მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News » CompinfoPack
CompinfoPack AIO : ივნისი 2009
CompinfoPack AIO : ივნისი 2009

მოვიდა კი არა, ლამის გავიდა ივნისი და, როგორც იქნა, წარმოგიდგენთ CompinfoPack-ის ახალ, შევსებულ და ძალიან გაუმჯობესებულ ივნისის ვერსიას. პირველ რიგში, ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის, ჩვენ ვაფასებთ თქვენს მოთმინებას და გარწმუნებთ, რომ დაგვიანება უსარგებლო არ ყოფილა, AIO-ს ძალიან საინტერესო ფუნქციები დაემატა. გადავიდეთ განხილვაზე.



CompinfoPack AIO, ივნისი 2009

პირველ რიგში შეამჩნევთ ავტო-განახლების ფუნქციას, რომელიც პროგრამის მთავარი გვერდის ქვედა მარცხენა კუთხეში მოთავსებული შეტყობინებით გამცნობთ, გამოსულია თუ არა ნაკრების ახალი ვერსია. ახალი ვერსიის აღმოჩენის შემთხვევაში ის პირდაპირ გადმოსაწერ ბმულსაც შემოგთავაზებთ.

მეორე საყურადღებო სიახლე ძებნა გახლავთ. ნაკრებში შემავალი პროგრამების რაოდენობის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო მოუხერხებელი ხდება პროგრამების სხვადასხვა პაკეტებში ძებნა (მით უმეტეს, რომ თუნდაც იცოდეთ, რომელ პაკეტშია პროგრამა მოთავსებული, თვალით მის ძებნას მაინც დრო სჭირდება), ამიტომ დავამატეთ პროგრამების ძებნის ფუნქცია, რომელიც პირდაპირ გიჩვენებთ, რომელ პაკეტშია მოთავსებული თქვენი სასურველი პროგრამა და ძიების ინტერეფეისიდანვე მისი ინსტალირების საშუალებას მოგცემთ.

მესამე განახლება InstAll, ანუ ნაკრებში შემავალი პროგრამების მიმდევრობითი ჩუმი ინსტალატორი გახლავთ. ის საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ ნაკრებში შემავალი თქვენთვის სასურველი პროგრამები და ყველა დააყენოთ ერთი კლიკით! თუმცა ამ შესაძლებლობას თავისი მინუსიც აქვს - პროგრამები დგებიან თავიანთი საქარხნო მნიშვნელობებით და არაა გამორიცხული, რომელიმე მათგანმა რაიმე დამატებითი Toolbar დაგიინსტალიროთ, eBay-ს ბმულები დაგიყაროთ დესკტოპზე და ა.შ. ჩვენ ვმუშაობთ ამის გამოსასწორებლად და იმედია, გადაწყვეტა ნაკრების შემდეგ ვერსიაში გვექნება.

ყურადღება! InstAll ჯერჯერობით სატესტო სტადიაშია და ერთი ცნობილი შეცდომაც აქვს - ყველა პროგრამა ჩუმად არ ინსტალირდება და უბრალოდ საკუთარ საინსტალაციოს უშვებს. ასევე, შესაძლებლობამ შეიძლება არ იმუშაოს ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო და დააზიანოს თქვენი სისტემა! ასე რომ, მიი გამოყენება ჯერჯერობით რეკომენდირებული არაა, ის მხოლოდ საჩვენებელი სახითაა დამატებული AIO-სთვის.

ჯერჯერობით ბოლო სიახლეა Best Buy, ჩვენი ახალი ყოველთვიური რუბრიკა, რომელიც გთავაზობთ ოთხ ფასი/ხარისხის მხრივ დახვეწილ კონფიგურაციას, შემდგარს ქართულ კომპ. მაღაზიებში არსებული ნაწილებისგან. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაკრებში მოცემული ანოტაცია ან მიჰყევით ამ ბმულს.

მცირე ცვლილებები პაკეტების კლასიფიკაციასთან დაკავშირებით - პაკეტს „სხვა“ გადაერქვა სახელი და დაერქვა „ზოგადი“ და პაკეტები “დაცვა“ და „ოფისი“ გაერთიანდა ერთ პაკეტად „დაცვა და ოფისი“ მათში არსებული პროგრამების სიმცირის გამო.

კიდევ ერთი მცირე სიახლეა Font Pack, რომელიც მოცემულია პაკეტში „ზოგადი“ და აინსტალირებს ხშირად გამოყენებულ ქართულ ფონტებს (სულ 13 მათგანს) სისტემაში. ეს ფონტებია: AcadMtavr, AcadNusx, AcadNusx Geo, Avaza, BalavMtavr, BPG Dedaena, BPG Glaho, Calligraphy, Eka, Geo Arial, LitNusx, AGogeb, Zaza.

