მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Lucid HYDRA 200-ის პრემიერა შედგა
Lucid HYDRA 200-ის პრემიერა შედგა

Intel-მა, როგორც უკვე ვიცით, მოახერხა NVIDIA-სგან SLI ლიცენზიის მიღება თავისი უახლესი ჩიპსეტებისთვის - X58 და P55-ისთვის. შესაბამისად, ამ ჩიპსეტებზე NVIDIA SLI-ს ასამუშავებლად დამატებით nForce 200 ჩიპების დაყენება საჭირო არაა. ალბათ ასევე გახსოვს ერთი წლის წინ ანონსირებული Lucid HYDRA. კომპანია LucidLogix Technologies მიზნად SLI-სა და CrossFireX-ის ალტერნატივის შექმნას ისახავდა, რომელსაც არ ექნებოდა შეზღუდვები, რომლებიც ამ ტექნოლოგიებს ახასიათებთ. ასევე, შესაძლებელი იქნებოდა NVIDIA-სა და ATI-ს ვიდეო დაფების ერთად მუშაობა, და რაც მთავარია, კომპანია წარმადობის თითქმის წრფივ ზრდას გვპირდებოდა. კომპანიამ პირობა შეასრულა და გამოუშვა ჩიპი Lucid HYDRA 100, რომელიც დაკისრებულ სამუშაოს ასრულებდა, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეული მიზეზების გამო მან გავრცელება ვერ ჰპოვა.

დღეს კი, სან ფრანცისკოში მიმდინარე IDF-ზე LucidLogix Technologies-მა წარმოადგინა ახალი პროდუქტი - Lucid HYDRA 200 - დესკოპებისა და ლეპტოპებისთვის. მისი ენერგომოხმარება სულ რაღაც 6 ვატია და მწარმოებლის განცხადებით თავის უფროს ძმასთან შედარებით, გაცილებით უკეთესი გადაწყვეტილებაა.

Lucid HYDRA 200 დამზადებულია 65 ნმ ტექნოპროცესით და საშუალებას იძლევა ერთდროულად ვამუშავოთ სისტემაში NVIDIA-სა და ATI-ს ორი, სამი ან ოთხი სხვადასხვა სიმძლავრის (არა ერთნაირი მოდელები) ვიდეო დაფა. ახალ ჩიპს აქვს PCI Express 2.0-ის მხარდაჭერაც და თავსებადია ყველა პროცესორსა და ვიდეო დაფასთან, რომელსაც აქვს DirectX 9.0c, DirectX 10.1-სა და DirectX 11-ის მხარდაჭერა. ასევე, ჩიპი სრულად აკმაყოფილებს Windows Vista-სა და Windows 7-ის მოთხოვნებსაც. ბაზარზე Lucid HYDRA 200 სამ სხვადასხვა მოდიფიკაციაში იქნება ხელმისაწვდომი.

პირველი დედა დაფა, რომელიც ამ სასწაულმოქმედი ჩიპით იქნება აღჭურვილი MSI Big Bang იქნება. MSI Big Bang აღჭურვილია Intel P55 Express ჩიპსეტით, სამი PCI-Express x16 სლოტით და თავსებადია Socket LGA1156 პროცესორებთან.

IDF 2009 San Francisco-ზე საპრეზენტაციო სისტემა სწორედ MSI Big Bang დედა დაფაზე იყო აწყობილი.

საპრეზენტაციო სისტემის სურათების სანახავად დააჭირეთ სრულად-ს



საპრეზენტაციო სისტემა:



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 23-09-2009, 14:20:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.