COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » ახალი დეტალები Intel-ის 34 ნმ-იანი SSD-ების შესახებ

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2151


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ახალი დეტალები Intel-ის 34 ნმ-იანი SSD-ების შესახებ
ახალი დეტალები Intel-ის 34 ნმ-იანი SSD-ების შესახებ

ალბათ უკვე იცით, რომ კორპორაცია Intel-ი თავის პროცესორებს 45 ნმ ტექნოპროცესის საშუალებით აწარმოებს. ისიც გეცოდინებათ, რომ პროცესორების მომავალი თაობა, Westmere-ი 32 ნმ ტექნოპროცესით 2009 წლის ბოლოს იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება ფლეშ მეხსიერების ბაზარს, აქ კომპანია უკვე იყენებს ახალ ტექნოპროცესს. კერძოდ კი, საქმე 34 ნმ ტექნოპროცესით დამზადებულ ფლეშ მეხსიერებასთან გვაქვს, რომელსაც Intel-ი თავის ახალ SSD დისკებში გამოიყენებს. ახალ დისკებზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება დღეს გახდა შესაძლებელი, როცა The Inquirer-მა გამოაქვეყნა ნიუსი იმის შესახებ, რომ Intel-ი SSD-ების პრეზენტაციას ოთხშაბათს გეგმავს.

ახალი დისკების სერიის კოდური სახელია Postville. ისინი დაპროექტებულია MLC NAND ჩიპებზე და წარმოებულია IM Flash-ის მიერ. შეგახსენებთ, რომ IM Flash არის Intel-ისა და Micron Technology-ს შვილობილი კომპანია და ერთპიროვნულად მათ მფლობელობასა და მმართველობაში იმყოფება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



ახალი SSD-ები X25-M სერიაში გაერთიანდებიან და ბაზარზე Intel-ის პარტნიორი კომპანიების ბრენდების ქვეშაც გამოვლენ. სერია შეივსება 80, 160 და 320 გბ-იანი მოდელებით. აღსანიშნავია, რომ 320 გბ მოცულობის მქონე SSD დისკი Intel-ის ასორტიმენტში პირველად გამოჩნდება.

ახალი ტექნოპროცესის გამოყენების შედეგად, Intel-ს საშუალება მიეცა დისკებზე ფასები შეამციროს. წინასწარი ინფორმაციით 160 გბ-იანი მოდელი დაახლოებით 100 ევროთი იაფი ეღირება, ვიდრე მისი უფროსი ძმა, 50 ნმ ჩიპებზე, ანუ მისი ფასი 400 ევროზე ნაკლებს უნდა შეადგენდეს. 80 გბ-იანი მოდელის ფასი მიახლოებით 200 ევრო ეღირება. აი 320 გბ-იანი ფლაგმანის ფასი კი ჯერჯერობით უცნობია.

ამავე დროს, The Inquirer ამტკიცებს, რომ მათი ინფორმაციით, Intel-ი ამზადებს 500 გბ-იან მოდელსაც.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 21-07-2009, 13:03:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

ეგ ყველაფერი ძმა თავიდან ეღირება ეგეთი ფასები მალევე ჩამოვა 50-100$ მოვითბინოთ და გვექნება:)
22-07-2009, 01:27:39 | Donvito

კი კარგია მარა ძვირია და ვინმემ ხომ არიცით რა შეიძლება ღირდეს ყველაზე იაფი 40 გეგაბაიტიანი ვინჩესტერი?
21-07-2009, 19:58:52 | fashisti

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.