Intel Braidwood SSD-ს დონის წარმადობას უზრუნველყოფს
Intel-ი Nehalem ოჯახის პროცესორებზე დიდ იმედებს ამყარებს. Nehalem-მა პირველად High-End-ი დაიპყრო (Core i7), მალე კი მეინსტრიმის დროც დადგება. მეინსტრიმ პლატფორმის სახელია Kings Creek, რომელიც შედგება Intel-ის მე-5 სერიის ჩიპსეტისა და Lynnfield (ოთხბირთვიანი) / Clarkdale (ორბირთვიანი) პროცესორისგან.
მე-5 სერიის ჩიპსეტებში Intel-მა ერთი განსაკუთრებით საინტერესო ტექნოლოგია ჩადო, რომელსაც Braidwood ჰქვია და დაეხმარება თქვენს სისტემას, იყოს უფრო სწრაფი. ზოგიერთს გემახსოვრებათ Intel Turbo Memory ტექნოლოგია, რომელიც კომპანიამ ლეპტოპებში გამოიყენა. სწორედ ამ ტექნოლოგიის გაუმჯობესებული ვერსიაა ახალი Braidwood-ი.
Braidwood-ი დღის სინათლეს 2010 წლის პირველ კვარტალში იხილავს, P57 ჩიპსეტთან ერთად. Intel-ის განცხადებით, მისი წარმადობა SSD-ს დონეს გაუტოლდება და მეინსტრიმ კომპიუტერების წარმადობას ახალ მწვერვალზე აიყვანს.
Braidwood-ი გამოვა 4, 8 და 16 გბ-იან ვერსიებში. ყველა მათგანი დამზადებული იქნება ახალი 34 (!) ნანომეტრული ტექნოპროცესით.
ბეჭდვითი ვერსია | 30-06-2009, 09:11:00 | Power_VANO
|