მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Firefox 3.5 გამოვიდა!
Firefox 3.5 გამოვიდა!

Firefox-ის 3.5 ვერსიის იმდენი RC გამოვიდა, რომ მომხმარებელთა საზოგადოებამ წუწუნიც კი დაიწყო, ბოლო-ბოლო RC მოაშორეთო პროდუქტს. Mozilla-შიც ძალიან სწრაფად ისმინეს მომხმარებლის მოთხოვნა - Firefox 3.5 დღეს გამოვიდა და მრავალი განახლება მოიტანა, რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით საინტერესოა, კიდევ უფრო ცოტა კი - უნიკალური. რევოლუციური ჯერჯერობით არაფერია.



მაშ ასე, დამატებულ (საინტერესო) შესაძლებლობათა სია ასეთია:

სისწრაფე! ამ კომპონენტში სიძლიერე ყველა ბრაუზერისთვის აუცილებელია და, ბუნებრივია, ყველა დიდ განახლებას ახალი სისწრაფის რეკორდები მოჰყვება. Mozilla ამტკიცებს, რომ FF 3.5 ყველაზე სწრაფი ბრაუზერია მათ შორის, რაც შეუქმნიათ და ჯავასკრიპტის 20-40-ჯერ სწრაფად დამუშავებას (!) გვპირდება. მართალია, 20-ჯერ ასწრაფების ბრაუზერს არაფერი ეტყობა, მაგრამ მცირეოდენი ასწრაფება ნამდვილად გვაქვს.

Firefox speed comparison

Private Browsing, "დაივიწყე ეს საიტი" და უახლესი ისტორიის წაშლა. FF-მაც მიბაძა კონკურენტებს (Safari, IE) და შემოგვთავაზა Private Browsing რეჟიმი, რომლის ჩართვის შემდეგაც თქვენი ბრაუზერი არ იმახსოვრებს არაფერს, არც მონახულებულ საიტებს, არც სურათებს, არც Cookie-ბს და ა.შ. მოკლედ, Firefox-იც ჩადგა "ვა, ამით პორნოს ყურება შეიძლება" ტიპის ბრაუზერებში :-) თუმცა პატარა სიახლე აქაც გვაქვს - FF-ს შეუძლია "დაივიწყოს" ნებისმიერი საიტი, ანუ თქვენ შედიხართ ისტორიაში, ირჩევთ რომელიმე საიტს და ბრაუზერს მის დავიწყებას უბრძანებთ, ის კი წაშლის ამ საიტის ყველა გვერდს ისტორიიდან და ამ საიტიდან ჩამოტვირთულ კონტენტს (სურათები, ფლეში და ა.შ.) და ვერავინ ვერასდროს გაიგებს, რომ ამ საიტზე საერთოდ იყავით. ჰმმ, ეს უკვე ზემოთ აღნიშნული ბრაუზერების ტიპის ცოტა განვითარებული ვარიანტია. ასევე გვაქვს ბრაუზინგის უახლესი ისტორიის, ანუ ბოლო 1, 2, 4 საათის ან მთელი დღის ისტორიის წაშლის შესაძლებლობა.

forget this site firefox feature

დახურული ფანჯრების აღდგენა. ეს რა შესაძლებლობაა, არა? დაბრუნდით და დააკვირდით: Firefox 3.5-ს დახურული ფანჯრების აღდგენის შესაძლებლობა აქვს, ანუ შეგიძლიათ აღადგინოთ მიმდინარე სესიისას დახურული ნებისმიერი ფანჯარა მთელი მათი ტაბებით. საკმაოდ მოხერხებულია!

restore closed windows firefox 3.5 feature

სესიების აღდგენა. ლამის ყველა ბრაუზერს შეუძლია სესიების აღდგენა დაკრეშვის შემთხვევაში, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ Firefox 3.5-ს ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს: მას დაკრეშვის მომენტში გახსნილი ყველა ფანჯრის აღდგენა შეუძლია. მათი ტაბებითურთ, რა თქმა უნდა.

restore session firefox 3.5 feature

HTML 5: <video>. Firefox 3.5 პირველი ბრაუზერია, რომელმაც <video>-ს მხარდაჭერა დანერგა სრულ ვერსიაში. ამ ტეგის საშუალებით მომხმარებელს საშუალება ეძლევა ყველანაირი პლაგინების (მაგალითად, ფლეშ პლეერის) გარეშე უყუროს ვიდეოკლიპებს ბრაუზერში, პლეერის გარსს ამ შემთხვევაში ბრაუზერი უზრუნველყოფს, რაც მისი მორგების საშუალებას იძლევა. შემოდით Firefox 3.5-ით და აქ სიურპრიზი დაგხვდებათ :-) მიამარჯვენაკლიკეთ სიურპრიზს და აირჩიეთ Show Controls. დანარჩენს მიხვდებით.

Location Aware Browsing. ეს ტექნოლოგია ჯერ მობილებზე გავრცელდა და შემდეგ ნელ-ნელა - კომპიუტერებზე. არსი შემდეგია: უ-GPS-ო მობილებს შეუძლიათ GPS-ის სიმულირება თავიანთი IP მისამართისა და გარშემომყოფი Wi-Fi ქსელების დასახელებების მიხედვით (ანუ სერვისი ცდილობს დაადგინოს თქვენი მდებარეობა ჯერ უხეშად, ქალაქის დონეზე IP-ს მიხედვით და შემდეგ დააკონკრეტოს ის ცნობილი Wi-FI ქსელების მდებარეობის მიხედვით). მეგაპოლისებში ეს მეთოდი იმდენად ამართლებს, რომ ცდომილება სულ რამდენიმე მეტრია ხოლმე, აი ჩვენთან როგორ გაამართლებს, ვერ გეტყვით :-) ეს სერვისი ახლა Firefox-საც აქვს და შეუძლია თქვენი მიახლოებითი მდებარეობა მიაწოდოს სხვადასხვა ვებ-სერვისებს, რომლებიც მასზე დაყრდნობით უფრო კარგ მომსახურებას შემოგთავაზებენ - მაგალითად, ახლომდებარე რესტორნების ან სასტუმროების სახელები და ა.შ.

