Seagate-მა ბაზარზე პირველი SATA III (6 გბ/წმ) დრაივი გამოუშვა
დღეს Seagate-მა ბაზარზე პირველი SATA III მყარი დისკი გამოუშვა, რომელსაც მონაცემების გადაცემის შესაძლებლობა 6 გბ/წმ სიჩქარით შეუძლია (თეორიული მაქსიმუმი). ახალი Barracuda XT 7200 ბრუნი/წუთში სიჩქარიანი დისკების ოჯახში ერთიანდება.
2 ტბ-იანი მონსტრი აღჭურვილია 64 მბ-იანი კეშ-მეხსიერებით, რომელიც ყველაზე დიდია, რაც კი აქამდე მყარ დისკებში შეგვხვედრია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ SSD-ებში უკვე ვხვდებით 128 მბ კეშ-მეხსიერებას. ასევე, არსებობს კონტროლერები, რომლებსაც 256 მბ მეხსიერებასთანაც შეუძლიათ მუშაობა.
Seagate SeaTools-ის ბოლო ვერსიას უკვე აქვს Short-Stroking-ის მხარდაჭერა. Short-Stroking-ის დროს დისკი ინფორმაციის ჩასაწერად მხოლოდ გარე შრეებს იყენებს, შესაბამისად, წარმადობა დრამატულად იზრდება. მწარმოებლის განცხადებით, Short-Stroking-ირებული Barracuda XT, რომელიც 1 ტბ-ს გამოიყენებს, თავისუფლად შეძლებს 10000 ბრუნი/წუთში წარმადობის მქონე Western Digital Velociraptor-თან კონკურენციას.
ახალი მყარი დისკი (მოდელის ნომერი: ST32000641AS) ბაზარზე კვირის ბოლოს გამოჩნდება, მისი ფასი კი 299 მარადმწვანე ამერიკელი პრეზიდენტი იქნება. რაც შეეხება გარანტიას, იგი სტანდარტული იქნება Seagate-სთვის - 5 წელი.
ბეჭდვითი ვერსია | 22-09-2009, 14:08:00 | Power_VANO
|