COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Twingly Screensaver

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2145


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Twingly Screensaver
Twingly Screensaver

მსოფლიო ბლოგებს ერთიანად "ბლოგოსფეროდ" მოიხსენიებენ ხოლმე და კომპანიამ Twingly, რომელიც დაკავებულია კონკრეტულად ბლოგების ძიებით (ანუ Google ბლოგებისთვის) გადაწყვიტა, ამ სიტყვას რეალური დატვირთვა შესძინოს - მათ შექმნილ ინტერაქტიულ სკრინსეივერზე გამოსახულია დედამიწა, რომელზეც ყოველ წამს ჩნდება "აფეთქებები" იმის მანიშნებლად, რომ ამ ადგილიდან ახალი პოსტი დაიპოსტა.

სკრინსეივერი ნამდვილად ლამაზი საყურებელია და "თითქმის" პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს - ყოველ "აფეთქებას" მოჰყვება სიტყვიერი ანოტაცია (პოსტის სათაური) შეტყობინებების პანელზე და მასზე დაჭერით შესაბამისი პოსტის ნახვა შეგიძლიათ.



რომ იტყვიან, სურათი ათას სიტყვად ღირს:

Twingly Screensaver

ვიდეო კლიპი ალბათ საერთოდ შეუფასებელი იქნება :-)

ჯამში სასიამოვნო სკრინსეივერია უბრალო მომხმარებლებისთვის და კარგი შემხსენებელი ბლოგერებისა და სხვადასხვა საინფორმაციო საიტების ჟურნალისტებისთვის - წერეთ! :-)

სკრინსეივერის გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან, Twingly-თი ძებნა კი აქ შეიძლება.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 13-07-2009, 21:22:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

ვაა ძალიან მაგარია :) ყველაზე მაგარი კი ის იყო რომ რომ დავაკვირდი ჩემი ბლოგის პოსტებიც ვნახე
26-07-2009, 14:35:46 | EMOziko

მუშაობს ოგონდ ვისტაზე xp - ზე ვერ იმუშავა. კაი რამეა. ქართული ბლოგები არ იქნება?
19-07-2009, 13:54:08 | giorgi22

აუ არ მუშაობს და რა უნდა? „NET Framework 3.5 მაქვს და რა უნდა?
16-07-2009, 09:28:40 | giorgi22

აუ ძაან გთხოვთ ოპერა უნიტესთან დაკავშირებიტ დადეთ რა სტატია.
14-07-2009, 10:47:09 | koba71786

Donvito
.NET Framework 3.5 თან მუშაობ და ნახე თუ გიყენია.... კაი რამეა
14-07-2009, 10:35:19 | gio_88

არ მუშაობს errors მიგდებს
თავიდან ირთობა და ცოტა ხანში errors მიგდებს
14-07-2009, 00:47:32 | Donvito

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.