COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » თემების შექმნა, შენახვა და გაცვლა Windows 7-ში

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2102


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
თემების შექმნა, შენახვა და გაცვლა Windows 7-ში
თემების შექმნა, შენახვა და გაცვლა Windows 7-ში

Windows XP დიდ შესაძლებლობებს არ იძლევა სისტემის გარეგნობის ცვლილების მხრივ, სასურველი თემის (იგულისხმება დესკტოპის ფონი, ფანჯრების ფერი, სკრინსეივერი, სისტემის ხმები და ა.შ.) სრულად დაყენება კი იმდენად მოუხერხებელი და მომაბეზრებელი საქმეა, რომ ძალიან ბევრი არაფრის შეცვლასაც კი არ ცდილობს (კიდევ უფრო მეტმა უბრალოდ არ იცის, რომ შეცვლა შეიძლება). Windows 7-ში ამ მიმართულებასაც მიხედეს და არც ისე ახალი მიდგომის, თემების გამოყენებით შეიძლება ერთი წკაპით შევუცვალოთ სისტემას გარეგნობა და ხმიანობა.



Personalization

 

ჯერ ვთქვათ, რა შესაძლებლობებს იძლევა თემები: თქვენ შეგიძლიათ ერთად შეკრათ ის დესკტოპის ფონები, სკრინსეივერები, სისტემის ხმები და ფანჯრის ფერები, რომლებიც უხდებიან ერთმანეთს, შეკრათ ერთად, ერთ პაკეტში და იმის მაგივრად, რომ ყოველ ჯერზე 15-20 წუთი ხარჯოთ მათ ცალ-ცალკე შესაცვლელად, შეცვალოთ ყველაფერი ერთდროულად, მხოლოდ ერთი წკაპით. კიდევ უკეთესი - თქვენი ეს ნამუშევარი შეგიძლიათ ნაცნობ-მეგობრებს გაუგზავნოთ ან მიიღოთ მათგან მათი შექმნილი პაკეტები და ისევ ერთი წკაპით გააქტიუროთ ისინი.

სურათზე ნაჩვენებ ადგილას მოხვედრა შეიძლება Control Panel-იდან Personalization ბმულზე დაჭერით ან უფრო მარტივად: დესკტოპზე მიმარჯვენაკლიკებით და Personalize-ის ამორჩევით. თუ ეს ფანჯარა აქამდე არ გამოგიყენებიათ, მაშინ არჩეული იქნება რომელიმე Default თემა, ანუ ერთ-ერთი იმათგან, რომლებიც მოყვება სისტემას.

შეგიძლიათ აქიდანვე დაიწყოთ სისტემის მორგება, ანუ "პერსონიფიცირება". მაგალითად, დააჭირეთ ბმულს Desktop Backgrounds და აირჩით თქვენი ეკრანისთვის სასურველი ფონი, ან Windows Color-ს და აირჩიეთ თქვენთვის მისაღები ფერი და ა.შ. ამ სიახლისთვის მთავარი ამ ყველაფერში ისაა, რომ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ მოდიფიცირებული თემა გამოჩნდება, როგორც Unsaved Theme და პირველივე ცვლილებისას ან სხვა თემაზე გადასვლისთანავე უკვალოდ დაიკარგება. შესანახად უბრალოდ მიამარჯვენაკლიკეთ თემის სურათს და აირჩიეთ Save Theme. დაარქვით სახელი და ვუალა, თემა აწი არსად დაიკარგება და ერთი წკაპით შეგეძლებათ მისი არჩევა ან გადარჩევა.

კონტექსტურ მენიუში შეამჩნევთ მეორე პუნქტსაც - Save Theme for Sharing, მასზე დაჭერისას სისტემა შემოგთავაზებთ, შეინახოთ თემის ფაილი (.themepack გაფართოების ფაილი, რომელშიც შეკრულია ფონები, სკრინსეივერი, ხმების ნაკრები და ინფორმაცია ფანჯრის ფერზე) სადმე მყარ დისკზე და გაუგზავნოთ ის ნაცნობ-მეგობრებს, რომელთაც შეეძლებათ თემის ფაილზე ორმაგი წკაპით შეინახოთ და გაააქტიურონ ის.

წარმატებებს გისურვებთ!



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 11-06-2009, 22:15:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

მე მაინც Windows Classic-ს ვიყენებ ყველგან...
13-06-2009, 19:22:43 | Gio_kiborg

beka_sh
მარტივად - ჯერ გააქტიურე რომელიმე სხვა თემა და მერე მიამარჯვენაკლიკე წასაშლელს, დანარჩენს მიხვდები :)
13-06-2009, 14:19:43 | domen

ეგეთი მეთოდით დამატებული თემების ამოშლა თუა შესაძლებელი?
ორი ცალი ჩამიჯდა და ნერვებს მიშლის :(
12-06-2009, 23:23:44 | beka_sh

შმეთეს Stardock WindowBlinds-ს ბეჭებში? :D
12-06-2009, 14:21:05 | Delphi

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.