COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Apple iPhone 3GS-ის დამზადება 179 მარადმწვანე ჯდება

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2114


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Apple iPhone 3GS-ის დამზადება 179 მარადმწვანე ჯდება
Apple iPhone 3GS-ის დამზადება 179 მარადმწვანე ჯდება

როდესაც რაიმე ახალი მოწყობილობა გამოდის ბაზარზე, ყველა ინტერესდება მისი დამზადების საფასურით. არა იმ ფასის, რა ფასადაც იგი მომხმარებლისთვის იყიდება, არამედ იმ ფასის, რაც მწარმოებელს მოწყობილობის დამზადება უჯდება. ამჟამად ყურადღების ცენტრში Apples-ს ახალი iPhone 3GS-ი მოხვდა.

iSupply-ს ინფორმაციით, Apple-ს ახალი ქმნილება 16 გბ მეხსიერებით მხოლოდ ნაწილებში ჯდება 178.96 მარადმწვანე.

"საწყისი დონის, 16 გბ-იანი Apple iPhone 3GS-ის ნაწილების ფასი 172.46$-ია. ამას ემატება აწყობის საფასური - 6.50$," - განაცხადა iSupply-ს ანალიტიკოსმა, ენდრიუ რასვალერმა.

ცნობისათვის, Apple iPhone 3GS-ის სამომხმაებლო ფასი ამერიკულ ბაზარზე 199$-ია. აშკარად იაფია, არა? :) ასევე, აღსანიშნავია, რომ 179$-ში არ შედის ტრანსპორტირების, აქსესუარების, ყუთების და ა.შ. ფასი.

აქ შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ფასები iPhone 3GS-ის ნაწილების შესახებ: iSuppli full listing.
აქ კი შეგიძლიათ დაშლილი აპარატი ნახოთ.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-06-2009, 12:22:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

ეჰ, $199 იმ შემთხვევაში, თუ AT&T-ზე მიბმულს იყიდი, "თავისუფალი" ვერსია $500 და $700 ჯდება

წველის Apple თავის ფან-კლუბს :D
26-06-2009, 13:11:02 | domen

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.