მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
რა ხდება კომპინფოს ლაბორატორიაში?
რა ხდება კომპინფოს ლაბორატორიაში?

კომპინფოს ტესტ-ლაბორატორია განახლებული სახით რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა, თუმცა, სამწუხაროდ, ერთი ტესტირების მეტი არ ჩაგვიტარებია. ამჯერად ამ ნაკლს გამოვასწორებთ და კომპინფოს ლაბორატორიაც აქტიურად დაიწყებს მუშაობას. ლაბორატორიაში ამჟამად ჰაერის გაგრილების სამი საუკეთესოდ მიჩნეული ეგზემპლარი ისვენებს: Thermalright Ultra-120 eXtreme - ლეგენდარული ქულერი, რომელიც წლების განმავლობაში ჰაერის გაგრილების მეფედ ითვლებოდა, Prolimatech Megahalems - ქულერი, რომელიც Ultra-120 eXtreme-ისთვის მეფის გვირგვინის წასართმევად შეიქმნა (სხვათა შორის, როგორც ამბობენ, Prolimatech-ის დამაარსებელი Thermalright-ის ერთ-ერთი ყოფილი ინჟინერია) და Thermolab Baram - საკმაოდ ინოვაციური დიზაინის მქონე ქულერი, რომელსაც ასევე აქვს პრეტენზია მეფის გვირგვინზე.

ცხადია, ამ ქულერების შედარებითი ტესტები უცხოურ საიტებზე არსებობს, მაგრამ, იმის გამო, რომ შედეგები ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგება, გადავწყვიტეთ, ტესტირება ჩვენც ჩაგვეტარებინა, მაქსიმალურად ობიექტურად და ხარისხიანად, სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, სხვადასხვა ვენტილატორებით და ა.შ. საინტერესოა, საბოლოოდ გახდა თუ არა შესაძლებელი Thermalright-ის ქმნილების დამარცხება. ამ კითხვაზე პასუხი დაახლოებით ერთ კვირაში გვეცოდინება, როცა გრძელი და დამღლელი ტესტირება ბოლომდე მივა. ასევე, ჰაერის გაგრილებებს წყლის სისტემაც შეერკინება - ვნახოთ, რამდენად მომგებიანია ჰაერის გაგრილებიდან მაღალფასიან წყლის გაგრილების სისტემაზე გადასვლა.

თუ გსურთ, ზემოთ ნახსენები ქულერების გალერეების ნახვა, დააჭირეთ სრულად-ს.



ნამდვილად ხელოვნების ნიმუშებია, არა?



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-08-2009, 11:39:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 1.5


გამოხმაურება

ულტრა 120 მაინც ჩემი ფავორიტია :)
ისე ეს პროლიმატეჩი მაინტერესებს რა ხილია...

სოსო "ფრომ" OC.ge ;)
16-08-2009, 11:09:26 | xose

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.