Intel-ის "Lynnfield" Core i5 და Core i7 ანონსირებულია!
კორპორაცია Intel-მა გუშინ 3 ახალი პროცესის ანონსირება გააკეთა - ბაზარზე ჩაეშვა Core i5 750, Core i7 860 და Core i7 870. მათი სიხშირეებია 2.66 გჰც, 2.8 გჰც და 2.93 გჰც, შესაბამისად. ცნობილია ფასებიც - Core i5 750 ეღირება 196 მარადმწვანე, Core i7 860-ის ყიდვას 284$-ად შეძლებთ. რაც შეეხება ტოპ-მოდელს, Core i7 870-ს, მისი ფასი 562 მწვანე პრეზიდენტის ტოლფასი იქნება. Lynnfield ბირთვზე აწყობილი პროცესორები დამზადებულია 45 ნმ ტექნოპროცესით, მათი კრისტალის ზომა 296 მმ2-ია, ტრანზისტორების რაოდენობა კი 774 მილიონს უტოლდება. ასევე, გამოიყენება ახალი სოკეტი - LGA 1156. მომხმარებლის სასარგებლოდ, შემცირებულია პროცესორების მაქსიმალური ენერგომოხმარებაც - Bloomfield ბირთვზე დამზადებული High-End სეგმენტის პროცესორებისგან განსხვავებით, Lynnfield-ების მაქსიმალური ენერგომოხმარება, TDP 95 ვატის ტოლია. Core i7 860-სა და Core i7 870-ს Hyper Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერაც აქვთ, რაც ოპ. სისტემას საშუალებას აძლევს 4 ბირთვიანი პროცესორი 8-ბირთვიანად აღიქვას და უფრო ეფექტურად გამოიყენოს მისი რესურსები. რაც შეეხება უმცროს ძმას, Core i5 750-ს, მას Hyper Threading-ი გათიშული აქვს. დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს. წარმოგიდგენთ მსოფლიოს წამყვანი ტესტ-ლაბორატორიების შეფასებებს ახალი პროცესორების შესახებ: დასკვნას დავიწყებ იმით, თუ რა უნდა გააკეთოს AMD-მ Lynnfield-ის საწინააღმდეგოდ. Core i5 750 შესანიშნავი პროცესორია 196$-ად. ფაქტიურად, ის საუკეთესო 4-ბირთვიანი პროცესორია თავის ფასში. თითქმის ყველა ტესტში იგი სჯობნის AMD-ს Phenom II X4 965 BE, მიუხედავად იმისა, რომ AMD-ს ნაწარმი 50$-ით ძვირი ღირს. კი, შეიძლება ცოტა ფული დაზოგოთ და AMD 785G ინტეგრირებული ჩიპსეტის მქონე დედა დაფები იყიდოთ, მაგრამ თუ მიახლოებით 120$ ღირებულების მქონე დედა დაფებს შევადარებთ, AMD-ს პროცესორი, უბრალოდ, გადაჭარბებულად ძვირი ღირს. -- AnandTech საბოლოოდ, Intel-მა მიაღწია იმას, რასაც მიზნად ისახავდა Lynnfield-ის გამოშვებით - Nehalem-ის მეინსტიმ სეგმენტში ჩამოტანას. ახალი Core i5 და Core i7 800 სერიის პროცესორები შესანიშნავი დანამატია Intel-ის ისედაც მშვენიერი პროცესორების ასორტიმენტისთვის. P55 Express ჩიპსეტი კი სავარაუდოდ დედა დაფების მწარმოებლების მთავარი "სიყვარული" გახდება. იგივე ითქმის ოვერქლოქერთა საზოგადოებაზეც. -- Hot Hardware Intel-ის ახალი Lynnfield Core i7-სა და Core i5-სგან წარმადობის მწვერვალების დაპყრობას არავინ ელოდა, თუმცა, ისინი მწვერვალს იმაზე მეტად მიუახლოვდნენ, ვიდრე უმეტესობა ელოდა. Lynnfield-ს ნამდვილად მოაქვს Nehalem არქიტექტურის წარმადობა და დიზაინი ახალ საფასო სეგმენტში. შედეგად, შემოდგომასა და ზამთარში უამრავი ენთუზიასტი სწორედ ამ ახალ არქიტექტურაზე გადაბარგდება. -- PC Perspective ჯამში, Lynnfield-ი, ესაა Nehalem-ი ფართო საზოგადოებისთვის. Intel-ის სამივე ახალი პროცესორი Lynnfield-ის ოჯახიდან უკვე გამოჩნდა ბაზარზე. მათი ყიდვა უკვე შესაძლებელია წამყვან ონლაინ-მაღაზიებშიც: Intel Core i5 750 იმედი გვაქვს, ამ პროცესორებს საქართველოშიც მალე ვიხილავთ. ბეჭდვითი ვერსია | 09-09-2009, 21:17:00 | Power_VANO |
|
ის ტეხავს ახალი სოკეტი რომ აქვს და აპგრეიდისთვიდ დედაპლატა უნდა გამოცვალო...
არადა ფასი (და როგორც ჩანს წარმადობა) იდეალურია....