და 3G S-ს შეუძლია ვიდეოკლიპების გადაღება (30 fps VGA ავტოფოკუსით და სინათლის ავტობალანსით) და მათი ბაზისური რედაქტირება
  • კამერის სიახლეები ამით არ შემოიფარგლება, სმარტს ახალი 3 მეგაპიქსელი გარჩევადობის მქონე კამერა აქვს, აღჭურვილი ავტოფოკუსით და სინათლის ავტობალანსით. ძალიან კარგადაა განხორციელებული ხელით ფოკუსირება - უბრალოდ დააჭირეთ თითი კამერიდან მიღებულ გამოსახულებას და კამერა იმ ადგილას გააკეთებს ფოკუსირებას (მაკრო რეჟიმი ავტომატურად ირთვება ახლოს მდებარე საგნებზე ფოკუსირებისას)
  • შესაძლებელია გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალის გეოტეგირება და კამერის ფუნქციონალობა ნებისმიერი პროგრამისთვისაა მისაწვდომი, რაც ახალ ჰორიზონტებს ხსნის iPhone-ის პროგრამებისთვის
  • როგორც იქნა, iPhone-ს აქვს Voice Dialing-ის მხარდაჭერა. შესაძლებელია ხმით დარეკვა რომელიმე კონტაქტთან ან დასარეკი ნომრის ხმით, ციფრ-ციფრ კარნახი, ასევე შესაძლებელია iPod-ის ხმით მართვა
  • S ნიშნავს Speed-ს, Speed კი მოწყობილობას ეწოდა მისი გაუმჯობესებული მახასიათებლების გამო: iPhone-ს ახლა  7.2 Mbps 3G სტანდარტის მხარდაჭერა აქვს, რამაც თეორიულად და პრაქტიკულად 3G ქსელებში უფრო მეტი სიჩქარე უნდა მოგცეთ
  • ეკრანმა მიიღო ახალი მტვრისგან დამცავი შრე, საინტერესოა, პრაქტიკულად რამდენად მოსახერხებელი იქნება ეს
  • ძალიან საინტერესო სიახლე - მაგნეტომეტრი, რომელიც საშუალებას იძლევა, ტელეფონი კომპასად გამოვიყენოთ (იხ. სურათი), ასევე საშუალებას იძლევა Google Maps-ში მდებარეობასთან ერთად ზუსტად დადგინდეს თქვენი მიმართულება, მოსახერხებელია.
  • ძლიერი ბატარეა! Apple-ის მიხედვით, ბატარეა საკმარისი იქნება ან 12 საათი ლაპარაკისთვის 2G ქსელებში, ან 5 საათისთვის 3G-ში, ან 9 საათი სერფინგისთვის Wi-Fi ქსელებში ან 300 საათი უქმად ყოფნისთვის
  • iPhone-ის რკინეულობამაც მიიღო დაუზუსტებელი სახის განახლება, რომელიც საშუალებას აძლევს 3G S-ს, გახსნას, დახუროს ან გადაერთოს პროგრამებს შორის პრაქტიკულად შეფერხების გარეშე, Safari კი ამ განახლების წყალობით გვერდებს 2.1-ჯერ უფრო სწრაფად არენდერებს.

დანარჩენი ყველა სიახლე პროგრამული ხასიათისაა და განხილულია ჩვენს წინა სიახლეში iPhone OS 3.0-თან დაკავშირებით.

iPhone 3G S გაიყიდება 19 ივნისიდან, რაც შეეხება ფასს ის შემდეგი იქნება: $199 16GB მოდელისათვის და  $299 32GB-სთვის (მყიდველებს AT&T-სთან ორწლიანი ხელშეკრულების დადება მოუწევთ), ოღონდ ეს ახალი მომხმარებლებისთვის, ძველებისთვის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფასი უფრო მაღალი, ბევრად უფრო მაღალი იქნება! $599 16GB-სთვის და $699 32GB-სთვის და პლიუს განახლების $18. ძალიან უცნაურია, სასაცილომდე უცნაური. თუმცა სასაცილოდ ნამდვილად არ აქვთ საქმე მათ, ვინც იყიდა iPhone 3G და ახლა განახლება სურს, ასეთი კი 400,000 ადამიანია! ჩავთვალოთ ისიც, რომ iPhone 3G-ების ფასი $99-მდე დაეცა და ეს ხალხი თვის ძველ ტელეფონებსაც ვერ მოიშორებს ხელსაყრელ ფასად. Apple-ს ნამდვილად მოუწევს ამ საკითხზე ხელმეორედ დაფიქრება.

ბოლოს გთავაზობთ iPhone 3G S-ის ოფიციალურ ვიდეო მიმოხილვას:



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 10-06-2009, 18:19:00 | domen
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

Delphi
ეგ მართლა $200 კი არაა, AT&T-სთან ორწლიანი კონტრაქტიც უნდა გააფორმო თან, ფასის მთავარი ნაწილი მანდ მიდის. თქვა უკვე Gio_kiborg-მა
12-06-2009, 15:38:52 | domen

200$ ზუსტადაც რომ თვალის მოსატყუებლადაა თორე რეალურად არა მგონია ეგრე ცოტა ჯდებოდეს თითოს აწყობა, რაც შეეხება HARD-ს მე პირადად სუ რო ფულში ვბანაობზე iPhone-ს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყიდი საკაიფო GPU თუ დაუყენეს, მაგალითად ION ან 9400Mi
12-06-2009, 13:59:44 | Delphi

არა რა ცარიელი მარიაჟიე ეგ ტელეფონი, არადა როგორ მომწონდა...
გერმანიაში რომ გამოვიდა გასაყიდად იქ ვიყავი კაკრაზ, შევედი T-mobile-ს მაღაზიაში და ბოდიშიო. 2 წლიანი კონტრაქტი უნდა თან 50ევროიანი თვეშიო
11-06-2009, 13:35:41 | Gio_kiborg

მემგონი ჩვოულებრივი ტელეფონები ჯობია 7 მეგაპიქსელით და უფრო მაღლა ვიდრე აიფონი 3 მეგაპიქსელით ნუ გემოვნებაზე არდაობენ თუმცა ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ფოტო და ვიდეო კამერას აქვს
11-06-2009, 04:16:43 | fashisti

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.