მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Web News
AFK.ge - რესურსი გეიმერებისთვის
AFK.ge - რესურსი გეიმერებისთვის

საქართველოში საინფორმაციო საიტებისა და სოციალური ქსელების პოპულარობა ჯერ კიდევ ჩამორჩება ვარზების პოპულარობას, მაგრამ სხვაობა სწრაფად მცირდება და არც ისე შორეულ მომავლში გაქრება კიდეც. იქამდე კი საიტებს, რომელთაც ნამდვილად უნიკალური, საინტერესო და ლეგალური კონტენტი აქვთ მომხმარებლისთვის, ენთუზიაზმზე უწევთ მუშაობა.

დღეს წარმოგიდგენთ ზუსტად ასეთ "ენთუზიაზმზე მომუშავე" საიტს, რომელსაც ნამდვილად აქვს პოტენციალი, თქვენი ყოველდღიური ციფრული ცხოვრების თანამგზავრი გახდეს. გაიცანით AFK.ge, ბლოგი თამაშების შესახებ.



AFK Gaming

საიტი სპეციალიზირდება PC თამაშების მიმართულებით, რაც დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენს, რამეთუ კონსოლები ჩვენში ჯერჯერობით არც ისე ნაცნობი ხილია. საიტის მიერ მოწოდებული სიახლეები დაწერილია გამართული ენით და საინტერესოდ იკითხება (ეს ჩვენში იშვიათობაა), ყველა სიახლესთან ახლავს სურათები და ვიდეო კლიპები, რაც თამაშზე უფრო ცოცხალ წარმოდგენას შეგიქმნით.

AFK Gaming-ის მფლობელები საიტის შესახებ ასეთ კომენტარს აკეთებენ:

Afk.ge ახალი პროექტია ჯინეტში, აქამდე უფრო პრივატულ ბლოგზე იყო განთავსებული, ვორდპრესის ჰოსტინგზე [GamingFreak], შემდეგ გადავწყვიტეთ დომენი და საკუთარი ჰოსტი აგვეღო. ვწერთ სიახლეებზე მსოფლიო და ქართულ Gamingში, მიმოხილვებს, შეფასებებს და ანალიზსს. უპირატესობები? .. ჯერ-ჯერობით ერთადერთი ასეთი საიტი ვართ, პირველი არა, მაგრამ ერთადერთი. ვნახოთ, რა გამოგვივა.

თუ მოგწონთ ეს წამოწყება, აგრძნობინეთ თქვენი მხარდაჭერა -  ყოველდღიურად მოინახულეთ რესურსი, გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარებში და გამოიწერეთ RSS არხი, რათა არცერთი სიახლე არ გამოგრჩეთ.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-07-2009, 16:17:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

რაღაც ვერაა ისეთი, ჩანაწერების უმეტესობა უბრალოდ გადათარგმნილია, ფაქტიურად CopyPaste, ორიგინალობა აკლია
16-07-2009, 22:56:55 | Gio_kiborg

ძაან მაგარიაააააა მიხარი რო კაი და გემრიელი საიტები ნელ-ნელა წინწინ მოდის.შევედით და გავიხერეთ ტან გამოვხატეთ მხარდაჭერაააააააააააააააა .
12-07-2009, 21:07:04 | giorgi22

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.