მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
World of Warcraft: The Magazine
World of Warcraft: The Magazine

World of Warcraft-ი იმ მცირერიცხოვანი თამაშების რიგს განეკუთვნება, რომელიც, რეალურად, შეიძლება შედევრად აღიარო. WoW-ს მილიონობით ადამიანი თამაშობს ყოველდღიურად, მთელი მსოფლიოდან. მათ შორის, ქართველებიც, რომელთა რიცხვი არც თუ ისე მცირეა. რაც მთავარია, WoW-ს მოთამაშეთა რაოდენობა მუდმივად მზარდია.

სწორედ ამ მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის დამატებითი კონტენტის შექმნის მიზნით, Blizzard-მა ხელშეკრულება გააფორმა გამომცემელ Future-თან, რომელიც შეთანხმების შესაბამისად, ყოველკვარტალურ ჟურნალს, World of Warcraft: The Magazine-ს გამოსცემს. ჟურნალი ხელმისაწვდომი იქნება და ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და ესპანურ ენებზე. მისი ყიდვა მომხმარებელს World of Warcraft-ის ანგარიშის მენეჯმენტის ან ჟურნალის ოფიციალური ვებ-გვერდიდან შეეძლება.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



იმისათვის, რომ ჟურნალი მიიღოთ, მისი გამოწერა მოგიწევთ. გამოწერისას ორი არჩევანი გაქვთ - 1-წლიანი ან 2-წლიანი ხელმოწერა. 1-წლიანი ხელმოწერა რეგიონის მიხედვით 39.95 მარადმწვანე, 34.95 ევრო ან 29.95 ფუნტი ღირს, ხოლო 2-წლიანი ხელმოწერა კი - 69.95 ამერიკული დოლარი, 61.25 ევრო ან 52.50 ინგლისური ფუნტი.

Blizzard-ის წარმომადგენლის, პოლ სემსის განცხადებით, Future აწარმოებს საკმაოდ ცნობილ და პოპულარულ გეიმერულ ჟურნალს. იგი კმაყოფილებას გამოთქვამს Future-თან თანამშრომლობით და იმედი აქვს, რომ თანამშრომლობა შედეგს გამოიღებს - World of Warcraft: The Magazine ნამდვილად წარმატებული პროდუქტი იქნება, რომელიც WoW-ს მოთამაშეებს ყოველ გამოცემაში საინტერესო და გასართობ კონტენტს შესთავაზებს.

ჟურნალის პირველი გამოცემა 148 გვერდიანი იქნება და World of Warcraft-ის 5 წლისთავს მიეძღვნება.

Future-ის სხვა პუბლიკაციებიდან აღსანიშნავია: T3, Total Film, Digital Camera, Fast Car, Classic Rock, Guitar World, Official Xbox Magazine, Official Playstation Magazine, Nintendo Power, Maximum PC და MacLife.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-08-2009, 17:43:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.