COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Windows 7 "საოჯახო პაკეტებად" გაიყიდება

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2135


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows 7 "საოჯახო პაკეტებად" გაიყიდება
Windows 7

ჯერ გამოჩნდა ჭორები, რომ Windows 7 დაუჯერებლად იაფი ეღირებოდა, შემდეგ ეს ჭორები არ გამართლდა და ახლა ისევ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ MS კიდევ შემოგვთავაზებს სიურპრიზებს. ოღონდ ამჯერად ეს არა ჭორი, არამედ "თითქმის" დადასტურებული ინფორმაციაა: Win7-ის ბოლო ტორენტებზე გაპარულ ბილდებში License Agreement (პუნქტის "Installation Use and Rights" ქვეშ) საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს:



b. Family Pack. If you are a "Qualified Family Pack User", you may install one copy of the software marked as "Family Pack" on three computers in your household for use by people who reside there. Those computers are the "licensed computers" and are subject to these license terms. If you do not know whether you are a Qualified Family Pack User, visit go.microsoft.com/fwlink/?Linkid=141399 or contact the Microsoft affiliate serving your country.

ქართულად ასე ჟღერს:

ბ. საოჯახო პაკეტი. თუ "საოჯახო პაკეტის კვალიფიცირებული მომხმარებელი" ხართ, თქვენ შეგიძლიათ "საოჯახო პაკეტის" ნიშნის ქვეშ გაყიდული პროგრამული უზრუნველყოფის ერთი ლიცენზიის სამ კომპიუტერზე გამოყენება, ეს კომპიუტერები მოთავსებული უნდა იყოს ერთ ოჯახში და გამოიყენებოდეს ოჯახის წევრების მიერ. ეს კომპიუტერები წარმოადგენენ "ლიცენზირებულ კომპიუტერებს" და მათზე მოქმედებს სალიცენზიო შეთანხმება. თუ თქვენ არ იცით, ხართ თუ არა საოჯახო პაკეტის კვალიფიცირებული მომხმარებელი, ეწვიეთ გვერდს go.microsoft.com/fwlink/?Linkid=141399 ან დაუკავშირდით Microsoft-ის წარმომადგენელ კომპანიას თქვენს ქვეყანაში.

ბმული ჯერჯერობით არ მუშაობს (გადამისამართდება microsoft.com-ზე).

როგორც ჩანს, MS შემოგვთავაზებს Windows 7 Home Premium-ის სამ ლიცენზიას ერთის ფასად (თუმცა იგივე ტექსტი არ მოიძებნება Pro  და Untimate ვერსიების სალიცენზიო შეთანხმებებში), რაც ნამდვილად უფრო ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის.

იმოქმედებს კი ეს სიახლე საქართველოში Win7-ის ოფიციალური კოპიების გაყიდვებზე?



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 04-07-2009, 07:08:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

ჩ ემი აზრით არა იმიტო რომ საქართველოში არავინ გადაიხდის 200 და 500 $ ალრებს :)
18-07-2009, 14:33:07 | uzgari

კი ელოდეთ მარა ვიცი რომ უკვე საქართველოშიც უნდა შემოვიდეს კანონი როგორც არის საფრანგეთში ამერიკაში და სხვა განვითარებულ გვეყნებში და ვინც პროფესიონალს იხმარს მას ყოველ თვე მოუწევს დეკლარაციის შევსება და დადგენილი გადასახადების ხდა ტაკ შტო მე მივესალმები ამ კანონს
08-07-2009, 23:52:21 | vena90

fashisti, ყოჩაღ :)
05-07-2009, 17:57:04 | domen

ვაიმე როგორ გაგვახარეეე. ფულებს დავზოგაავთ


და არჯობია?
1) 20 წუთი დახარჯო ვინდოუსის გადმოწერაში
2) 1 ლარი დისკში
3) და 5 წუთი დისკზე ჩაწერაში?

მემგონი უფრო იაფი და ადვილი იქნება ვიდრე წახვიდე სადღაც ოფისში, მიიყვანო ხალხი, დაადასტურო რომ თქვენ ერთი ოჯახის წევრები ხართ და იყიდო საოჯახო ლიცენზია
05-07-2009, 17:09:03 | fashisti

"იმოქმედებს კი ეს სიახლე საქართველოში Win7-ის ოფიციალური კოპიების გაყიდვებზე?"

უფ, კი, რავა არა... 'მშრალ ხიდზე' ექნებათ 'free for all' პაკეტები...!
05-07-2009, 05:08:41 | dato309

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.