მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ერთი საინტერესო ბლოგის შესახებ
ერთი საინტერესო ბლოგის შესახებ

ბევრჯერ გვილაპარაკია იმაზე, რომ ქართული ვები, იგივე "ჯინეტი" (GeNet), გადავსებულია ვარეზული საიტებით და არაფერი კეთდება სხვა მიმართულებებით, როგორებიცაა, ვთქვათ, ონლაინ ყიდვა-გაყიდვა, სხვადასხვა ტიპის სოციალური საიტები, საინფორმაციო პორტალები და ბლოგები. თუმცა სიტუაცია ნელ-ნელა მიდის გამოსწორებისკენ და ჩანს, რომ ქართულ ვებ-სივრცეში არა მხოლოდ ვარეზებს შეუძლიათ გადარჩენა და ფულის (თუ ვიზიტორების) შოვნა (თუ სიმართლე გინდათ, მათ უმრავლესობას არც ერთი შეუძლია და არც მერე). ნელ-ნელა მომრავლდა არა-ვარეზული ვებ-გვერდები და მათ მიმართ დაინტერესებაც დღითიდღე იზრდება.

ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ახალი რუბრიკა, სახელად "ჯინეტის მიმოხილვა", რომელშიც მიმოვიხილავთ საიტებს, რომლებიც ვარეზისა და პორნოგრაფიის გარეშეც ახერხებენ იყონ საინტერესონი. უპირატესობა შედარებით უცნობ საიტებს მიენიჭებათ, რადგანაც მათ უფრო სჭირდებათ ცნობადობის აწევა. რუბრიკის პერიოდულობა ჯერ დადგენილი არაა და მისდამი დაინტერესების მიხედვით განისაზღვრება.

გაქვთ ინფორმაცია ასეთი საიტის შესახებ ან თვლით, რომ გაქვთ საინტერესო წამოწყება და გჭირდებათ მისი საზოგადოებისთვის გაცნობა? გვაცნობეთ მის შესახებ (გამოგზავნეთ ფოსტაზე domen[ძაღლუკა]compinfo.ge სათაურით "ჯინეტის მიმოხილვა") და ჩვენ მას ჩვენს მკითხველამდე მივიტანთ. არაა აუცილებელი საიტი მაინცდამაინც ტექნიკური ხასიათის იყოს, დასაშვებია ნებისმიერი თემატიკა (ვარეზის და პორნოგრაფიის გარდა!), მთავარია ქართული იყოს.

მაშ ასე, დღევანდელი თემა იქნება უცნობი და საინტერესო ბლოგები (ნაცნობი და საინტერესოები ძალიან კარგად აქვს მიმოხილული დოდკას), ერთ მათგანს წარმოგიდგენთ.



გაიცანით: humor.blog.ge.

humor.blog.ge

დავიწყოთ ავტორის თვითდახასიათებით:

მე კოსმოსისთვის ტყუპები ვარ, დედამიწისთვის - ზედმეტი 64 კილოგრამი, ჩინელებისთვის - პოტენციური კლიენტი, გურამიშვილის მეტროს სალაროში მჯდომი ქერათმიანი ქალისთვის - უცნაური სტუდბილეთის მქონე ახალგაზრდა, რამდენიმე პიროვნებისთვის - ყველაფერი და არაფერი- ანჯელინა ჯოლისათვის.
მაქვს სურვილი ვიყო პოპულარული და არ მაქვს სათანადო სქესი “ფლეიბოიში” გადასაღებად. ხშირად მომდის მუზა და უფრო ხშირად “მესიჯები”.
არ მიყვარს ზღვა, იმიტომ რომ ვიძირები და მიყვარს… (უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია).

ვაპირებ გავხდე ჟურნალისტი…თუმცა, არასოდეს ვიტყვი, რომ “სადღაც ორი საქართველოს მოქალაქე დააპატიმრეს” და არასდროს გაგაცნობთ “ამინდის მოსალოდნელ პროგნოზს”. არასდროს ჩავჩრი რესპონდენტს პირში მიკროფონს და არ ვკითხავ პანაშვიდზე შვილმკვდარ დედას “რას გრძნობს”.
ვარ ცნობისმოყვარე, მაგრამ ვიცი, რომ ცხვირი ღმერთმა სასუნთქად მომცა. ამის გამო ვეთანხმები “არამკითხე მოამბეს პრინციპს” და არ მსურს ის საკუთარ თავზე გამოვცადო!

ავტორი (იგივე mchxapneli) ძირითადად ქართული (და არა მარტო) უცნაურობების ქილიკითაა დაკავებული და კარგადაც გამოსდის. საიტზე არსებობს თამაში "პაროლინგი", შემდეგი იდეით: სურათების და სიტყვების რაღაც კომბინაციებით უნდა გამოიცნოთ პაროლი (სიტყვა), რომელიც შემდეგ დონეზე გადაგიყვათ, სადაც იგივე სიტუაცია დაგხვდებათ და ასე შემდეგ, ბოლო, მე-12 დონემდე. ასევე არსებობდა თამაში ინტელექტუალური “ბრეინშტორმინგი”, რომელიც რატომღაც შეწყდა სამი ტურის შემდეგ, თუმცა მონაწილეობა ახლაც შეგიძლიათ.

ბევრ საინტერესო და სახალისოს იპოვით კატეგორიაში გასაღიმარი, სატირული პოეზია და საერთოდ, მთელ საიტზე. მოკლედ, გადასარევი ადგილია, თუ ერთი-ორი თავისუფალი საათი გაქვთ ან ორ დღეში ერთხელ რაიმე ნამდვილად სახალისოს წაკითხვა გსურთ (ამის ყველაზე კარი საშუალებაა RSS არხის გამოწერა).



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-07-2009, 14:15:00 | domen
   
თემატური სიახლეები

ბმულები შესაბამის თემაზე

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 4


გამოხმაურება

საიტი მალე ჩამოიტვირთა. არ არის გადატვირთული ზედმეტად. გაფორმება თვალისთვის ადვილად შესახედი და აღსაქმელი. საინტერესოა და არ გიჩნდება აზრი რო აქ ტყვილა შემოვედიო. კარგი რამეა..
04-07-2009, 14:34:12 | giorgi22

არადა, მეც არ გამიკვირდა, რა ხალხმრავლობაა მეთქი დღეს ჩემს საიტზე
აი, თურმე რა

მიხარია, რომ რუბრიკის გახსნის პატივი მერგო
02-07-2009, 01:24:40 | mchxapneli

გეთანხმებით! ძალიან საინტერესო რუბრიკაა გეთანხმებით

მხოლოდ ერთი არც ისე მნიშვნელოვანი მინუსი: RSS -ში მთლიანი პოსტები არ იკითხება და მაინც უშუალოდ საიტზე ვიზიტი მიწევს.
01-07-2009, 16:42:09 | Gioma

დამაინტერესა, მართლაც საინტერესო შეხედულებებია, თითქმის ყველაფერში ვეთანხმები ავტორს :D მაგრამ ასე გემრიელად ვერ გამოვთქვამ აზრებს
კარგი რუბრიკაა ძაან
01-07-2009, 16:19:50 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.