მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Gmail Ninja
Gmail Ninja

Gmail ერთ-ერთი უპოპულარულესი და ალბათ ყველაზე მოსახერხებელი და "ყველაზე უფასო" ელ. ფოსტის სერვისია ამ პლანეტაზე. ჩვენთანაც კი, მიუხედავად Yahoo Mail-ის დიდი პოპულარობისა, ის ნელ-ნელა იკიდებს ფეხს და ბევრისთვის შეუცვლელ ელ. ფოსტად იქცევა. გარდა იმისა, რომ მას ბევრი წმინდა პროგრამული სახის უპირატესობა აქვს თავის კონკურენტებთან შედარებით, ის თავის მომხმარებელს ყოველთვის სთავაზობდა სხვადასხვა ფუნქციების მიმოხილვებს, რომლებიც პროდუქტის უკეთ გაცნობასა და გამოყენებაში ეხმარებოდა ახალბედებს. ბოლოს კი მთელმა ინფორმაციამ ერთად მოიყარა თავი და დღეს Gmail Ninja გახდა მისაწვდომი.



Gmail Ninja

Gmail Ninja წამოადგენს სახალისო გზას იმის გასაგებად, თუ რა შესაძლებლობები აქვს Gmail-ს. იდეა შემდეგია: მომხმარებლის ცოდნა იყოფა ოთხ კატეგორიად - White Belt, Green Belt, Black Belt და Gmail Master. ყოველ კატეგორას აქვს ჩამონათვალი შესაძლებლობებისა (თანდართული მარტივი ანოტაციითა და საილუსტრაციო სურათით), რომელიც უნდა იცოდეთ, თუ შესაბამისი წოდების მიღება გსურთ. მისაწვდომია შესაძლებლობათა ჩამონათვლის ორგვერდიანი .pdf ვერსიაც (ერთ ფურცელზე ამოსაბეჭდად). რესურსი გაფორმებულია მხიარულ ფერებში და ადვილად იკითხება.

მოკლედ, Gmail-ის გამოცდილი მომხმარებლები ბევრს ახალს ალბათ ვერაფერს ისწავლით ამ რესურსიდან, მაგრამ აუცილებლად გამოგადგებათ ნაცნობებისთვის, რომლებიც ახლახან გადმოვიდნენ ამ სერვისზე ან Yahoo Mail-ის მომხმარებლებისთვის იმის საჩვენებლად, თუ რა შეუძლია Gmail-ს.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-06-2009, 14:43:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.