location aware browsing firefox 3.5 feature

ვებ-ფონტები. ამ მიმართულებითაც Firefox არა ინოვაციას აკეთებს, არამედ ეწევა კონკურენტებს - ეს შესაძლებლობა Opera-ს მე-9 ვერსიიდან აქვს. აზრი კი შემდეგია: იმისთვის, რომ საიტი მაქსიმალურად სწორად გამოჩნდეს ყველა მომხმარებელთან, დეველოპერებს უწევთ default ფონტების გამოყენება, ანუ ფონტებისა, რომლებიც გარანტირებულად არიან ყველა მომხმარებლის კომპზე (Sylfaen, Arial და ა.შ.). ტექნოლოგია ვებ-ფონტები საშუალებას იძლევა, დეველოპერმა ყოველ მომხმარებელთან ჯერ ჩატვირთოს სასურველი ფონტი და შემდეგ მისით გამოსახოს საიტზე მოთავსებული ტექსტი. ეს მხატვრული ფონტების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

web-fonts firefox 3.5 feature

და რაღა თქმა უნდა, უამრავი განახლება სტაბილურობის და დაცვის მხრივ.

შეგიძლიათ ნახოთ FF 3.5-ის გასაცნობი მოკლე ოფიციალური ვიდეო:

 

და თქვენ რას ფიქრობთ ამ ბრაუზერის შესახებ?



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 30-06-2009, 22:23:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 4


გამოხმაურება

მეჩვენება თუ ცოტა არასტაბიკლურად მუშაობს?!
სქროლს რომ ვწევ სწრაფად ჭედავს მომენტში, ლინკზე დაწკაპუნებისასაც ცოტა ფიქრობს...

05-07-2009, 23:17:08 | NetDevil

სწრაფად მუშაობს და კაი add-on-ების შემთხვევაში ოპერას 100 თავით ჯობია
02-07-2009, 16:25:19 | JohnDoe

vena90, უბრალოდ "ჭეშმარიტების გულისთვის" - ასე 2 წელია ოპერას აქტიური მომხმარებელი ვარ და ერთი არ დაუკვნესია ჩემს არც ერთ სისტემას, არც ერთ კომპზე :)
01-07-2009, 22:44:49 | domen

ჩემის აზრიდ მოზილას უფრო მეტი დაცვა აქვს და მეც უსაფრთხოებას ვანიჭებ უპირატესობას. ისე თუ დააკვირდებით ოპერის ჩაწერიდან რამოდენიმე კვირაში ან თვეში ოპერაციული სისტემა ჭედვებს იწყებს რამდენჯელაც ოპერას ტესტირება დავიწყე იმდენჯელ ესე მოხდა მცირეთ მაგრამ მაინც მოხდა ხოლო მოზილა უკვე სხვა საქმეა. ასე რომ გირჩევთ ხველას მოზილა დააყენეთ და თქვენთვითონ ნახავთ უპირეატესობას
01-07-2009, 20:50:57 | vena90

Power_VANO
კარგი რა ვანო, ეგრე ოპერაში რამდენი ხანია ეგრეა :), ერთი FF და სხვა "მე მინდა ვიყო ბრაუზერები" იყვნენ დარჩენილები , ისე არ გეწყინოს და IE-ც მერვე ვერსიამდე "მე მინდა ვიყო ბრაუზერი" იყო :)
მარა ოპერა მაინც სულ სხვაა :)
fashisti
ჰო რავიცი, ჯერ ვისვენებ და მერე იედეაში ეგ სტატია იქნება, ნუ რა თქმა უნდა აქ დაიდება, ლინკს კიდევ იდეაში იქაც დავდებ, ისე ამ ფორუმზე რატომ არ რეგისტრირდები?
01-07-2009, 18:35:32 | otosaxel

რაცარუნდა თქვათ ოპერა მაინც ყველაზე მაგარია

otosaxel ზდაროვა სად ხარ დაკარგული. არც ფორუმზე არ შემოდიხარ და არც არაფერი. ხო დაგვპირდი უსაფრთხოებაზე სტატიას დაგიწერთო
01-07-2009, 12:54:18 | fashisti

IE-სგან გადაუღიათ სესიების აღდგენა :D ლოლ :D ზუსტად ეგრე მუშაობს IE-ში სესიების აღდგენა. ტაბებიან-ფანჯრებიანად აბრუნებს ყველაფერს. პლაგიატები
01-07-2009, 09:21:46 | Power_VANO

ეეეე Firefox 4 ever რა ოპერა რის ოპერა ტო კაი სიახლეა უკვე დავაყენე და მომწონს
01-07-2009, 01:19:00 | classical

მეც otsaxel-ს ვეთანხმები რა, ოპერა ყველას მირჩევნია, მაგალიათდ ეხლა opera unite მიყენია, ბეტაა, მაგრამ firefox-ს მაინც მირჩევნია
01-07-2009, 01:06:33 | Chacha

ეხლა ვწერ ამა ახალი ბრაუზერიდან :)
თითქოს უკეთესია, მაგრამ Opera 4 ever რა :)ვერ აჯობებებს ოპერას!
არ იყოს ღია კოდი, ვაპშე არც გამოჩნდებოდა და არც ერქმევოდა ბრაუზერი
30-06-2009, 22:40:40 | otosaxel

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.