მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Microsoft Security Essentials გამოცდას აბარებს
Microsoft Security Essentials გამოცდას აბარებს

MSE-ს შესახებ გამოქვეყნებულ სიახლეში ვწერდით, რომ პროგრამა აჩვენებდა შესანიშნავ შედეგს რესურსების მოხმარების მხრივ, მაგრამ ჯერჯერობით არაფრის თქმა შეიძლებოდა მის რეალურ ღირებულებაზე - ვირუსების აღმოჩენა/განდგურების მაჩვენებელზე. დღეიდან უკვე პროგრამის ამ მხარეზეც გვექნება წარმოდგენა, AV-Test.org-მა, ერთ-ერთმა ცნობილმა ანტივირუსულმა ტესტურმა ლაბორატორიამ გატესტა MSE საწყის დონეზე - პროგრამას მოუწია სხვადასხვა სახის სულ 3200-მდე ცნობილ ბოროტმოქმედ ფაილს გამკლავებოდა.



Windows Security Essentials

საკვირველია და MSE-ს არცერთი მათგანი არ გამოუტოვებია, მან 3200-ვე მავნე ფაილი აღმოაჩინა! AV-Test იმასაც აღნიშნავს, რომ ყველა მათგანის აღმოჩენა რამდენიმე ცნობილ ანტივირუსულ პროგრამასაც კი არ შეუძლია. ძალიან კარგი დასაწყისია, Microsoft!

AV-Test-მა ასევე გატესტა MSE ცნობილ false positive ფაილებზე, ანუ ფაილებზე, რომლებსაც ცნობილი ანტივირუსული პროგრამები შეცდომით აღიქვამენ ვირუსად, MSE-ს არცერთი მათგანი არ ჩაუთვლია ვირუსად! უბრალოდ შესანიშნავი შედეგია.

თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ეს უბრალოდ "შესავალი" ტესტია, დაკომპლექტებული ცნობილი ვირუსებით და მისით მსჯელობა არ შეიძლება, მალე ჩატარდება ნამდვილი, სერიოზული ტესტი მილიონობით ნიმუშზე და შედარებით რეალური სურათის შესაქმნელად მხოლოდ ეს შედეგი იქნება გამოსადეგი.

ასევე, AV-Comparatives-მა ჩვენს კითხვაზე, როდის გამოცდიდა MSE-ს, გვიპასუხა, რომ ამ ანტივირს სავარაუდოდ აგვისტოს ტესტირებათა ციკლის ფარგლებში გატესტავს.

მოკლედ, დასაწყისი კარგია და თუ ასე გაგრძელდა, Windows 7-ის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელებს შეიძლება დამატებითი თანხის გადახდა აღარ დასჭირდეთ ანტივირისთვის (მათთვის MSE უფასო იქნება მისაწვდომი), რაც კიდევ ერთი მიზეზია ოფიციალური ლიცენზიის შესაძენად.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 27-06-2009, 08:29:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

Minimum system requirements for Microsoft Security Essentials Beta
Operating System: Windows XP (Service Pack 2 or Service Pack 3); Windows Vista; Windows 7 (Beta or Release Candidate)
For Windows XP, a Personal Computer with a:
CPU with clock speed of 500 MHz or higher
Memory: 256 MB RAM or higher
For Windows Vista and Windows 7, a Personal Computer with a:
CPU with clock speed of 1.0 GHz or higher
Memory: 1 GB RAM or higher
VGA (Display): 800 x 600 or higher
Storage: 140 MB of available hard-disk space
An Internet connection is required for installation and to download the latest virus and spyware definitions for Microsoft Security Essentials.
Internet Browser:
Windows Internet Explorer 6.0 or later
Mozilla Firefox 2.0 or later

აი სისტემური მოთხოვნებიცც
06-09-2009, 11:36:23 | chovelidze

fashisti, არ ვიცი, რაცაა შედეგები, ის დავწერე :) OneCare-ს არ უშავდა დამოუკიდებელ ტესტებში და რატომაა გამორიცხული მის ბააზე დამზადებულმა ანტივირმა საბაზო ტესტი კარგად ჩააბაროს?

დაველოდოთ აგვისტოს და გვექნება უფრო საიმედო შედეგები, სად გეჩქარება :)
29-06-2009, 21:13:15 | domen

ნამდვილად ეჭვი მეპარება ესეთი მშვენიერი ანტივირუსი რომ იყოს მაგი. უეჭველი ან იმ ვირუსებზე ჩაატარებდნენ ტესტებს რომლებიც მაგ ანტივირუსის ბაზებშია ან ფულს გადაუხდიდნენ და დააწერინებდნენ შედეგებს. მაიკროსოფტს საერთოდ უყვარს თავისი პროდუქციის ქება-დიდება IE-ზე ამბობენ რომ საუკეთესო ბრაუზერი არისო იმდენი მაგათ რა ვუთხარი. ვისტაზე ამბობენ ყველაზე უსაფრთხო ოპერაციული სისტემა არისო, სინდისიც არააქვთ მაგათ ხოდა რათქმაუნდა თავის ახალ ანტივირუსზეც იტყვიან რომ ზეციდან ღმერთმა ჩამოგვიგზავნა ეს სასწაულიო. ვირუსებისგან თავი დაიცავითო ესე დაგვაბარაო. მოკლედ მაგათ ნათქვამს მე არ ვენდობი და არამგონია რომ ესეთი ახალი ანტივირუსი ძალიან ისეთი მაგარი იყოს როგორც ამბობენ.

მოკლედ რა მე მაქვს 3732 ვირუსი სპეციალურად ანტ
29-06-2009, 15:04:02 | fashisti

მემგონი ანტიმონოპოლისტები გაუხურებენ Microsoft-ს მაგ ამბავზე....
ისე, ბარემ სისტემაშივე ცაეინტეგრირებინა და ვერაფერს იტყოდნენ
მარტო 7-zზე იმუშავებს?
27-06-2009, 19:21:29 | Gio_kiborg

Chacha
სტატიაში ისიც წერია, დავუცადოთ უფრო სერიოზულ შედეგებსო :-)
27-06-2009, 18:39:21 | domen

Domen, დიდი მადლობა, გასაგებია და სტატიაში მაგრად აქეთ :) და მართლა ეგეთია? ანუ ღირს eset smart security 4-ის ჩანაცვლება მაგით?
27-06-2009, 18:25:38 | Chacha

Chacha
ყიდვა საერთოდ არაა საჭირო, თუ ვინდის ლიცენზია გაქვს (ყველას გვაქვს, ზოგს ოფიციალური, ზოგს გატეხილი :P), უფასოდ გერგება :) როგორც კი ბეტა სტადიას დაასრულებს, თავისუფლად იქნება მისაწვდომი.
27-06-2009, 16:32:16 | domen

ეს კაი რაღაცაა კასპერსკი მაქ 2010 ასე ქვია სუ ახალია და იმან ვერაფერი ნახა და ამით ნახევარი დავასკანერე და 7 ვირუსი ნახა პროსტა ნახევარი იმტო რო დიდი ხანი უნდება სკანირებას
27-06-2009, 15:50:46 | bagrati

ამის მარტო ყიდვა შეიძლება? ანუ შესაძლებელია რომ ცოტა ხანში ინტერნეტშიც გაჩნდეს?
27-06-2009, 14:41:28 | Chacha

არა. არ სჭირდება დიდი რესურსები.
27-06-2009, 11:12:11 | domen

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.