მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Opera ვების თავიდან გამოგონებას აპირებს
Opera ვების თავიდან გამოგონებას აპირებს

Opera ყოველთვის ინოვატორი იყო ბრაუზერების ბაზარზე და გუშინ Opera Watch-ზე ("თითქმის" ოფიციალური ბლოგი Opera-ს შესახებ) გამოქვეყნებულმა პოსტმა სახელით "Opera-ს უახლესი გამოგონება 16 ივნისს გამოქვეყნდება" ნამდვილად ინტერესი გამოიწვია.



Opera’s newest invention

ამას ემატება დამაინტრიგებელი შინაარსის მქონე ოფიციალური ტექსტიც:

We start our little story with the invention of the modern day computer. Over the years, the computers grew in numbers, and the next natural step in the evolution was …

ქართულად ასე ჟღერს:

ჩვენი პატარა ამბავი თანამედროვე კომპიუტერის გამოგონებით იწყება. წლების განმავლობაში კომპიუტერთა რაოდენობა იზრდებოდა და შემდეგი, ძალიან ბუნებრივი ნაბიჯი განვითარებაში იყო ...

რა იყო ეს "ბუნებრივი ნაბიჯი", ამას ყველა ერთად გავიგებთ 16-ში, ჩვენი დროით დილის 11 საათზე.

ისღა დაგვრჩენია, ვიმარჩიელოთ, რას ნიშნავს ღრუბლებით შექმნილი ელვა (Cloud Computing, თქვენც გაგახსენდათ?) და დაველოდოთ 16-ს. ვნახოთ, რის გარშემო ქმნის Opera Software აჟიოტაჟს.

გამოგონების ოფიციალური გვერდი (რომელზეც ჯერჯერობით მხოლოდ სკრინზე ასახული სურათი და ბეევრი სიწითლეა)  აქ შეგიძლიათ.

P.S. ან რატომ ჰქვია იმ გვერდს Freedom?



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 13-06-2009, 14:54:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

რა ხდება იქნებ გააკეთოთ სტატია ამაზე.რა გამუშვა ოპერამ ვერ გავიგე
27-06-2009, 11:18:50 | koba71786

ძალიან გთხოვთ ამიხსენით რა გამოუშვა ოპერამ ესეთი, ოპერაციული სისტემა? :)
24-06-2009, 00:19:06 | Chacha

რაც არ უნდა ქნას ოპერამ მაინც არ მევასება ეგ ბრაუზერი და მომკალი. ძაან ბევრი დიდი ნაკლი აქვს.

Firefox 4 ever bliadz
23-06-2009, 07:00:21 | classical

მე უკვე ვიყენებ მაჰ ტექნოლოგიას და მინდა გითხრათ რომ skype,File hosting საიტები მთლიანად შეცვალა ოპერამ ჩემ შემთხვევაში პლიუს აქვს ვირტუალური ვებსერვერი (PHP სამწუხაროთ ჯერ არ მუშაობს თუმცა ჯავას support აქვს) + მედია პლეიერი და წარმოდგენა მრჩება რომ ცოტა ხანში კომპიუტერში მხოლოდ ოპერის ჩაწერა მოგიწევს :) განახლებული dragonfly ვებდეველოპერებისთვის მისწრებაა მოზილა-ს firebugs არ ჩამოუვარდება არაფრით ერთი სიტყვით მთლიანად გადავედი ოპერაზე
16-06-2009, 14:34:28 | netkillerx

ეგ იყო, რა!!! ოპერა იუნიტი! უძლიერესი რაღაცააა, მარტლაც რომ რევალცია ხდება.

მ.მ. "თავისუფლების" ვებ გვერდზე ახალი წარწერა გაჩნდა ;)
16-06-2009, 12:30:08 | Shako

Freedom - as in FREE, as in OpenSource? + Cloud Computing, რათქმაუნდა! ეგ უპირველეს ყოვლისა, მაგრამ რა ფორმით? იქიდან გამომდინარე რომ თანამედროვე ბროუზერი ცალკეულ ოპერაციული სისტემასავითაა, არაფერი გვაშორებს Opera OS-ისგან, ალბათ Linux based? ჰეჰ ...
14-06-2009, 19:46:09 | gearge

ისე ველოსიპედის გამოგონებას არ დაემგვანოს ეგ ამბავი....
სადღაც (მგონი კომპინფოს ჟურნალში) წავიკითხე Opera10-ის პატრონებს აღარ დასჭირდებათ მძლავრი მანქანები, რადგან Opera ვებ სერვისების საშუალებით შეძლებს მოაცილოს კომპს გამოთვლების ტვირთიო...
რაც თავისთავად "ღრუბლურ გამოთვლებს" () გულისხმობს...
თუმცა ეს საქართველოს პიროებში (ინტერნეტის სიჩქარეს და სტაბილურობას ვგულისხმობ) შორეული მომავალია ალბათ (კომპიუტერული ტექნიკის განვითარების ტემპის მიხედვით)
13-06-2009, 17:46:24 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.