მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Web News
Google Chrome OS
Google Chrome OS

გახსოვთ, თითქმის ერთი წლის წინ, როცა მთელი ციფრული სამყარო Google OS-ზე ლაპარაკობდა, როგორ გაუცრუა Google მა იმედები თაყვანისმცემლებს და სისტემის მაგივრად ბრაუზერი გამოუშვა? მასთან დაკავშირებულ სიახლეში ნათქვამი იყო, რომ Chrome იყენებდა IE-ს პროქსი პარამეტრებს, რაც მიმოხილვის ავტორმა (ბრავო, Frrrredo!) იმით ახსნა, რომ Google-მა თავის ბრაუზერში ცენტრალიზების იდეა ჩადო და Google OS-ის გამოშვებისას Chrome-სა და გუგლის სხვა პროდუქტებს პროქსი სერვერის ცალ-ცალკე მითითება არ დასჭირდებოდათ, ისინი ერთიანად, სისტემიდან (სავარაუდოდ, Google OS-იდან) ამოიღებდნენ ამ პარამეტრებს.



Google Chrome OS

მოკლედ, გამართლდა ვარაუდი და Google-მა დღეს საბოლოოდ დაადასტურა, რომ მუშაობს საკუთარ ოპერაციულ სისტემაზე, რომელიც, ანონსიდან გამომდინარე, ნამდვილი რევოლუცია უნდა იყოს! ოფიციალური ანონსი ამბობს, რომ დღევანდელი OS-ები შეიქმნა იმ პერიოდში, როცა ინტერნეტი ფართოდ გავრცელებული არ იყო და მათი პარადიგმები დღესაც ვერ აღწევს თავს იმ ერას, ამიტომ Google ქმნის Chrome-ის "ბუნებრივ გაგრძელებას", OS-ს, რომელიც იქნება უბრალო ფენა მომხმარებელსა და ინტერნეტს შორის. სისტემა იქნება სწრაფი, მსუბუქი და, რაც მთავარია, დაცული. Google აპირებს "თანამედროვე" დაცვის სისტემები ჩააშენოს სისტემაში, რომლებსაც ვირუსები და სხვა მსგავსი უმსგავსობები არ შეაწუხებენ (აქ ჩავიღიმოთ :-)).

Google-ის სიტყვებით, Chrome OS-ის წარმოსადგენად უნდა წარმოვიდგინოთ ლინუქსის ბირთვზე მომუშავე სისტემა, რომელიც იქნება "დაშლილი" Chrome - ოპერაციულ სისტემაში ნებისმიერი ვებ-აპლიკაცია იმუშავებს, როგორც პროგრამა! ანუ, რაც იმუშავებს IE-ში, FF-ში და Opera-ში, ყველაფერი იმუშავებს Chrome-ში! როგორ განხორციელდება ეს, ცოტა ბუნდოვანია, უბრალოდ Prism სისტემურ დონეზე?

მოკლედ, Google Chrome OS იდეალური სისტემაა ნეტბუკებისათვის - ინტერნეტზე მაქსიმალურად ორიენტირებული, მინიმალისტური და მსუბუქი. მეტი რა უნდა უნდოდეს უბრალო ინტერნეტის ჭიას?

რაც შეეხება ოპერაციული სისტემის გამოსვლის თარიღს, Google ამბობს, რომ 2009 წლის ბოლოს პროექტი ღია კოდის გახდება, ანუ ავტომატურად მისაწვდომი იქნება მისი საინსტალაციო პაკეტებიც, დასრულებული სახით კი სისტემა 2010 წლის მეორე ნახევარში გამოვა.

მოკლედ, ყინული დაიძრა, ველოდოთ ინოვაციას.

ოფიციალური ანონსი: Introducing the Google Chrome OS @ Google Blog.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 08-07-2009, 16:12:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

gearge-ს ვეთანხმები
კომპს ინტერნეტის გარდა სხვა დანიშნულებაც აქვს, რომელსაც "მსუბუქი" OS ვერ გაქაჩავს მთლად კარგად ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ან რას ვიზამთ მაშინ როცა ინტერნეტი არ იქნება შესაბამისი ხარისხის, ან საერთოდ არ იქნება??
თუნდაც გუგლის OS გავიხსენოთ სმარტფონებისთვის, არც ისე წარმატებული გამოდგა...
ნუ ნეტტოპებზე სავარაუდოდ მართლაც კარგი ალტერნატივა იქნება, თორემ დესკტოპებზე რა გითხრათ....
09-07-2009, 10:07:21 | Gio_kiborg

გუგლს ისე ხშირად ვიყენებ და ვენდობი რომ აუცლებლად ვიქნები პირველი ტესტერი გამოსვლის დღიდან პლიუს რაც კი გამოუშვია გულგს ყველაფერი კაია ასე რომ ვნახოთ
08-07-2009, 21:02:01 | sikvdila

(გაგრძელება ..)

ერთი მაგალითი უკვე გვაქვს: დომენ შენთვის ცნობილი gOS (ამ გადასახედიდან კიდევ უფრო ირონიული ჩანს ეს სახელი:-). პრინციპში დასაწყისისთვის ამ უკანასკნელზე მეტს არც უნდა ველოდეთ, მაგრამ რათქმაუნდა გუგლის ბრენდით რაც უდავოდ დაეხმარება მას მომენტალურად მოხვდეს მომხმარებლების საკმაოდ ფართო სპექტრთან კომპზე (სატესტოდ მაინც). რათქმაუნდა მასიური მიგრაცია ვერ მოხვდება, მეტიც, ზოგადად ვინდოუზიდან რაიმე სხვა სისტემაზე მასიური გადასვლა ზღაპრად მიმაჩნია. სამწუხაროდ მგონია რომ მკვდარად დაბადებული პროექტი იქნება
08-07-2009, 20:11:47 | gearge

თვით გუგლში რომ უკვე დიდი ხანია უბუნტუს ბაზაზე აწყობილ დისტროს ყოველდღიურად იყენებენ, არაერთხელ დაწერილა და მგონი ფორუმზეც მიხსენებია. ანუ, სისტემა უკვე არის, ის ღიაა და გადამუშავებადი(ული). ასევე არაა საიდუმლო რომ თანამედროვე ბროუზერები როგორც ასეთი პრაქტიკულად ოპ. სისტემებს წარმოადგენს, ჯავა, აჯაქს, ფლეშ, სილვერლაით და სხვა ულტრა თანამედროვე/მოდური ტექნოლოგიების მხარდაწერით. არც ვებ ოპ. სისტემებია გასაკვირი. მოკლედ, ერთადერთი რაც ზღუდავს თანამედროვე ბროუზერს, ოპ სისტემაზე მიბმულობაა. ამ პრობლემას ვერც დაძლევვ, მაგრამ შეიძლება სისტემა მაქსიმალურად შეათხელო/შეამციო და მხოლოდ კონკრეტული პროგრამისთვის (ბროუზერისთვის, ჩვენს შემთხვევაში) საჭირო ელემენტები დატოვო, ასეც იქნება, მითუმეტეს ერთი მაგალითი უკ
08-07-2009, 20:00:02 | gearge

ვაა, მოკლედ microsoft-ს ცოტა ხანში გადაუჯოკრავენ რა, ბრაუზერში ხო მართლა ყველამ გადაუჯოკრა მგონი, opera, firefox, ეხლა chrom-ზეც ბევრი გადადის და ვნახოთ აბა რა იქნება OS.
08-07-2009, 16:31:05 | Chacha

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.