მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
MSI OC Genie
MSI OC Genie

ამ ბოლო დროს გახშირდა მწარმოებლების "კინკლაობა" პროდუქციის ე.წ. overclocking შესაძლებლობებითა და პოტენციალით. არც MSI ჩამორჩენილა და წარმოგვიდგენს ახალ ტექნოლოგიას, რომლის საშუალებით პროცესორის მარტივად დაჩქარება იქნება შესაძლებელი. ვისაც გაინტერსებთ დააჭირეთ.

MSI ახალ ტექნოლოგიას წარმოგვიდგენს, მომავალ P55 ჩიპსეტზე ბაზირებული დედა დაფის ფოტოებით.



მოდით სანამ მიმოვიხილავთ ამ ახალ ტექნოლოგიას, მოყვეთ, როგორ ვაჩქარებთ პროცესორს:
მივდივართ დედა დაფის BIOS-ში, ვზრდით სისტემური სალტის სიხშირეს, ვაყენებთ შესაბამის ძაბვებს ოპერატიული მეხსიერებისთვის, პროცისთვის და ჩდილოეთ ხიდისთვის. ამის შემდეგ ვიტვირთებით სისტემაში, ვტესტავთ სისტემას სტაბილუობაზე. შემდეგ, კიდევ თუ გვინდა მეტად აჩქარება თავიდან ვაკეთებთ იმავეს, საბოლოოდ რამდენიმე დღის შემდეგ დავდგენთ ოპტიმალურ პარამეტებს. ამასთან ერთად, ვკითხულობთ აჩქარებაზე სტატიებს და ტუტორიალებს (რამდენიმე ასეთი ტუტორიალი overclockers.ge-ს ფორუმზე მოიპოვება). ბოლოს ვაყენებთ შესაბამის პარამეტრებს და გვიხარია :-) (არადა ამ "ჩალიჩში" ზოგჯერ შეიძლება აპარატურაც დააზიანოთ).

ახლა წარმოიდგინეთ, ზუსტად თქვენნაირი კომპი აქვს ვინმე დიად ოვერქლოქერს და ზეპირად იცის სად რა პარამეტრები უნდა დააყენოს. თქვენ მას მოიხმობთ და ის აყენებს რაც საჭიროა ბიოსში, ისე რომ სისტემა ნამდვილად სტაბილური იქნება და თქვენი სისტემა იქნება წარმადობის და სტაბილურობის ოქროს შუალედში.

აი ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ბიძია ოვერქლოქერის დაძახება კი არ გიწევთ, არამედ დედა დაფაზე რთავთ ერთ ღილაკს და თქვენი პროცი ავტომატურად აჩქარდება. სწორედ ეს არის MSI OC Genie.


ამ დედა დაფის და ზოგადად, ტექნოლოგიის პრეზენტაცია მოხდება გერმანიაში, Master Overclocking Arena-ს ფინალზე.

რეალურად, მსგავსი ტექნოლოგია სხვა მწარმოებლემაც დანერგეს, მაგრამ მე ამ ტექნოლოგიაში ვერაფერ ინოვაციურს ვერ ვხედავ. იგი აწ უკვე დავიწყებული ტურბო ღილაკის რეინკარნაციაა.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-07-2009, 20:26:00 | otosaxel
   
ბმულები შესაბამის თემაზე

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


გამოხმაურება

სიახლე თუ არა დამწყები OC-ერებისთვის ხო მისწრებაა??
ისე მე ASUS-ის OC Profile ვერ დავამუღამე რაღაც...
23-07-2009, 17:02:46 | Gio_kiborg

ეგ ტურბი ღილაკები 486.286 დედა დაფებს ქონდათ 1995-1998 წლებში
21-07-2009, 02:24:55 | Donvito

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.