რაც შეეხება პროგრამებს, მათი ჩამონათვალი ამ თვისთვის შემდეგია:

  • პაკეტი „ინტერნეტი“: Opera, Firefox, Skype, Postbox, FileZilla, FDM, Digsby, uTorrent
  • პაკეტი „მულტიმედია“: VLC, Winamp, Gom Player, Format Factory, Picasa, Paint.Net, Adobe Flash Player, CamStudio
  • პაკეტი „უტილიტები“: Unlocker, Advanced Systemcare Free, 7zip, Free Hide Folders, CCleaner, Daemon Tools Lite, Launchy, GeoKBD, FSCapture, Process Explorer, HashTab, BrunAware Free, Smart Defrag, TeraCopy, WinMerge
  • პაკეტი „დაცვა & ოფისი“: Avira Antivi Personal, COMODO Firewall, MalwareBytes Anti-Malware, Foxit Reader, DjVuLibre
  • პაკეტი „ზოგადი“: VertrigoServ, TeamViewer, Notepad++, Worldweb, Font Pack, .Net Framework

ცვლილებები შემდეგია:

დაემატა:

  • Smart Defrag
  • PostBox
  • TeraCopy
  • FastStone Capture
  • GomPlayer

ამოვარდა:

  • LightScreen
  • KMPlayer

და, რა თქმა უნდა, ნაკრებში შემავალი ყველა პროგრამა ბოლო ვერსიამდე განახლდა.

გვსურს მცირე განმარტება გავაკეთოთ Gom Player-თან დაკავშირებით: ჩვენ (არა მხოლოდ ადმინისტრაციას, კომპინფოს ფორუმიც თანხმდება ამაზე) მიგვაჩნია, რომ KMPlayer ამ მომენტისთვის უფრო დახვეწილი პლეერია, ვიდრე Gom Player, მაგრამ მომხმარებლის დიდი მოთხოვის გამო Gom Player-მა ჩაანაცვლა KMPlayer.

მოკლედ, საკმარისია ლაყბობა, CompinfoPack-ის ივნისის გამოშვების გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან.

მოგწონთ CompinfoPack? დაგვეხმარეთ გავრცელებაში, აცნობეთ მის შესახებ თქვენს მეგობრებს! ასევე გთხოვთ, ისევ მოგვაწოდოთ შენიშვნები და წინადადებები CompinfoPack-სა და მასში შემავალ პროგრამებთან დაკავშირებით ჩვენს ფორუმზე ან ამ სიახლეშივე კომენტარების სახით.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 28-06-2009, 16:49:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 11
შეფასება: 1.5


გამოხმაურება

23-08-2009, 15:34:20 | oligarqi

კარგია მადლობა
18-08-2009, 19:30:29 | muxarni

სააღოლ კაი პაკეტია მაგრამ word-ს და Excels თუ დაამატებთ იდეალური იქნება.

16-08-2009, 19:23:29 | zipit

კარგი იქნებოდა რომ ინსტალში პროგრამის სახელთან მაუსის მიტანისას გამოჩნდეს პატარა ბარი მცირე ინფოთი ამ პროგრამის შესახებ(ნუ შეგაშინებთ პლაგიატობაში დადანაშაულება - ველოსიპედის თავიდან გამოგონება კიდევ უფრო დიდი სისულელეა)
01-08-2009, 06:07:31 | corbindallas

KM 4ever... მაგაზე მარაი პლეიერი არ მინახია, გამიტყდა რო გომი არჩიეთ

ისე საღოლ მაგრევი ხართ...
29-07-2009, 03:04:24 | gabomax

ანტივირუსი პაროლს მთხოვს და რა არის პაროლი?
23-07-2009, 19:50:29 | kazus

gamomexmauuureeeeet
21-07-2009, 11:35:35 | lamazuka

miaki, არ არის კოდეკები, საჭიროც არაა :) დააყენე GOM ან KMPlayer და ყველაფერი კარგად იქნება :-)
06-07-2009, 11:16:09 | domen

კმ პლეერი ჩემის აზრით არის საუკეთესო პლეერი...მარტო მაგას ვხმარობ პირადად..
p.s. ზემოთ მოკვანილ პროგრამის ნაკრებში ვერ ვნახე კოდეკები და მე გამომრჩა და ვერ ვნახე თუ
არ არის????

04-07-2009, 14:34:35 | miaki

არადა KM-ი ძალიან ძლიერია
28-06-2009, 23:40:55 | Lukiani

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.