მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
TeraCopy
TeraCopy

ერთ-ერთი საკვანძო განახლება Windows Vista-სა და Windows 7-ში ფაილური ოპერაციების (წაშლა, კოპირება და ა.შ.) ასწრაფება გახლდათ, მაგრამ ისევ არსადაა ფილების კოპირების პროცესის დაპაუზების ან გაწყვეტილი კოპირების გაგრძელების ფუნქცია. TeraCopy გახლავთ პატარ პროგრამა, რომელიც ზუსტად ამ ხარვეზს ავსებს - ჩაწერის შემდეგ ის ანაცვლებს სისტემას მოყოლილ შესაბამის უტილიტას და ფაილების კოპირების ფუნქციას თავის თავზე იღებს.



Teracopy

როგორც სკრინიდან ჩანს, TeraCopy-ს შეუძლია ერთდროულად მრავალი ფაილის გადაწერა, მათი სიის ჩვენება და სიიდან კონკრეტული ფაილების ამოგდება (skip), მეორე სკრინზე ჩანს გაწყვეტილი გადაწერის თავიდან დაწყების შემდეგ გამოსული შეტყობინება, რომელიც გვთავაზობს, წავშალოთ უკვე გადაწერილი ნაწილი და თავიდან გავაკეთოთ კოპირება ან გავაგრძელოთ პროცესი. ამ ფუნქციას დიდი დროის დაზოგვა შეუძლია დიდი ფაილების კოპირებისას: წარმოიდგინეთ, რომ იწერთ 10 გბ მოცულობის ფაილს და 90%-ზე შუქი წავიდა :-) არა, გინება საჭირო არაა, შუქის მოსვლის შემდეგ Teracopy უბრალოდ გააგრძელებს გადაწერის პროცესს.

Teracopy

გამომდინარე ამოცანის სიმარტივიდან, TeraCopy სულ რაღაც 732 კბ-ს იწონის, ინსტალირების შემდეგ ის ავტომატურად ჩაანაცვლებს სისტემიას მოყოლილ კოპირების უტილიტას, თუმცა მისი აღდგენა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ: Menu > Options > მოხსენით მონიშვნა პარამეტრს Use TeraCopy as default copy handler (აქიდანვე შეგიძლიათ აკონტროლოთ Total Commander-ის ინტერფეისში TeraCopy-ს ღილაკების ინტეგრირება).

პროგრამის გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან (მიმდინარე ვერსიაა 1.22), ოფიციალური გვერდის მონახულება კი აქ შეიძლება.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 13-06-2009, 14:01:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

კაი სიახლეა უკვე გამოვიყენე ნაკლები დრო და ნერვებია საჭირო.
14-06-2009, 01:44:57 | giorgi22

domen
ციტატა
მიაქვს, ალბათ, მეტი საიდან წაიღებს, დისკი სულ მაგისი არაა? :D

სკრინებს რომ დავხედე ეგრე გავიფიქრე ვინჩოს ბუფერი :huh:, უბრალოდ 1 მბ. თანამედროვე ვარინაში ოპერატიულიდან ცოტაა :)
13-06-2009, 20:46:33 | otosaxel

კი გაზრდის, ოღონდ შუიალედის პოვნა უნდა. ოპერატიულიდან მიაქვს, ალბათ, მეტი საიდან წაიღებს, დისკი სულ მაგისი არაა? :D
13-06-2009, 20:08:45 | domen

XP-ზე მართლა ააჩქარა..
და ბუფერის ზომის გაზრდაც ზრდის წარმადობას? ბუფერი ოპერატიულიდან მიაქვს ხომ?
13-06-2009, 19:58:57 | Gio_kiborg

XP-ზე ალბათ მაგას, 7-ზე თითქმის ერთია.
13-06-2009, 15:00:31 | domen

საინტერესოა ძალიან.. და სიჩქარე მაგას უფრო მეტი აქვს თუ სტანდარტულს?
13-06-2009, 14:25:36 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.