მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
AMD Phenom II 42 TWKR Black Edition
AMD Phenom II 42 TWKR Black Edition

წლების განმავლობაში სხვადასხვა მეთოდებით Intel-ი და AMD ერთმანეთს ებრძვიან. მეთოდები სხვადასხვა იყო - დარყებული წმინდა მარკეტინგული სვლებით, დამთავრებული სიხშირისა და წარმადობის ომებით. დღესდღეობით კი განსაკუთრებით პოპულარული აჩქარების, ოვერქლოქინგის ფრონტზე ბრძოლაა. სწორედ ამიტომ, AMD-მ ახალი პროცესორი გამოუშვა, სახელად - Phenom TWKR. საინტერესო ისაა, რომ ეს ჩიპები არ გაიყიდება. იგი მხოლოდ 100 ეგზემპლარი არსებობს და უკვე დაურიგდათ სხვადასხვა ტესტ ლაბორატორიებსა და წამყვან ოვერქლოქერებს.

მოკლედ, ახალი ოთხბირთვიანი პროცესორის სრული სახელია Phenom II 42 TWKR Black Edition. იგი მუშაობს 2.0 გჰც სიხშირეზე ("42" სწორედ ამას აღნიშნავს). AMD-ს განცხადებით, ახალი პროცესორის აჩქარების პოტენციალი დაახლოებით 100 მჰც-ით მეტია Phenom II X4 955 Black Edition-თან შედარებით. ექსტრემალური გაგრილებისას კი სხვაობა 200 მჰც-მდე იზრდება. აბრევიატურა TWKR-ის ქვეშ იგულისხმება, რომ პროცესორი განკუთვნილია მათთვის, ვინც იცის, როგორ უნდა მოექცეს მას :-) მისი მუშაობა ჰაერის ან წყლის გაგრილების ქვეშ მფლობელს ავტომატურად ციფრული ჯოჯოხეთის გზას გაუყენებს. Phenom II 42 TWKR Black Edition-ის მუშაობა დაშვებულია მხოლოდ თხევადი აზოტისა და ჰელიუმის გამოყენებით.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.




ასე გამოიყურება ახალი პროცესორი CPU-Z-ში

უკვე არსებობს Phenom II 42 TWKR-ით მიღწეული შდეგებიც. თხევადი ჰელიუმით მისი აჩქარება 6.89 გჰც-მდე მოხერხდა, თხევად აზოტზე კი არანაკლებ მიმზიდველი, 6.6 გჰც იქნა მიღწეული.


შედეგი თხევად აზოტზე

აქვე გთავაზობთ ვიდეო კლიპს, რომელშიც წამყვანი ოვერქლოქერები იღებენ მონაწილეობას. ვიდეოში ნახავთ საოცნებო აპარატურას, ოხრად თხევად აზოტსა და ჰელიუმს, ტუბებს და ა.შ. მოკლედ, წარმოგიდგენთ კლიპს:



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 10-07-2009, 09:55:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

მე ინტელს მივცემდი უპირატესობას მაგის პროცესორები უნდა ნახოთ
15-07-2009, 23:51:43 | uzgari

საღოლ AMD-ს მემგონი აჯობებს intels
10-07-2009, 16:09:52 | Donvito

საგოლ AMD-ს, ამ ბოლო ხანს მაგრა უბერავს რაც ძაან კაია
10-07-2009, 12:26:26 | sikvdila

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.