COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » არჩევანის ეკრანი Office 2010-ს, Win 7-ის მსგავსად

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2163


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
არჩევანის ეკრანი Office 2010-ს, Win 7-ის მსგავსად
არჩევანის ეკრანი Office 2010-ს, Win 7-ის მსგავსად

როგორც იცით, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, Microsoft-ი იძულებულია, Windows 7-ის იმ ვერსიებში, რომლებიც ევროპაში გაიყიდება, ბროუზერების ასარჩევი ეკრანი ჩააშენოს. გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია და MS-იც დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენს ფორუმზე იხილოთ (ყურადღება მიაქციეთ ასარჩევ ეკრანს - რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს, იგი ჩვენს საყვარელ Internet Explorer-ში ეშვება).

რამდენიმე დღის წინ Microsoft-მა განაცხადა, რომ ასარჩევ ეკრანს Office 2010-იც მიიღებს. ოფისის შემთხვევაში მომხმარებელს საშუალება ექნება აირჩიოს ფაილის ფორმატები, რომლებშიც დოკუმენტების შენახვა იქნება შესაძლებელი. არჩევანის ეკრანი პროგრამის პირველი გაშვებისას გამოჩნდება და არჩევანი ძალაში დარჩება იქამდე, სანამ მომხმარებელი თვითონ არ შეცვლის მას.

სამწუხაროდ, MS-ს არ გამოუქვეყნებია არჩევანის ეკრანის სურათები. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ DOC/DOCX ფაილებსა და ღია კოდის ODF ფორმატზე. WindowsITPro-ს ინფორმაციით EU-სა და Microsoft-ს შორის აღნიშნულ საკითხზე 10 წლიანი შეთანხმება არსებობს, შესაბამისად, Office-ს არჩევანის ეკრანი ძალაში 10 წლის მანძილზე იქნება.

Microsoft-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, დაწყებული Office 2010-დან, მომხმარებლებს, რომლებიც Office პროგრამების ნაკრებს ევროპის ეკონომიკურ ზონაში შეიძენენ, საშუალება ექნებათ აირჩიონ ძირითადი ფაილის ფორმატი, რომელშიც დოკუმენტები შეინახება. ასევე, Microsoft-ი შესაძლებელს გახდის აღნიშნული პროცესის ავტომატიზირებას ევროპული კომპანიებისთვის, რომლებსაც საშუალება ექნებათ აირჩიონ ფაილის ფორმატები, რომლებსაც მათი მომხმარებლები გამოიყენებენ.

საინტერესო ამ ნიუსში ორია - ერთი თვითონ ოფისის პროგრამების არჩევანის ეკრანი, მეორე კი - როდემდე/სადამდე EU, როდემდე/სადამდე?





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 11-08-2009, 20:40:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

ციტატა
როდემდე/სადამდე EU, როდემდე/სადამდე?

ალბათ მალე OS-ის პირველი ჩართვისას OS-ის ასარჩევი ეკრანიც გამოვა....
რატომ Open Office და სხვა მსგავს პროდუქტებში არაა ასე????
აუ ეს FSF უბურღავს ტვინს EU-ს მგონი...
24-08-2009, 08:53:25 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.