COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel Gulftown-ის (Core i9) დემონსტრაცია

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2199


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel Gulftown-ის (Core i9) დემონსტრაცია
Intel Gulftown-ის (Core i9) დემონსტრაცია

დღეს სტარტი აიღო შემოდგომის Intel Developer Forum-მა, რომელიც ტრადიციულად, სან ფრანცისკოში იმართება. ტრადიციულად, შემოდგომის IDF-ი ყოველთვის დიდი სიახლეებითა და სიურპრიზებით ხასიათდება ხოლმე. დღეს შოუზე წარმოდგენილი იყო Intel-ის უახლეს 32 ნმ ტექნოპროცესზე დამზადებული Gulftown პროცესორზე აგებული სადემონსტრაციო სისტემა.

Intel Gulftown-ს ხშირად Core i9-დ მოიხსენიებენ, თუმცა, ჯერჯერობით მისი ოფიციალური დასახელება უცნობია. Gulftown-ი თავის თავში აერთიანებს 6 ბირთვს Hyper-Threading-ის მხარდაჭერით, და შედეგად ვეებერთელა წარმადობას იძლევა. ამხელა წარმადობის მქონე პროცესორს კი ახალი სახელი ნამდვილად სჭირდება.

სადემონსტრაციო სისტემა სტანდარტულად იყო აწყობილი, მონიტორზე რენდერინგი მუშაობდა, გვერდით კი 12 ლოგიკური ბირთვის დამადასტურებელ ფაქტს დაინახავთ. ინტელის წარმომადგენლის განცხადებით, Gulftown პროცესორების მასიური წარმოება ფაბრიკებში უკვე დაწყებულია და მისი ანონსი არ დაიგვიანებს.

ვიდეოს სანახავად დააჭირეთ სრულად-ს





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 23-09-2009, 13:41:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.