MSI OC Genie
ამ ბოლო დროს გახშირდა მწარმოებლების "კინკლაობა" პროდუქციის ე.წ. overclocking შესაძლებლობებითა და პოტენციალით. არც MSI ჩამორჩენილა და წარმოგვიდგენს ახალ ტექნოლოგიას, რომლის საშუალებით პროცესორის მარტივად დაჩქარება იქნება შესაძლებელი. ვისაც გაინტერსებთ დააჭირეთ. MSI ახალ ტექნოლოგიას წარმოგვიდგენს, მომავალ P55 ჩიპსეტზე ბაზირებული დედა დაფის ფოტოებით. მოდით სანამ მიმოვიხილავთ ამ ახალ ტექნოლოგიას, მოყვეთ, როგორ ვაჩქარებთ პროცესორს: ახლა წარმოიდგინეთ, ზუსტად თქვენნაირი კომპი აქვს ვინმე დიად ოვერქლოქერს და ზეპირად იცის სად რა პარამეტრები უნდა დააყენოს. თქვენ მას მოიხმობთ და ის აყენებს რაც საჭიროა ბიოსში, ისე რომ სისტემა ნამდვილად სტაბილური იქნება და თქვენი სისტემა იქნება წარმადობის და სტაბილურობის ოქროს შუალედში. აი ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ბიძია ოვერქლოქერის დაძახება კი არ გიწევთ, არამედ დედა დაფაზე რთავთ ერთ ღილაკს და თქვენი პროცი ავტომატურად აჩქარდება. სწორედ ეს არის MSI OC Genie.
ბეჭდვითი ვერსია | 20-07-2009, 20:26:00 | otosaxel |
|
სიახლე თუ არა დამწყები OC-ერებისთვის ხო მისწრებაა??
ისე მე ASUS-ის OC Profile ვერ დავამუღამე რაღაც...