მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows 8, კონცეპტი
Windows 8, კონცეპტი

Windows 8-სთან დაკავშირებით ჭორების ტალღა ამ რამდენიმე ხნის წინ აგორდა და უცებ ჩაწყნარდა არგუმენტების არარსებობის გამო. ახლა მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ MS უკვე მუშაობს Windows 8-ზე, მეტი არაფერი, არც სკრინები, არც ვიდეოები .. ბუნებრივიცაა, თუ Windows 8-ზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, ის ჯერ "ჩონჩხის" სტადიაში თუ იქნება მხოლოდ, ასე რომ, უბრალო მომხმარებლისთვის წმინდა Look&Feel თვალსაზრისით მას დიდი მნიშვნელობა არ ექნება.

თუმცა სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ერთი დამაინტრიგებელი ვიდეოკლიპი, რომელიშიც ნათლად ჩანს მიმდინარე, Windows 7-ურ ვიზუალურ გარემოზე (Aero ინტერფეისზე) დაფუძნებული ახალი გარემო, რომელშიც ბევრი რამე შეცვლილია და შეცვლილია ისე, რომ ერთხელ მაინც აუცილებლად წამოგაძახებინებთ "უააა!"-ს :-)

კლიპში დემონსტრირებულია Windows Explorer-ის ახალი შესაძლებლობები (ძირითადად ფაილების სხვადასხვანაირად დალაგების, დაჯგუფების და "სწრაფი ჩვენების"), განახლებული ტასკბარი, ახალი დანამატი Scarps, რომელმაც უნდა შეცვალოს Notes ვიჯეტი, პროგრამების დაჯგუფების და ერთად გაშვების ფუნქციები და ა.შ.

მოკლედ, ასე დიდს ვერაფერს გაიგებთ, უყურეთ კლიპს:



გაითვალისწინეთ,  რომ ეს ვიდეოკლიპი არაფერს ადასტურებს, მისი წარმომავლობა უცნობია და თავისუფლად შეიძლება, ვინმე მოცლილს (რა მოცლილი უნდა ყოფილიყო?!) შეექმნა. ჩვენ თვალს ვადევნებთ მოვლენებს და გაცნობებთ სიახლეების შესახებ.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 03-07-2009, 21:22:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

"ბუნებრივიცაა, თუ Windows 8-ზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, ის ჯერ "ჩონჩხის" სტადიაში თუ იქნება მხოლოდ"

Windows 7-ზე 2001-ი წლიდან მუშაობენ (არაოფიციალური წყარო)

ასე რომ არაა გამორიცხული რომ Windows 8, უკვე საკმაოდ კარგ სტადიაშია
18-07-2009, 13:06:34 | Ronnie James

მდაა. არადა მე სკრინები ნანახიმაქ და როგორც საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა ცნობილი ვინდოუს რვაზე. ეგ გამოვა ახალ ფორმატში ანუ დავემშვიდობებით NTFS-ს და winfs ფორმატით დავაფორმატირებთ ვინჩესტერს. ეგ იქნება სამ განზომილებიანი ვინდოუსი მაგრამ შესაბამისი მონიტორებია საჭირო. ვინდოუს 8 იქნება მხოლოდ 64 ბიტში. და მას ექნება უამრავი ფუნქცია მაგალითად იგი შესძლებ თანამედროვე სახლების მართვას ;)
05-07-2009, 17:01:19 | fashisti

ჩლოოოოოოოლ M$ რა, ახალი რო ვერაფერი მოიფიქრეს Apple-ს, მრავალი LINUX-ის და StarDock-ის კონცეპტები ერთიანად მოახვავეს და თვალებში გვაყრიან.
05-07-2009, 00:12:14 | Delphi

ჯერ xp, vista და 7 რას დაამსგავსეს და ამას ვაპშე რა უქნეს
თან *nix-ებზეც იგივე ტენდენციაა, რა არის მართალი იყო nVidia და მთავარი GPU-ია და არა CPU?!

ვეძებ ნორმალურ OS-ს :)
03-07-2009, 23:25:19 | otosaxel

გამოვშტერდი
03-07-2009, 21:58:24 | Gioma

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.