COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » ა.შ.შ.-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ითხოვენ.. Firefox-ს!

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2146


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ა.შ.შ.-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ითხოვენ.. Firefox-ს!
ა.შ.შ.-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ითხოვენ.. Firefox-ს!

"კიბერ ბაიტების" მთელი სამყარო და ნაწილობრივ უბრალო მომხმარებლებიც მასიურად გადადიან Firefox-ზე, ამ ბრაუზერმა უკვე მოიპოვა პირველობა ანტარქტიდაზე და ევროპაში, მსოფლიო ბრაუზერების ბაზრის მესამედი უკავია, ჰყავს ენთუზიასტების უზარმაზარი საზოგადოება და, ერთი სიტყვით, ეს ბრაუზერი ყოველდღიურად უფრო ვითარდება და ძალებს იკრებს. ამ მოვლენების ლოგიკური, მაგრამ მაინც უცნაური და სახალისო გაგრძელება შეადგინა დღეს გამართულმა რიგითმა შეხვედრამ ა.შ.შ.-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შორის.

ტრადიციული ბლა-ბლას შემდეგ (რომელიც ასე ახასიათებთ სახელმწიფო მოხელეებს) დადგა შეკითხვების დრო და აი აქ მოხდა ჩვენთვის საყურადღებო ფაქტი - ერთ-ერთმა თანამშრომელმა დანარჩენების სახელით წაიკითხა მიმართვა, რომელშიც მოითხოვა Firefox-ის დანერგვა დეპარტამენტში :-)

აი, გამოსვლის ვიდეო ჩანაწერიც, გადაახვიეთ 26:32-ზე, თუ პოლიტიკოსთა გამოსვლების მოყვარული არ ხართ :-)



თუმცა ამ ენთუზიასტმა თანამშრომლებმა უარი მიიღეს და სამართლიანადაც - მთელი სამინისტროს FF-ზე გადაყვანა ნამდვილად დიდ ხარჯებთან და გართულებებთანაა დაკავშირებული. სამაგიეროდ ჰილარი დაპირდა თანამშრომლებს, რომ "გააგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას". მგონი, ა.შ.შ.-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ დიდხანს იქნება MS-ის ტყვეობაში :-)



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 15-07-2009, 10:11:00 | domen
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

FF ბოლო ვერსიამ რეალპლეიერის პლაგინი დაბრაკა და გადააგდო, არადა საჭირო იყო
17-07-2009, 19:13:13 | Kolerov

მე ეხლა დავიწყე ამ ბრაუზერის გამოყენება და მე მგონი კაია აბა რა ვიცი ჯერ. ისე ოპერაში ხშირად სურათებს არ ხსნის.
16-07-2009, 20:24:02 | giorgi22

რატომაა დიდ ხარჯებთან და გართულებებთან დაკავშირებული? მემგონი თვითონ ირთულებენცხოვრებას. ჩემი აზრით მაგ საქმეს დასჭირდება ერთი ნორმალური კაცი რომელიც დაივლის და მაქსიმუმ ერთ კვირაში დააყენებს ყველა კომპიუტერზე FF-ს ხოდა გართულება რავი ვინც ინტერნეტში დაძვრებოდა M$-ის პროდუქტით ეხლა FF-ით ივლის.
16-07-2009, 12:18:09 | fashisti

მუდმივად! მუდმივად MS-ის ტყვეობაში იქნებიან!

ვის სცალია FF პატჩოს და ახალ-ახალი ვერსიები წეროს რამდენიმე დღეში ერთხელ ყველა კომპზე
15-07-2009, 13:00:09 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.